| From : | Grigol Giorgadze <grgiorgadze@moh.gov.ge> |
| To : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: მთავრობის სხდომა და მასალები |
| Cc : | David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; tmodebadze@ssa.gov.ge; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| Received On : | 13.02.2019 05:53 |
ბატონო დავით, კოლეგებო,
როგორც მოგეხსენებათ დღეს, 13 თებერვალს - 14:00 საათზე გაიმართება მთავრობის სხდომა.
ჩვენ დღის წესრიგში გვაქვს მხოლოდ ერთი საკითხი, რომელიც გადადებულ იქნა წინა სხდომაზე - საყოველთაო ჯარიმების ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიებები (გიგზავნით შესაბამის განმარტებით ბარათს).
ამასთან, სხდომაზე განხილული იქნება შსს -ის ინიცირებული პაკეტი ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ” კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.
საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში:
- ხდება სქესობრივი ხასიათის დანაშაულში მსჯავრდებული პირებისათვის გარკვეული მიმართულებებით საქმიანობის უფლების შეზღუდვა. ჩვენი სამინისტროს კომპეტენციების კუთხით, ფართოვდება უკვე არსებული სფეროები კერძოდ, სააღმზრდელო, მინდობით აღმზრდისა და შვილად აყვანის სფეროებს ემატება საექიმო საქმიანობისა და სოციალური სამუშაოს შესრულების შეზღუდვები (შესაბამისად, სექსუალურ დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს შეეზღუდებათ ამ სფეროშიც საქმიანობის უფლება).
- კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებლები არიან დაწესებულებები (სამედიცინო/სააღმზრდელო და ა.შ.), რომლებიც ვალდებულნი არიან არ დაასაქმონ ასეთ დანაშაულში მსჯავდებული პირები.
- შსს - ს მიერ იქმნება ერთიანი რეესტრი, სადაც შევა მსჯავრდებულთა მონაცემები და გამოყენებულ იქნება შესაბამისი მონიტორინგისთვის, კომპეტენტური უწყებების მხრიდან.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე
<განმარტებითი ბარათი _ ჯარიმებზე.docx>