| From : | Nana Chapidze <nanachapidze@outlook.com> |
| To : | Ana Buchukuri <abuchukuri@gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; gtsotskolauri@moh.gov.ge; ntsatsiashvili@mia.gov.ge; glordkipanidze@justice.gov.ge; ksarajishvili@justice.gov.ge; iabuladze@mes.gov.ge; mmaghlapheridze@moh.gov.ge; gmurvanidze1@gmail.com; sshengelia@pog.gov.ge; gmikautadze@gmail.com; r.kuprashvili@legalaid.ge; nmeladze@legalaid.ge; eskhiladze@ombudsman.ge; ntsikhelashvili@unicef.org |
| Subject : | Re: მთავრობის განკარგულების პროექტი - ბარნაჰუსის მოდელის სამუშაო ჯგუფი |
| Cc : | Natalia Jaliashvili <njaliashvili@gov.ge>; Lela Akiashvili <lakiashvili@gov.ge>; Meriko Kajaia <merikokajaia@gmail.com>; Robo Nadiradze <rnadiradze@gov.ge>; HONKO Mirka <Mirka.HONKO@coe.int>; KOPLATADZE Victoria <Victoria.KOPLATADZE@coe.int> |
| Received On : | 06.12.2019 20:25 |
ევროპის საბჭოს სახელით, მივესალმებით საქართველოს მთავრობის ინიციატივას ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქო-სოციალური სერვისების ცენტრის შექმნის შესახებ და გამოვხატავთ მზადყოფნას მონაწილეობა მივიღოთ უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფში. აქვე, თქვენის ნებართვით, მიმოწერის სიაში ვსვამ კოლეგებს ევროპის საბჭოდან, ქ-ნ მირკა ჰონკოს და ქ-ნ ვიქტორია კოპლატაძეს.
მოხარული ვართ, რომ საქართველოს მთავრობა გეგმავს აღნიშნული ცენტრის შექმნას კონტექსტზე მორგებული „ბარნაჰუსის“ მოდელის მიხედვით, რაც „ლანზაროტეს კონვენციის“ წევრთა კომიტეტის მიერ მიჩნეულია წარმატებული პრაქტიკის ნიმუშად მონაცემთა შეგროვების, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების პროცესში ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფის და მსხვერპლ ბავშვთა მხარდაჭერის კუთხით. ამასთანავე, ცენტრის დაარსება შეესაბამება ახლადმიღებულ საქართველოს კანონს - „ბავშვის უფლებათა კოდექსს“, რომელიც განამტკიცებს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის, „ბავშვთა მიმართ სექსუალური ექსპლუატაციის და სექსუალური ძალადობის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის („ლანზაროტეს კონვენცია“) დებულებებს.
ევროპის საბჭოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს წევრ სახელმწიფოთა მხარდაჭერა ევროპის საბჭოს კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესში. „ბარნაჰუსი“ არის ბავშვზე მორგებული, მულტიდისციპლინური და უწყებათაშორისი რეაგირების მოდელი ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის, მსხვერპლ და მოწმე ბავშვებისთვის სერვისების მიწოდების კუთხით, რაც პირდაპირ უწყობს ხელს „ლანზაროტეს კონვენციის“ ეფექტურ იმპლემენტაციას ეროვნულ დონეზე. აქედან გამომდინარე, წარმოგიდგენთ რამდენიმე წინასწარ რეკომენდაციას:
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ევროპის საბჭო ადასტურებს მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში და ჯგუფს მიაწოდოს ტექნიკური მხარდაჭერა სახელმწიფო უწყებებთან, სხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით და კოორდინაციით. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ აღნიშნული ცენტრის თანმიმდევრული, ეტაპობრივი დაფუძნების პროცესს შესაბამისი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
პატივისცემით,
ევროპის საბჭოს გუნდი
Dear Ms. Ana Buchukuri,
On behalf of the Council of Europe we would like to express our appreciation to the initiative of the Government of Georgia to establish the psycho-social service Center for child victims of violence and confirm our commitment to participate in the Inter-Agency Working Group dedicated to this initiative. Herewith, I am copying in the email correspondence the Council of Europe colleagues, Ms. Mirka Honko and Ms. Victoria Koplatadze.
