| From : | lika janashvili <likajanashvili@gmail.com> |
| To : | Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: მეწარმე სუბიექტები |
| Cc : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Marine Baidauri <mbaidauri@moh.gov.ge>; tinatin gabrichidze <tinatingabrichidze@gmail.com>; Gela Arabidze <arabidzegela@yahoo.com>; Eka Peradze <ekap707@gmail.com> |
| Received On : | 31.03.2020 16:51 |
მოგესალმებით ქალბატონო ლიკა,
როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაწესდა დამატებითი შეზღუდვები, შესაბამისად კვლავ გვიწევს შევიმუშაოთ რეკომენდაციები სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობებისთვის.
გიგზავნით ჩვენს მიერ შემუშავებულ დოკუმენტებს. გთხოვთ გადახედოთ და გაგვიზიაროთ თქვენი პოზიცია.
დამტკიცებულ დოკუმენტებს გაგიზიარებთ ერთიანად.
პატივისცემით
ბექა ფერაძე / Beka Peradze
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მის. 0119 თბილისი. აკ. წერეთლის გამზ. 144
ტელ. +995 (032) 251 00 11 (14 22)
მობ.: +995 (577) 50 66 50
From: lika janashvili <likajanashvili@gmail.com>
Sent: 26 March, 2020 11:15
To: Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>
Cc: Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Marine Baidauri <mbaidauri@moh.gov.ge>; tinatin gabrichidze <tinatingabrichidze@gmail.com>; Gela Arabidze <arabidzegela@yahoo.com>; Eka Peradze <ekap707@gmail.com>
Subject: მეწარმე სუბიექტები
მოგესალმებით ბატონო ბექა,
გამომდინარე დღევანდელი სიტუაციიდან, ჩვენი ასოციაციის პატარა ჯგუფმა შემჭიდროვებულ ვადებში განიხილა თქვენს მიერ მოწოდებული დოკუმენტები. განხილვაში ვმონაწილეობდით მე, თინათინ გაბრიჭიძე, გელა არაბიძე და ეკატერინე ფერაძე.
ბატონმა გელა არაბიძემ, მოგწერათ თავისი აზრი, რომ საჭიროა სამოქმედო პროცედურები, ანუ პასუხი კითხვაზე როგორ?
ჩვენ მცირედი შესწორება შევიტანეთ ერთ დოკუმენტში ( წითლად არის) დანარჩენი თითქმის იდენტურია და თუ მისაღებია, ადვილად გადაიტანთ. დავამატეთ რამდენიმე დოკუმენტი მცირედი განსხვავებებით.
საკარანტინო ზონაში შეგვიძლია გამოვიყენოთ მოსახლეობის გადაადგილებისას იდს-ის გამოყენება, ჯერადობის ( მხოლოდ ერთხელ დღეში) და არეალის ( მხოლოდ მის უბანში) შეზღუდვა. მომარაგებისას უნდა გავითვალისწინოთ რომ ყუთებზე, მინაზე, ხეზე,პლასტმასზე ვირუსი სიცოცხლის უნარიანია 5 დღის განმავლობაში.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია სავაჭრო ობიექტებში დაინერგოს ერთი მომხმარებლის მომსახურების წესი ( გიგზავნით), რაც ხელს შეუწყობს ინფექციის გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტას. ასევე, ამავე მიზეზით აუცილებელია ქაღალდის კუპიურებთან და მეტალის მონეტებთან შეხებისას ხელის დაცვა და დამუშავება. თანხასთან შეხების პრობლემაა აფთიაქშიც, მოგესხენებათ ხელთათმანს არ იხდიან მინიმუმ ნახევარი დღის განმავლობაში, რადგანაც ქვეყანაში იდს-ის დეფიციტი გვაქვს. ამ სფეროშიც დღეში რამოდენიმეჯერ უნდა დამუშავდეს ხშირად შეხებადი ზედაპირები.
დამტკიცებული დოკუმენტები იგივე დარჩება დაამატეთ თანხასთან ურთიერთობისას ხელის დაცვა და დაბანა, ხშირად შეხებადი ზედაპირების დამუშავება.სიტყვა სქრინინგი უმჯობესი იქნება თუ სკრინინგით შეიცვლება.
კოთხვების შემთხვევაში დამიკავშირდით.
გისურვებთ წარმატებას!
იმედი მაქვს ჩვენ ერთად დავამარცხებთ ჩვენს უხილავ მტერს!
--
პატივისცემით
ლიკა ჯანაშვილი
საქართველოს ეპიდემიოლოგთა
და ინფექციის კონტროლის
სპეციალისტთა ასოციაციის
პრეზიდენტი
მობ: (+995) 577 90 14 11
პატივისცემით
ლიკა ჯანაშვილი
საქართველოს ეპიდემიოლოგთა
და ინფექციის კონტროლის
სპეციალისტთა ასოციაციის
პრეზიდენტი
მობ: (+995) 577 90 14 11