გაცნობებთ, რომ დღეის
მდგომარეობით, მინდობით აღსაზრდელთა
და მინდობით აღმზრდელთა მონაცემთა
ბაზაში დარეგისტრირებულია
725 მინდობით აღმზრდელი პირი,
სადაც განთავსებულნი არიან
ბავშვები, მათ შორის, დატრენინგებულია
410 პირი და დასატრენინგებელია
315.
,,მინდობით აღზრდის წესის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის №01-72/ნ ბრძანების
მუხლი 16 - ის შესაბამისად, 2018 წლის
პირველ იანვრამდე, დარეგისტრირებული
მინდობით აღმზრდელები კი ითვლებიან
რეგისტრირებულად, მაგრამ აღნიშნულმა
პირებმა 2020 წლის 1 იანვრამდე,
უნდა გაიარონ სავალდებულო მოსამზადებელი
კურსი და შესაბამისი სერტიფიკატი
წარუდგინონ მეურვეობისა და
მზრუნველობის ტერიტორიულ ერთეულს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,
2020 წლის 1 იანვრამდე სავალდებულო
ტრენინგი უნდა გაიაროს 315 მიმღებმა
მშობელმა, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები
და მათ ოჯახებში არიან ბავშვები
განთავსებულები. ვფიქრობთ, რომ
პირველ რიგში ისინი უნდა დატრენინგდნენ
და საბაზისო და სპეციალიზებული
ტრენინგმოდული სამინისტროსთან
შეთანხმებულია.
გაცნობებთ, რომ მითითებული
315 მიმღებიდან, გაეროს ბავშვთა
ფონდის დახმარებით, ,,საქართველოს
ბავშვებმა“ უნდა გადაამზადონ
70 მიმღები მშობელი, რჩება 245 გადასამზადებელი.
ასევე გასათვალისწინებელია
ახალი დასარეგისტრირებელი
კანდიდატურების გადამზადება:
შემოსულია მოქალაქეების განცხადებები,
რომლებსაც სურთ დარეგისტრირება,
მაგრამ დღევანდელი კანონმდებლობით,
ტრენინგის გარეშე რეგისტრაცია
არ ხორციელდება.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
მიმღები ოჯახების სიები შეგვიძლია
მოგაწოდოთ.
ეთერ ცხაკაია
მეურვეობისა
და მზრუნველობის სამმართველოს
უფროსი
მეურვეობა–მზრუნველობისა
და
სოციალური პროგრამების
დეპარტამენტი
სსიპ სოციალური
მომსახურების სააგენტო
Head of the Guardianship and Care
Division
Guardianship/care and Social Programmes
Department
LEPL Social Service Agency
Ministry of Labour, Health and
Social Affairs of Georgia
-----Original Message-----
From: keti margalitadze
To: ezurebiani@ssa.gov.ge, eter tskhakaia ,
Nato Chapidze , Valerian Gazdeliani ,
Maya Mgeliashvili , Irina Grdzelidze
, lgogodze@ssa.gov.ge
Cc: Tamar Barkalaia
Date: Wed, 27 Nov 2019 18:55:44 +0400
Subject: მიმღები ოჯახების ტრენინგი
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი
„ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის
სისტემების გაძლიერების ხელშეწყობის“
პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა
მიმღები ოჯახებისთვის განთავსების
შემდგომი მხარდაჭერის ტრენინგების
ჩატარება ქვეყნის მასშტაბით.
აღნიშნული აქტივობა გულისხმობს
რეგისტრირებული მინდობით
აღმზრდელების ცოდნისა და უნარების
გაძლიერებას აღნიშნული ალტერნატიული
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების
მიზნით. პროექტის ფარგლებში
დაგეგმილია სამდღიანი მხარდამჭერი
ტრენინგების ჩატარება მინდობით
აღმზრდელებისათვის. ტრენინგებს
ჩაატარებენ World Vision საქართველოს
მიერ დაკონტრაქტებული შესაბამისი
კვალიფიკაციის მქონე ტრენერები.
საერთო ჯამში, პროექტი გეგმავს
გადაამზადოს 500 მიმღები ოჯახი
საქართველოს ყველა რეგიონში.
გთხოვთ მომაწოდოთ
ინფორმაცია ზემოთაღნიშნული
ტრენინგების ჩატარების მიზანშეწონილობის
შესახებ ან გამიზიაროთ თქვენი
შემოთავაზება თუ სხვა ტიპის
ტრენინგები მიგაჩნიათ პრიორიტეტულად.
ასევე, მოგმართავთ
თხოვნით, მომწეროთ სამდღიანი
ტრენინგისთვის შემუშავებული
მოდული საჭიროებს თუ არა სამინისტროს
მხრიდან დამტკიცებას. საჭიროების
შემთხვევაში რა პროცედურა
უნდა გაიაროს.
პატივისცემით
ქეთი მარგალიტაძე
--
--