| From : | Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge> |
| To : | Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Grigol Giorgadze <grgiorgadze@moh.gov.ge>; Mamuka Tsotniashvili <MTsotniashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: სამინისტროს ახალი დებულების პროექტი |
| Cc : | tikhardziani@gmail.com |
| Received On : | 23.08.2019 11:28 |
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ დოკ.ფლოუს მეშვეობით, გამოგზავნილია სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ მოხსენებითი ბარათი, თანდართული აქტებით, რომლებიც დაკორექტირებულია თქვენს მიერ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით.
გთხოვთ,თქვენს ვიზირებას.
პატივისცემით, შორენა
მოგესალმებით!
ნათია, მადლობა მოწოდებული დოკუმენტისთვის.
მიზეზი, რომ 12:00 საათამდე არ გიპასუხეთ, მდგომარეობს, ამ დოკუმენტში შრომითი მიგრაციის მიმართულების ოპტიმალურად ასახვის მიზნით, დამატებითი კონსულტაციების გამოვლენილ საჭიროებაში (იმისათვის, რომ ზუსტად და კორექტულად აისახოს ყველა შესაბამის დოკუმენტში ის პრინციპები, რაზეც ვმსჯელობდით და შევთანხმდით). სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობდა დილიდან ამ დრომდე, ჩემსა და ჩვენს შესაბამის კოლეგებს შორისJ - მადლობა თანამშრომლობისთვის!
ვფიქრობ, რომ მიღებული გადაწყვეტილებების შეჯერების თანახმად, შრომითი მიგრაციის კუთხით ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია:
- ცალკე უნდა გამოიყოს და ისე აისახოს (მოკლედ თუ ვრცლად - გამომდინარე დოკუმენტის დატვირთვიდან)
- თუმცა, ამავდროულად, გარკვეულწილად აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს შრომისა და დასაქმების მიმართულებას: შრომითი მიგრაცია ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია; თუმცა, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ამ პრიორიტეტის განხორციელების და სტრატეგიული კომუნიკაციის ხედვა, რომელიც უკავშირდება დასაქმების და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარებას.
ამდენად, მათ შორის ჩვენს იურისტებთან გამართული კონსულტაციების შედეგად, სასურველად ვთვლით, რომ შრომითი მიგრაციის ამოცანები თან გამოყოფილი, თან გარკვეულწილად შრომა/დასაქმებასთან ასოცირებული სახით ჩამოყალიბდეს (შესაძლოა „გ1.ა...“ და „გ2.ა...“ გრადაციის გზით) თანდართული დოკუმენტის შინაარსით.
თან ვურთავ, ჩემს მიერ შემუშავებული ფუნქციების შემოკლებულ ვერსიას (კიდევ შემიძლია შევამოკლო თუ საჭიროა, გთხოვთ მაცნობოთ. ვრცელი იმედია გაიწერება სამინისტროს დებულებაში).
საუკეთესო სურვილებით,
თეა ახვლედიანი
From: Natia Khmaladze
Sent: Thursday, August 22, 2019 8:56 PM
To: Zaza Bokhua; Giorgi Tsotskolauri; Tamar Gabunia; Tamar Barkalaia; Tea Akhvlediani; Grigol Giorgadze; Mamuka Tsotniashvili
Cc: tikhardziani@gmail.com; Shorena Okropiridze
Subject: სამინისტროს
ახალი
დებულების
პროექტი
Importance: High
მოგესალმებით ყველას,
როგორც მოგეხსენებათ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით 23 აგვისტომდე დაგვევალა დებულების პროექტის წარდგენა მინისტრისთვის.
თქვენგან მიღებული წინადადებებისა და მინისტრის გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, გიგზავნით სამინისტროს დებულებაში შესატანი ცვლილების პროექტს.
გთხოვთ , განიხილოთ წარმოდგენილი დოკუმენტის პროექტი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნაწილში და ხვალ 12:00 საათამდე მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები/პოზიცია/ჩასწორებები .
მოწოდებული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, ხვალ 12 საათისთვის მოხდება დებულების პროექტის საბოლოო ვერსიის მინისტრისათვის წარდგენა.
პატივისცემით,
ნათია
Sincerely,
Natia Khmaladze
Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge