From : maia bekauri <beqaurimaia@gmail.com>
To : WorkNet <worknet@ssa.gov.ge>; Sopo Kiladze <kiladzesopo41@gmail.com>; tbarkalaia@moh.gov.ge; mbezarashvili@ssa.gov.ge
Subject : Re: ვაკანსიები
Received On : 26.02.2019 13:17

მოგესალმებით, ქალბატონო მარი

თქვენ მიერ გამოგზავნილ ბაზაში ვაკანსიების შესახებ, არ არის ინფორმაცია ზოგიერთ საწარმოზე, რომლებზეც შეხვედრაზე იყო საუბარი. მაგალითად, შპს "ჯეოტურანი", ლიტველების სამკერვალო ფაბრიკა და ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების ობიექტი. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ აღნიშნულ ობიექტებში არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია. 

ასევე, გთხოვთ, გვაცნობოთ, თქვენ მიერ უკვე გამოგზავნილი ვაკანტური ადგილები კვლავ თავისუფალია, თუ შევსებული და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტულად რომელი პოზიციებია შევსებული.

ასევე, გთხოვთ გვაცნობოთ, მოქალაქეები, რომლებსაც ჩვენ გამოვაგზავნით ვაკანტურ ადგილებზე, ხომ არ აღმოჩნდებიან კონკურენციის პირობებში. ანუ, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მიერ გამოგზავნილი პიროვნება თავისი კვალიფიკაციით ვაკანსიის პირობებს დააკმაყოფილებს, მისი დასაქმება აუცილებლად მოხდება, თუ კონკურენციის გამო შესაძლოა, უარი ეთქვას? ეს იმიტომ მაინტერესებს, რომ მოქალაქეებში მომავალში, შესაძლო გაუგებრობებმა უკმაყოფილება არ გამოიწვიოს.


დიდი პატივისცემით,

მაია ბექაური

17 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის სოფო კილაძის ბიუროს უფროსი

მობ: 595 850 678



On Fri, Feb 22, 2019 at 5:01 PM WorkNet <worknet@ssa.gov.ge> wrote:
მოგესალმებით, ქ-ნო სოფო,
 
ქ-ნ მარიამ ბეზარაშვილის თხოვნით, გიგზავნით ვაკანსიების ჩამონათვალს.
 
იხ.დანართი (3 ელექტრონული ფაილი)
 
 
პატივისცემით,
 
 
 


დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი

სოციალური მომსახურების სააგენტო

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის 144, თბილისი 0112, საქართველო

მობ : (+995) 591-477-477, 579-79-95-95 ელ. ფოსტა: worknet@ssa.gov.ge

www.ssa.gov.ge www.worknet.gov.ge