| From : | Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge> |
| To : | Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: უსაფრთხოების ინსტრუქციები |
| Cc : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Received On : | 23.03.2020 15:29 |
| Attachments : |
ბექა,
გადავხედე ამ დოკუმენტებს და პროფესიულ რეკომენდაციებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, თუმცა
"პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ" ჩამონათვალი ყველა დოკუმენტში არ არის ერთი და იგივე, სასტუმროს და მომსახურებას (ბანკებს) აკლია ორი მათგანი (ქრონიკული დაავადებები და რესპორატორული ინფექციები).
ჩამონათვალი დოკუმენტებში არ არის თანმიმდევრული. მაგალითდ დამსაქმებლის ვალდებულებები ან დასაქმებულების ვალდებულები. ყველა წინადადება უნდა იყოს ერთი ფორმატით, მაგ. ან “დაიცავით” ან “უნდა დაიცვას” ან “იცავს”. გააჩნია თავში როგორი წინადადებით დაიწყება. ხშირად მომხვდა თვალში და ალბათ ჯობს, რომ გასწორდეს.
ერთგან მომხვდა სიტყვაც არასწორად დაწერილი და შეიძლება სხვაგანაც იყოს.
თუ არის საშუალება, რომ ხვალამდე მოვიცადოთ, მზად ვარ დილით კიდევ ერთხელ გადავხედოთ და გავასწოროთ.
აქვე თუ ნახე ხმალაძს მეილები შაბათს? და ჩემიც მათ შორის, ჯარიმებზე და დროებით შეჩერებაზე?
სს
ლიკა
From: Beka Peradze
Sent: 23 March, 2020 12:52
To: 'etikaradze@moh.gov.ge'
Subject: უსაფრთხოების
ინსტრუქციები
ქალბატონო ეკატერინე, ქალბატონო თამარ,
სამუშაო ადგილებზე covid-19 ის პრევენციისთვის შევიმუშავეთ უსაფრთხოების ინსტრუქციები შემდეგ სექტორებში:
ü სამშენებლო სექტორი
ü მომსახურების სექტორი (აფთიაქები,ბანკები,მარკეტები,სავაჭრო ობიექტები)
ü სამთომოპოვებითი მრეწველობა
ü სატრანსპორტო სექტორი
ü სასაზღვრო-გამშვები პუნქტები
ü სასტუმრო/განთავსების სექტორი
გარდა ამისა, შემუშავებულია ერთიანი გაიდლაინი, სადაც 4 კლასად (ძალიან მაღალი, მაღალი, საშუალო და დაბალი) კატეგორიად დავაჯგუფეთ საწამოები, რომელიც მიესადაგება ყველა წარმოების სპეციფიკას.
დამატებით ბოლნისისა და მარნეულისთვის საჭიროა შევიმუშაოთ სამუშაოების ჩამონათვალი, რა ტიპის სამუშაოები იქნება ნებადართული. მთავრობის დადგენილებით უნდა დამტკიცდეს და გაურკვევლობაა რომელი უწყება იქნება პასუხისმგებელი შემუშავებაზე(ჩვენ, ეკონომიკა თუ შსს?). ასევე ეკონომიკიდან კითხულობენ კოორდინაციას თქვენ ხომ არ უზრუნველყოფთო. ასეთივე განმარტებები უნდა გავაკეთოთ მთელი საქართველოს ტერიტორიაზე საწარმოებისთვის, რომ ნათელი იყოს კომპანიებისთვის და დასაქმებულებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მუშები თვითნებურად აცხადებენ უარს სამუშაოების შესრულებაზე.
იქნებ შეხვედრა მოვახერხოთ ამ საკითხთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
ბექა ფერაძე / Beka Peradze
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მის. 0119 თბილისი. აკ. წერეთლის გამზ. 144
ტელ. +995 (032) 251 00 11 (14 22)
მობ.: +995 (577) 50 66 50