From : Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
To : Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>
Subject : Re: კომისიის შექმნა
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Received On : 20.05.2019 12:30

მოგესალმებით!


შიდა აუდიტის დეპარტამენტიდან წარმოგიდგენთ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ეკა შარაძის კანდიდატურას.


პატივისცემით


From: Beka Peradze
Sent: Monday, May 20, 2019 4:19 PM
To: Natia Khmaladze; Paata Jorjoliani; Kakhaber Dzimistarishvili
Cc: Tamar Barkalaia
Subject: კომისიის შექმნა
 

პატივცემულო კოლეგებო,

მოგახსენებთ, რომ 2019 წლის 4 მარტს ამოქმედდა   „შრომის უსაფრთხოების  შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, რომლის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად  „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ზედამხედველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“. აღნიშნული წესი გულისხმობს  შრომის ინსპექციის მიერ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებული გაფრთხილებისა და ჯარიმის გასაჩივრებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. ამ წესის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამინისტროს მიერ საჩივრის განხილვა მოხდეს კოლეგიური წესით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

 

კომისია ჩამოყალიბდება შემდეგი შემადგენლობით:

 

ა)  თამილა ბარკალაია - კომისიის თავმჯდომარე,

ბ) ბექა ფერაძე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე,

გ) შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი -  კომისიის წევრი,

დ)იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი -  კომისიის წევრი,

ე)შიდა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელი -   კომისიის წევრი,

ვ)შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი -კომისიის წევრი,

 

გთხოვთ, არაუგვიანეს ხვალ 12 საათისა თქვენი სტრუქტურული ერთეულ(ებ)იდან წარმოგვიდგინოთ კომისიის წევრის კანდიდატურა.

 

პატივისცემით,

 

ბექა ფერაძე