| From : | Shorena Kubaneishvili <shkubaneishvili@moh.gov.ge> |
| To : | Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: შრომის უსაფრთხოების დაცვის საერთაშორისო დღესთან (28 აპრილი) დაკავშირებით |
| Cc : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; bperadze1@gmail.com; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Talakhadzenin@gmail.com |
| Received On : | 24.04.2020 13:01 |
| Attachments : |
ნინი,
გიზავნი დამუშავებულ მოკლე ტექსტ შესათანხმებლად.
სს,
შორენა
მოგესალმები ნინი,
გიგზავნი ძირითად მესიჯებს ქართულ ენაზე. აქვე გიგზავნი ჩვენი საერთაშორისო კოლეგების შემოთავაზებებს ვიდეო მიმართვასთან დაკავშირებით.
მთავარი აქცენტი აუცილებელია გაკეთდეს იმაზე, რომ შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის რეკომენდაციებს შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე. (მიბმულ ფაილად აილოს მომზადებულ პოსტერსაც გიგზავნით)
აქვე გთხოვთ, რომ გამოგვიყოთ თანამშრომელი რომელიც ქართულად საბოლოოდ ჩამოაყალიბებს ტექსტ. აქვე აუცილებელია გავითვალისწინოთ ის, რომ მაქსიმუმ 30-40 წმ უნდა იყოს ჯამში და კამერით გადაღების შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ტექნიკური მონაცემი: HD 1920x1080i MP4.
პატივისცემით
შორენა ყუბანეიშვილი
მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მის.: აკ. წერეთლის გამზ. 144; თბილისი 0119; საქართველო
ოფის: +995 (032) 251 00 11 (14-21)
მობ: +995 (597) 99 39 99
მოგესალმებით ნინი,
პირველ რიგში გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საუკეთესო სურვილებით.
გაცნობებთ, რომ ქვეყანაში/მსოფლიოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ძირითადი აქტივობების განხორციელება გადავდეთ 2020 წლის ოქტომბრის პერიოდისთვის.
თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ 28 აპრილი შრომის უსაფრთხოების დაცვის საერთაშორისო დღეს წარმოადგენს და მას მსოფლიოს მაქსშტაბით დისტანციურად აღნიშნავენ, ჩვენც გადავწყვიტეთ შევუერთდეთ მსგავსი ფორმატით ამ დღის მილოცვას. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძესთან თამუნა ბარკალაიასა და ბექა ფერაძის მიერ.
ვინაიდან სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჩვენი სტრუქტურის მხრიდანაც მნიშვნელოვანი, პროგრესული ნაბიჯები იქნა გადადგმული ვფიქრობთ, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შერჩეული თემატიკის - "შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის ზომები პანდემისას" შესაბამისად მოვამზადოთ მაქსიმუმ 1 წთ-იანი (შესაძლებელია 30 ან 45 წთ-იანი ვიდეორგოლი-აუცილებელია კონკრეტულ მესიჯებსა და ვიდეოს ხანგრძილოვაზე თქვენთან კონსულტაციის შედეგად შევთანხმდეთ) ვიდეორგოლი, რომლითაც ჯანდაცვის მინისტრი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში (შესაძლოა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენელიც შემოგვიერთდეს) მნიშვნელოვან მესიჯებს გააჟღერებენ აღნიშნულ თემატიკაზე და მოუწოდებენ სრულიად საქართველოს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა კორონავირუსთან ბრძოლისას.
აღნიშნული ვიდეოს მომზადებაში ტექნიკური თვალსაზრისით უშუალოდ ILO დაგვეხმარება (ორგანიზაცია დაქირავებული კომპანიის მეშვეობით შეძლებს ვიდეოების გაერთიანებას. კომპანიის უშუალო თხოვნა გადაღების ფორმატის შეთანხმება. Iphone-ით გადაღებისას სტილი უნდა იყოს ვერტიკალური, უკანა კამერით და შემდეგი მახასიათებლებით: 1920X1080i 25 fps an 30 fps, MP4. პროფესიონალური კამერით გადაღების შემთხვევაში კი HD 1920x1080i MP4 მონაცემებით).
რაც შეეხება სატელევიზიო სივრცეში განთავსებას ამ მიმართულებით სასურველია პირველ არხს მივმართოთ რათა უფასო სარეკლამო დრო გამოვიყენოთ დამატებითი დროის შემთხვევაში შეგვიძლია გამოვყოთ/მოვიძიოთ დამატებითი ფინანსები.
და ბოლოს, შემუშავებული ვიდეორგოლის სააგენტოებში გავრცელების ნაწილშიც დაგვჭირდება თქვენი მხარდაწერა.
ვინაიდან აღნიშნული ვიდეორგოლი ტელევიზიაში/სოც. ქსელში
28 აპრილისთვის განთავსებული უნდა გვქონდეს, გთხოვთ შემჭიდროებულ ვადებში განიხილოთ აღნიშნული საკითხი და გაგვიზიაროთ თქვენი წინადადებები.
პატივისცემით
შორენა ყუბანეიშვილი
მონიტორინგისა
და ზედამხედველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მის.: აკ. წერეთლის გამზ. 144; თბილისი 0119; საქართველო
ოფის: +995 (032) 251 00 11 (14-21)
მობ:
+995 (597) 99 39 99