We welcome that the Government of Georgia plans to set up a contextualized model for the center based on the Barnahus model, which is recognized by the Committee of the Parties to the Lanzarote Convention as an example of a promising practice with regard to the collection of data, ensuring the best interests of the child in investigations and criminal proceedings, and victim support. Furthermore, it is in accordance with the recently adopted Law of Georgia – the Code on the Rights of the Child which reinforces Georgia`s international obligations, among them, those under the Council of Europe Convention on Protection of Children against Sexual Exploitation and Sexual Abuse (the Lanzarote Convention).
It is a priority for the Council of Europe to support its member states in implementing the legal obligations under the Council of Europe Conventions. Barnahus is a child-friendly, multidisciplinary and inter-agency response model to child sexual abuse and provision of services for child victims and witnesses of violence, which directly supports the effective implementation of the Lanzarote Convention at national level. Herewith, we would like to emphasize some initial recommendations:
As mentioned above, the Council of Europe is committed to participate in the Inter-Agency Working Group and provide further technical support in close cooperation and coordination with state agencies, other international and national partners. We recognize and fully support that the process of establishing the Center can be done gradually through a step-by-step process, in line with relevant international and European standards.
Sincerely yours,
Council of Europe team
მოგესალმებით,
გიგზავნით საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს „ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის კონცეფციაზე მომუშავე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“.
როგორც ძირითადი თქვენგანისთვის უკვე ცნობილია, საკითხი ეხება ძალადობის (კერძოდ, სექსუალური ძალადობის) მსხვერპლი ბავშვებისთვის ერთიანი მომსახურების ცენტრის კონცეფციის შექმნას. ცენტრის კონცეფციაზე გარკვეული სამუშაოები უკვე განხორციელებულია (ჯანდაცვის სამინისტროს, Unicef-ის და სხვა აქტორების მონაწილეობით). თუმცა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, სამუშაო ჯგუფმა გადაინაცვლოს ოფიციალურ ფორმატში და განესაზღვროს კონკრეტული ვადები დეტალური კონცეფციის შემუშავებისა და შემდგომ უკვე ცენტრის პილოტირების მონიტორინგის მიზნებისთვის.
ეს მოდელი (რომელიც ე.წ. „ბარნაჰუსის მოდელის“ სახელით არის ცნობილი) გამომდინარეობს ლანსაროტეს კონვენციის პრინციპებიდან და მიზნად ისახავს, ძალადობის მსხვერპლ ბავშვს შესთავაზოს ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია. ასევე, ცენტრის მომსახურებამ უნდა უზრუნველყოს კოორდინირებული რეაგირება იმისთვის, რათა მოხდეს მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება; შექმნას ბავშვზე მორგებული, მულტიდისციპლინარული და მულტისექტორული მიდგომა. საბოლოო ჯამში კი, მიდგომამ უნდა უზრუნველყოს ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის „ერთი ფანჯრის პრინციპით“ სხვადასხვა სერვისის მიწოდება ბავშვის საუკეთესო ინტერესზე მორგებულ გარემოში.
ამ ეტაპზე, როგორც დებულების პროექტითაც ჩანს, საუბარია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც შემდგომ უზრუნველყოფს ცენტრის პილოტირების რეჟიმზე მონიტორინგს. სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, გარდა დებულებაში მითითებული უწყებებისა/ორგანიზაციებისა, უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უფლებების სფეროს არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა.
პროექტში მითითებული ვადები (ერთი მხრივ, კონცეფციის შემუშავების და მეორე მხრივ, პილოტირების რეჟიმის) პირობითია და სამსჯელოა, თუმცა მიგვაჩნია, რომ გონივრული უნდა იყოს თითოეული უწყებისთვის. თქვენი მოსაზრებები ამ კუთხითაც გასათვალისწინებელი იქნება.
სამუშაო ჯგუფის შექმნის შემდეგ კრიტიკულად მნიშვნელოვანია თითოეული უწყების მაქსიმალური ჩართულობა საქართველოს რეალობისთვის რელევანტური და ხელშესახები შედეგების მისაღებად.
ამდენად, გთხოვთ, განიხილოთ აღნიშნული დოკუმენტი თქვენი კომპეტენციის ფარგლებში და მოგვაწოდოთ მოსაზრებები/შენიშვნები არაუგვიანეს 30 ნოემბრისა, რათა დროულად უზრუნველვყოთ შემდგომი იურიდიული პროცედურები.
შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ.
გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას და ველით თქვენს გამოხმაურებას.
საუკეთესო სურვილებით,
ანა ბუჩუკური
საქართველოს პრემიერ-მინისტრის
აპარატის უფროსის მოადგილე
მობ.: +995 577 177 070
ტელ.: (995 32) 299 09 00 (7070)