From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>; Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>
Subject : Re: პოზიცია - შშმ პირთა უფლებების შესახებ პაკეტზე
Cc : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Received On : 22.01.2020 13:17

კი შორენა დაავიზეთ. 



Sent from my Samsung Galaxy smartphone.


-------- Original message --------
From: Shorena Okropiridze
Date: 1/22/20 5:06 PM (GMT+04:00)
To: Tea Gvaramadze , Tamar Gabunia , Tamar Barkalaia , giorgi chavchavadze , Ekaterine Adamia , Lika Klimiashvili
Cc: Natia Khmaladze
Subject: Re: პოზიცია - შშმ პირთა უფლებების შესახებ პაკეტზე

კოლეგებო,

მაშინ დავავიზებ - ,,ვეთანხმებით, მცირედი შენიშვნებით“ და შემდეგ, თუ შევთანხმდებით, მოვხსნიდიით ჩვენს შენიშვნებს.

პატივისცემით, შორენა

Sincerely,

Shorena Okropiridze

Ministry of IDPs from the Occupied Territories, Labour,
Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal Drafting Division
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 77 282881
Mail: shorenao@moh.gov.ge

________________________________________
From: Tea Gvaramadze
Sent: Wednesday, January 22, 2020 4:44 PM
To: Shorena Okropiridze; Tamar Gabunia; Tamar Barkalaia; giorgi chavchavadze; Ekaterine Adamia; Lika Klimiashvili
Cc: Natia Khmaladze
Subject: RE: პოზიცია - შშმ პირთა უფლებების შესახებ პაკეტზე

შორე, ალბათ მასე ჯობია ჩვენი შენიშვნების ნაწილი კი გაითვალისწინეს, მაგრამ რჩება ღია საკითხები, რომელმაც შეიძლება პრობლემები შგვიქმნას მომავალში.


საუკეთესო სურვილებით,

Tatia Gvaramadze


Head of Social Protection Policy Division

Policy Department

144 Ak. Tsereteli ave., 0159
Tbilisi, Georgia
 (Tel: (+995 32) 251 00 37 (0512)
Mob: (+995577)222805
E-mail: tgvaramadze@moh.gov.ge, tatiagvaramadze@gmail.com




-----Original Message-----
From: Shorena Okropiridze
Sent: 22 January, 2020 13:23
To: Tamar Gabunia ; Tamar Barkalaia ; giorgi chavchavadze ; Ekaterine Adamia ; Tea Gvaramadze ; Lika Klimiashvili
Cc: Natia Khmaladze
Subject: პოზიცია - შშმ პირთა უფლებების შესახებ პაკეტზე

მოგესალმებით კოლეგებო,

შეგახსენებთ, რომ იუსიტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული შშმ პირთა უფლებების პაკეტი, განმეორებით, აიტვირთა ელექტრონულ მთავრობის პროგრამაში და შესათანხმებლად გვაქვს გადმოგზავნილი პოლიტიკის დეპარტამენტში.

ჩვენი შენიშვნების ნაწილი გათვალისწინებულია, ნაწილი - არა.

მოცემულ ეტაპზე, რადგან მასალას დღეს ეწურება ვადა, ელქტრონულ მთავრობაში და პოზიციის დაუფიქსირებლობის შემთხვევაში, საკითხი ითვლება შეთანხმებულად, ქნ თამარ გაბუნიას ვიზით, ხომ არ დავავიზოთ - ,,ვეთანხმებით, მცირედი შენიშვნებით“ და შემდეგ, თუ შევთანხმდებით, მოვხსნიდიით ჩვენს შენიშვნებს.

შემდეგ ეტაპზე, გვინდა თქვენგან პოზიცია რამდენად უნდა გავაკეთოთოთ  ხელახალი შეპასუხება იმ ნაწილზე, რომელიც არ არის გათვალისწინებული ჩვენი დასკვნიდან (ქვემოთ მოცემულია ჩვენი დასკვნა და შედეგები).

პატივისცემით, შორენა


I. ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტის:
1. მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედდვით, ,,შესაძლებლობათა შეზღუდვა“ განმარტებულია, როგორც ,,სხვადასხვა ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსომოტორული დარღვევის მქონე პირებისათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების, პიროვნული განვითარებისა და თვითრეალიზების სხვებთან თანაბარი შესაძლებლობის არქონა, რაც განპირობებულია ფიზიკური გარემოს, საზოგადოების დამოკიდებულების და სხვა ფაქტორების ერთობლიობით;“.
ვფიქრობთ, აღნიშნული ტერმინი კიდევ ერთხელ არის გასაანალიზებელი მისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან შესაბამისობის კუთხით, რათა უფრო ზუსტად იქნეს განსაზღვრული მოცემული ტერმინის შინაარსი.

