| From : | Marine Baidauri <mbaidauri@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: საბოლოო რეკომენდაციები |
| Cc : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; etikaradze@yahoo.de; Maia Mtchedlishvili <mmtchedlishvili@moh.gov.ge>; Manana Tavtetrishvili <mtavtetrishvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 28.05.2020 06:02 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
სპორტთან დაკავშირებით, ალბათ დეტალურადაა გასავლელი ფედერაციებთან, რადგან 2-კვირიანი კარანტინის მსგავსი შეკრება ყოველთვის აქვთ ხოლმე უშუალოდ შეჯიბრის (მაგ., ჩემპიონატის) დაწყების წინ, ალბათ სწორი იქნება პჯრ-ტესტირება სწორედ შეკრების დაწყებამდე, რომ არ მოხდეს
შეკრებაზე დაინფიცირებული პირების მოხვედრა;
რადგან შეკრება თავისი არსით კარანტინია, ოღონდ სასტუმროს ტიპის ბაზაზე ცხოვრობს ყველა (სპორტსმენიც და სამწვრთნელო შტაბიც) და ერთად გადიან ვარჯიშზე, სადილზე და ა.შ. ალბათ უპრიანი იქნება, ასეთი ტიპის შეკრებისთვის ოდნავ გამკაცრებული დაშვების რეჟიმის (მაგ., გამოირიცხოს
ნებისმიერი ვარჯიშთან დაკავშირებული თანამშრომლის ბაზიდან გასვლა, ან უცხო პირების ბაზაზე შესვლა და იქ დაბანაკებულ პირებთან კონტაქტი და ა.შ.) დაწესება.
ასევე, შეკრების მსვლელობის დროს უნდა დაწესდეს მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობა ( ჩვეულებრივ ასეც ხდება პროფესიულ სპორტში) განსაკუთრებული აქცენტით რესპირატორული სიმპტომების გამოვლენაზე, და რაიმე სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში, სამედიცინო სერვისში ჩართვა სტანდარტულად.
მადლობა.
პატივისცემით,
მარინე ბაიდაური
ბექა დიდი მადლობა
მაქვს ორიოდე კომენტარი:
საგამოცდო სივრცეში, რამდენად დაგვჭირდება ამ ორივე კრიტერიუმის გამოყენება-თუ დაიცავენ 2 მეტრიან დისტანციას, რატომ ვითხოვთ, რომ დაკავებული უნდა იყოს სამუშაო ფართის 50%.
o გამოცდაზე სტუდენტების მიღება უზრუნველყავით იმგვარად, რომ დაკავებული იყოს სამუშაო ფართის 50%;
o მაგიდების განლაგებისას გამოიყენეთ 2მ დისტანციის შესაძლებლობა;
ასევე რამდენადაც ვიცი ჯანმო რეკომენდაციას უწევს მხოლოდ ალკოჰოლის შემცველ ხელის დასამუშავებელ სითხეს -"70%
ალკოჰოლისშემცველი ან სხვა ანალოგიური ეფექტის მქონე ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება;"
სამინისტროც ისეთივე ოფისია როგორიც ყველა სხვა და იმის თქმის საფუძველი რომ ეს დაბალი რისკის გარემოა არა გვაქვს - სამინისტროში უცხო პირი რომ შემოვა უნდა გაიკეთოს იმან ნიღაბი აუცილებლად. ასევე თანამშრომლებმაც, რადგან უმრავლესობა მოძრაობს საზოგადოებივი ტრანსპორტით. ამიტომ მე ამ მოთხოვნას სამინისტროებისთვის არ ამოვიღებდი.
სპორტთან დაკავშირებით დავაზუსტოთ დაავადებათა კონტროლთან - კარანტინს და ტესტირებას ეპიდემიოლოგიური კონტროლისთვის თავ-თავისი დანიშნულება აქვს, ტესტი კარანტის ვერ ანაცვლებს-ამიტომ დავაზუსტოთ.
თერმული სკრინინგის მოთხოვნა აუცილებელია - თუმცა ვიდეო სკანერების კატეგორიული მოთხოვნა მაშინ როცა მათი ეფექტურობის შესახებ მონაცემი მცირეა სადავო შეიძლება გახდეს, განსაკუთრებით მცირე ზომის ცენტრებში სადაც ნაკადების მართვა და ტემპერატურის გაზომვა მარტივი თერმოსკრინინგითაც მოხერხდება. დიდ მოლებში უნდა მოვითხოვოთ.
მადლობა!
თ
მოგესალმებით კოლეგებო,
გიგზავნით რეკომენდაციების საბოლოო ვერსიას. ერთი არის ძირითადი ბრძანება, სადაც განსაზღვრულია ოთხი კლასი (ძალიან მაღალი, მაღალი, საშუალო და დაბალი) და ასევე არის 18 დანართი (სპეციფიკის გათვალისწინებით სხვადასხვა სექტორზე). ბრანება გავლილია ქალბატონ მარინე ბაიდაურთან და მზადაა დასამტიცებლად თუ რაიმე დამატებითი შენიშვნები არ გაქვთ.
კითხვები მაქვს რამდენიმე მიმართულებით:
1. საოფისე საქმიანობის დროს, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია ყველა დახურულ სივრცეში ნიღბის გამოყენების ვალდებულება, თუმცა დაბალი რისკის კომპანიებში/ორგანიზაციებში (მაგ. სამინისტრო) ამის აუცილებლობა არაა და არ არის ამის მოთხოვნა არც სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებით. შეგვიძლია ჩვენ არ დავწეროთ და მთავრობასაც ვთხოვოთ, რომ ამოიღოს. პრაქტიკაში ვერც განხორციელდება და უკმაყოფილებასაც გამოიწვევს.
2. სპორტის სამინისტრომ მოგვაწოდა ჩანაწერი, სადაც პროფესიული სპორტის დაწყებამდე, 14 დღით ადრე მოთხოვნილია სავალდებულო კარანტინი და შემდგომ ვარჯიშამდე 3 დღით ადრე PCR -ტესტირება. ვფიქრობ ძალიან მაღალი მოთხოვნაა და მხოლოდ PCR-ტესტის მოთხოვნაც საკმარისი იქნება.
3. ვიდეოსკრინინგის მოთხოვნა სავაჭრო ცენტრებისთვის ვფიქრობ მანდატორულად დავტოვოთ ყველასთვის. მსხვილი ცენტრები რომლებიცაა შეიძენენ ძვირიან აპარატს, რომელიც მასიურად ზომავს ტემპერატურას და შედარებით მცირე ზობის სავაჭრო ცენტრები შედარებით იაფფასიანს, რომელიც იმახსოვრებს მონაცემებს და ინდივიდუალურად ზომავს ტემპერატურას (ფასიც მისაღებია და მარაგებიც არის როგორც ვიცი).
ველი თქვენს კომენტარებს,
პატივისცემით,
ბექა ფერაძე
ბექა ფერაძე / Beka Peradze
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მის. 0119 თბილისი. აკ. წერეთლის გამზ. 144
ტელ. +995 (032) 251 00 11 (14 22)
მობ.: +995 (577) 50 66 50