| From : | Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge> |
| To : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Avto Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; Mikheil Janiashvili <mic@moh.gov.ge>; Ivane Bibilashvili <ibibilashvili@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Lasha Kiladze <lashakiladze@yahoo.com>; Nugzar Bolkvadze <n.bolkvadze@rhc.ge>; Meri Maghlaperidze <mmaghlapheridze@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Murad Ablotia <MAblotia@moh.gov.ge>; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Grigol Giorgadze <grgiorgadze@moh.gov.ge>; Mamuka Tsotniashvili <MTsotniashvili@moh.gov.ge>; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; t.gavasheli@livelihood.gov.ge; tmodebadze@ssa.gov.ge; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Ketevan Nikolishvili <knikolishvili@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Mamuka Tsotniashvili <MTsotniashvili@moh.gov.ge>; Giga Giorgadze <ggiorgadze@hotmail.co.uk>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: იმუნიზაციის კვირეული |
| Cc : | Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; Khatuna Zakhashvili <episurv@ncdc.ge>; Lia Jabidze <L.Jabidze@ncdc.ge>; Nana Kavtaradze <n.kavtaradze@ncdc.ge>; NinoMamukashviliGmail <ninomamukashvili@gmail.com>; Irma Khonelidze <I.khonelidze@ncdc.ge> |
| Received On : | 22.04.2019 04:49 |
მადლობა. დავესწრები
ბატონო დავით,
პატივცემულო კოლეგებო,
მოგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2019 წლის 24 - 30 აპრილის პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. საქართველო 2007 წლიდან აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და ახორციელებს სხვადასხვა სახის ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს.
ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ. კვირეულის განმავლობაში კიდევ ერთხელ მოხდება იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობის, მედიის, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტების, პოლიტიკოსების და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.
ძალზე მნიშვნელოვანია იმუნიზაციის მიმართ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის შენარჩუნება, რათა თავიდან ავიცილოთ ვაქცინებით მართვადი გადამდები დაავადებების აღმოცენების და გავრცელების რისკი. აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს თანაბარ შესაძლებლობას იცხოვროს ჯანმრთელად. ვაქცინაცია კი ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველო აქტიურად არის ჩართული ევროპის რეგიონული სამოქმედო გეგმის (EVAP, 2015-2020) განხორციელების პროცესში; გეგმა შემუშავებულია ვაქცინების გლობალური სამოქმედო გეგმის საფუძველზე და მისი მიზანია მართვადი ინფექციების აღმოფხვრა/ელიმინაცია ვაქცინაციის საშუალებით. გეგმის შესაბამისად ევროპის რეგიონი უნდა გათავისუფლდეს მართვადი ინფექციებისაგან, ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს წვდომა მაღალი ხარისხის, უსაფრთხო, ხელმისაწვდომი ფასის ვაქცინებთან და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, თანასწორი და უნივერსალური იმუნიზაციით მომსახურებასთან მთელი სიცოცხლის მანძილზე. გლობალური სამოქმედო გეგმა ვაქცინებთან მიმართებაში თანხვედრაშია ‘ჯანმრთელობა 2020’ პროგრამის ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებსა და კონცეფციებთან.
აღნიშნული კვირეულის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრი გეგმავს განახორციელოს სხვადასხვა სახის ღონისძიება, რომლის ძირითადი მიზანი იქნება საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი იმ ფაქტს, რომ ვაქცინაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე. პრესკონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების, ქალაქ თბილისის მერიის და საკრებულოს, პარტნიორი ორგანიზაციების, სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები, იმუნიზაციის განხორციელების ხელშემწყობი კომისიის და ტექნიკურ ექსპერტთა კომიტეტების წევრები.
იმუნიზაციის კვირეულისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება მიმდინარე წლის 22 აპრილს, ორშაბათს, 14:00 საათზე. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში (მისამართი: ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი #99).
გვაქვს პატივი მოგიწვიოთ აღნიშნულ ღონისძიებაზე. თქვენი მხარდაჭერა ძალზედ მნიშვნელოვანია ქვეყანაში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის წარმატებით განხორციელების საქმეში.
დანართის სახით წარმოგიდგენთ ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალს, პრესკონფერენციის პროგრამას, სხვადასხვა პრესრელიზებს, იმუნიზაციათან დაკავშირებულ სხვა მასალებს. დამატებითი მასალები დარიგდება ასევე პრესკონფერენციაზე.
გამომდინარე წითელას ეპიდსიტუაციიდან ქვეყანაში, სამინისტროს ყველა ქვედანაყოფს ვთხოვთ ჩავერთოთ აცრებისა და იმუნიზაციის პროცესის მხარდაჭერაში ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში.
პატივისცემით,
ამირან გამყრელიძე