გათვალისწინებულია

2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8. ჯანმრთელობის დაცვა
სახელმწიფო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს მათთვის ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე სხვებთან თანაბარ ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს:
ა) ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებზე ხელმისაწვდომობას;
ბ) სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელებას;
გ) შესაბამისი სტანდარტებისა და მეთოდების დანერგვის ხელშეწყობას, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კონკრეტული სერვისით სარგებლობას შესაძლებელს ხდის;
დ) პრევენციული, ადრეული დიაგნოსტიკისა და სამკურნალო-სარეაბილიტაციო სერვისების მიწოდებას, რაც ხელს უწყობს შესაძლებლობის შეზღუდვის მინიმუმამდე დაყვანას.“

არ არის გათვალისწინებული - მუხლში კვლავ რჩება, რომ სახელმწიფო შშმ პირებისთვის სამედიცინო სერვისებს უზრუნველყოფს ,,საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“ და ასევე, რჩება ,,შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზების იდენტიფიკაცია“.

3. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 14. სოციალური დაცვა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“

გათვალისწინებულია

4. 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონების, ქალებისა და ბავშვებისთვის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ფარგლებში სერვისების მიწოდებას, მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით;
ბ) შეიმუშავებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მომსახურების/დახმარების მიმწოდებელი სამედიცინო პერსონალისთვის პროფესიულ სტანდარტებს;
გ) კომპეტენციის შესაბამისად, ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური სათემო სერვისების განვითარებას;
დ) შრომით ბაზარზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებისა და კარიერული ზრდის ხელშეწყობის მიზნით, შეიმუშავებს პოლიტიკას, ახორციელებს შესაბამის პროგრამებს და უზრუნველყოფს სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა:
დ.ა) პროფესიულ კონსულტირებას, შესაბამისი პროფილის განსაზღვრასა და კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებულ მომსახურებას;
დ.ბ) პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაში მონაწილეობას;
დ.გ) სამუშაო ადგილის მოძიებას ან/და სამუშაო ადგილის შენარჩუნებას დამოუკიდებლად ან მხარდაჭერით;
დ.დ) კვალიფიკაციის გათვალისწინებით, ღია შრომით ბაზარზე მათ ინტეგრაციას.“

არ არის გათვალისწინებული - მე-8 მუხლში კვლავ რჩება, რომ სახელმწიფო შშმ პირებისთვის სამედიცინო სერვისებს უზრუნველყოფს ,,საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“.

5. 25-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები, კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობენ დასაქმების სფეროში ისეთი პოლიტიკისა და პროგრამების შექმნას, რომლებიც მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თვითდასაქმებისა და საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობისაკენ.“

არ არის გათვალისიწინებული - სიტყვები ,,კომპეტენციის ფარგლებში“ არ არის დამატებული.

II. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის:
 1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს, რამდენადაც პუნქტში მოცემულ შინაარსს სრულად ითვალისწინებენ მოქმედი მე-4 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები.

 გათვალისწინებულია

2. პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდნენ შემდეგი რედაქციით:
,,3. მე-16 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:
„ლ1) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამედიცინო სერვისით სარგებლობის უზრუნველყოფისათვის შესაბამისი სტანდარტების და მეთოდების დანერგვისათვის ხელის შეწყობა;“;

არ არის გათვალისწინებული - მუხლში კვლავ რჩება, რომ სახელმწიფო შშმ პირებისთვის სამედიცინო სერვისებს უზრუნველყოფს ,,საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“.

4. კანონის 53-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
4. სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის უზრუნველყოფენ თანაბარ ხელმისაწვდომობას აღნიშნულ დაწესებულებებზე.“

გათვალისწინებულია

3. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. 135-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 135
სახელმწიფო უზრუნველყოფს შესაბამისი სამედიცინო დახმარების გათვალისწინებას მზრუნველობამოკლებულ, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა,  სპეციალიზებულ დაწესებულებებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

არ არის გათვალისწინებული.



Sincerely,

Shorena Okropiridze

Ministry of IDPs from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia Head of the Legal Drafting Division 144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 77 282881
Mail: shorenao@moh.gov.ge