მოგესალმებით, გილოცავთ ყველას ახალ წელს და დამდეგ შობას. გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ 2020 წელს.
რაც შეეხება თათია შენს მიერ დასმულ საკითხებს:
ბრესის ბავშვების(3 ბენეფიციარი) ტრანსპორტირება განხორციელდა და დაგვეხმარა მერი მაღლაფერიძე, რისთვისაც მას დიდი მადლობა.
გამოკვლევა ჩაუტარდა მათგან მხოლოდ ორს. ერთ ბენეფიციარს ვერ ჩაუტარდა გამომდინარე იქიდან, რომ არ მოხდა ოფლის გამოყოფა, რაც აუცილებელი იყო ანალიზის ჩატარებისთვის.ერთი ბავშვის გამოკვლევის შედეგები მიღებული აქვს მცირე საოჯახო ტიპის სახლის პედიატრს, კიდევ ელოდებიან მეორე ბენეფიციარის ანალიზის პასუხს და მიღებისთანავე, მონაცემები გადაეგზვნება ირმა გოცირიძეს შემდომი რეკომენდაციების მიღების მიზნით. სოციალური მუშაკების მხრიდან ხორციელდება ინტენსიური მონიტორინგი.
რაც შეეხება ლალი ცერცვაძესთან გადამისამართების საკითხს, თბილისის რაიონებსა და ახლომდებარე რეგიონებს(მცხეთა-მთიანეთი და ქვემო ქართლი) წერილით გადაეგზავნათ მომსახურების მომწოდებელთან და სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმი და მიეცათ მითითება რთული ქცევის ბავშვების გადამისამართების თაობაზე. ლალის ჩემთან და ქეთი დემეტრაშვილთანაც ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ბენეფიციარების გადამისამართების თაობაზე, როგორც სოციალური მუშაკები აღნიშნავენ, მემორანდუმში მითითებულია კრიტერიუმები, რის მიხედვითაც რთული ქცევის ბავშვებს იღებენ მომსახურებაში, ხოლო სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვები რთული ქცევით, რომლებსაც ესაჭიროებათ მათი მომსახურება, ვერ ჯდებიან მემორანდუმით გათვალისწინებულ კრიტერიუმებში, ამიტომ არ მიმართავენ სოციალური მუშაკები სერვისპროვაიდერს. ყველას გავაფრთხილებთ კიდევ ერთხელ, რომ მიმართონ და თვითონ სერვისმა მიიღოს მომსახურების მიწოდებაზე გადაწყვეტილება.,
რაც შეეხება მეურვეობა-მზრუნველობის ფუნქციის გადატანასთან დაკავშირებით გადასვლის გეგმას, უნდა ვიცოდეთ რა რესურსით გადავდივართ, რომ გეგმა შედგეს. დამეთანხმები, ეს მარტივი არ არის და სასურველია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი.
პატივისცემით,
ეთერ ცხაკაია
მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი
მეურვეობა–მზრუნველობისა და
სოციალური პროგრამების დეპარტამენტი
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
Head of the Guardianship and Care Division
Guardianship/care and Social Programmes Department
LEPL Social Service Agency
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
-----Original Message-----
From: Tea Gvaramadze
To: "vgazdeliani@ssa.gov.ge" , "tgotsadze@ssa.gov.ge" , "etskhakaia@ssa.gov.ge" , "Nato Chapidze" , Sopio Barbakadze
Cc: Tamar Barkalaia
Date: Mon, 6 Jan 2020 09:40:18 +0000
Subject: გასავლელი საკითხები
კოლეგებო, მოგესალმებით, გილოცავთ 2020 წელს! ბედნიერება და წარმატება მოეტანოს!
ახლა რამდენიმე საკითხი მაქვს თქვენთან:
1. თუ შეგიძლიათ მომწეროთ "ბრესის" ბავშვებზე, თუ ჩამოვიყვანეთ, რა მდგომარეობაა და ა.შ.
2. ლალი ცერცვაძმ გვთხოვა, რთული ქცევის ბავშვების სერვისი 12 ბავშვზე მაქვსო და მხოლოდ 5 ბავშვი მყავსო, დავიჯერო არ გვყავს რთული ქცევის ბავშვები, რომელთაც ამ სერვისში გადავამისამართებთ? გთხოვთ, მოიკითხოთ ეს ამბავი.
3. რეაბილიტაციის ახალი პროგრამით კრიზისულის და გადაუდებლის კომისიები გაქვთ დასამტკიცებელი, არ დაგავიწყდეთ
და ყველაზე მთავარი მეურვეობა-მზრუნველობის ფუნქციის გადატანასთან დაკავშირებით გადასვლის გეგმა თუ გაქვთ? მოქალაქის მიმართვიდან დაწყებული დეს-ით დამთავრებული ყველაფერი დაგვჭირდება.
ველოდები თქვენს გამოხმაურებას.
საუკეთესო სურვილებით,
თათია გვარამაძე
პოლიტიკის დეპარტამენტის სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო