From : Mariam Shotadze <mshotadze@mes.gov.ge>
To : Tamar Kitiashvili <tkitiashvili@mes.gov.ge>; Irina Tserodze <itserodze@mes.gov.ge>; kmepharishvili@enterprise.gov.ge; Kakhaber Eradze <k.eradze@eqe.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject : Re: გერმანულენოვანი ქოლ ცენტრის ოპერატორი
Cc : Marika Zakareishvili <mzakareishvili@mes.gov.ge>; Gvantsa Tvaltchrelidze <gtvaltchrelidze@mes.gov.ge>; Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>
Received On : 08.06.2020 06:41
Attachments :


კოლეგებო, მოგესალმებით,

სსიპ "აწარმოე საქართველოში"-ს მომართვის საფუძველზე, ზრდასრულთა განათლების სამმართველომ დაიწყო მუშაობა, კომპანია  Majorel-ისთვის გერმანლენოვანი კადრების მომზადების საკითხთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, პროფესიული მომზადება-გადამზადების მიზნებიდან გამომდინარე, არ არსებობს შესაძლებლობა, სისტემის ფარგლებში განხორციელდებს საკვანძო/გამჭოლ კომპეტენციებში ბენეფიციარების მომზადება. ხარისხის ცენტრის შემოთავაზებაა, მომზადდეს კლიენტთა მომსახურების ან/და სერვისის სფეროში მომზადების პროგრამა, რომელზეც, სწავლების ენად განისაზღვრება გერმანული ენა, შესაბამისად, განმახორციელებელ დაწესებულებას ექნება შესაძლებლობა, პროგრამაში მოახდინოს ენის კომპეტენციის განმავითარებელი კომპონენტები. 

აქვე, გაცნობებთ, რომ მარიკა ზაქარეიშვილთან შეთანხმების თანახმად, აწარმოე საქართველიში-ს წარმომადგენელი, ქრისტინე მეფარიშვილი, კომპანიისგან მოიძიებს ინფორმაციას, გარდა ენის კომპეტენციისა, რა უნარებისა და კომპეტენციების მქონე კადრები სჭირდებათ, რომ შესაბამისად მოხდეს პროგრამის შემუშავება. 

ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამაში გათვალისწინებულია საკვანძო კომპეტენციებში ბენეფიციართა მომზადება,  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ჯანდაცვის სამინისტროს. მათ გამოთქვეს მზაობა, მონაწილეობა მიიღონ ონლაინ შეხვედრაში, სადაც განხილული იქნება კადრების მომზადების შესაძლებლობის საკითხი და მათი ჩართულობის შესაძლებლობა.

უნდა აღინიშნოს გერმანული ენის პედაგოგების რეკრუტირების საკითხიც, ვინაიდან, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში რთულად ან ვერ მოიძებნება შესაბამისი კვალიფიკაციის კადრები. შესაბამისად, ვიფიქრეთ 2 ვერსიაზე"
  1. გერმანიის ელჩის შუამდგომლობით, შეთანხმება მოხდეს გოეთეს ინსტიტუტთან, პედაგოგების რეკრუტირების საკითხთან დაკავშირებით;
  2. გამოვიყენოთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ადამიანური რესურსი.
აღნიშნული საკითხიც ექვემდებარება განხილვას, ზემოაღნიშნული შეხვედრის ფარგლებში.

 შეხვედრა გაიმართება 12 ივნისს, 15:00 საათზე, zoom-ში. შეხვედრის ბმულს მოგვიანებით გამოგიგზავნით

ქრისტინე, გთხოვთ, ინფორმაცია, შეხვედრის შესახებ, გაუგზავნოთ majorel-ის წარმომადგენელს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს შეხვედრაში.

პატივისცემით,
მარიამ შოთაძე 

From: Marika Zakareishvili
Sent: Wednesday, June 3, 2020 11:32 AM
To: Mariam Shotadze
Subject: Fw: გერმანულენოვანი ქოლ ცენტრის ოპერატორი

მარიკა ზაქარეიშვილი
პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა  და სპორტის სამინისტრო
ტელ: +995 577 17 22 32
ელ-ფოსტა mzakareishvili@mes.gov.ge

Marika Zakareishvili
Deputy Head of Vocational Education Development Department 
Ministry of Education, Science, Culture, and Sport  
Tel: +995 577 17 22 32
e-mail: mzakareishvili@mes.gov.ge



From: Kristine Mepharishvili
Sent: Tuesday, June 2, 2020 6:13 AM
To: Irina Tserodze ; Marika Zakareishvili
Subject: გერმანულენოვანი ქოლ ცენტრის ოპერატორი
 

მოგესალმებით კიდევ ერთხელ,

 

როგორც გახსოვთ 3-4 კვირის წინ გვქონდა ქოლი, რომელზეც ვისაუბრეთ როგორ შეიძლება შექმნილიყო უცხო ენის სასწავლო კურსი/ სპეციალისტების მომზადება, რათა VET-ში დანერგილიყო აღნიშნული კურსი. მაშინ 2 ვერსიაზე ვიმსჯელეთ:

 

1.       6 თვიანი (ან მაქსიმალური რაც შესაძლებელია) კურსი შექმნილიყო VET-ების ბაზაზე, რომელსაც ერქმეოდა გერმანულენოვანი სერვის ცენტრის ოპერატორი ან რამე მსგავსი სახელი. კურსი ფარგლებში უცხო ენასთან ერთად სტუდენტები ისწავლიდნენ soft skills და სხვა საჭირო უნარებს

2.       არსებულ 1-2 წლიან პროგრამებს (ძირითადად ბიზნესის მიმართულებით) დაემატებოდა გერმანული და სხვა მნიშვნელოვანი ენები

 

ჩვენ ვფიქრობთ მე-2 ვარიანტი კარგია, მაგრამ უფრო გრძელვადიანი და საკმარისი რაოდენობის კუსრამთავრებულების მოძიება რთული იქნება, ამიტომ სასურველია მოკლევადიანი სპეციალური კურსის ჩამოყალიბება. რადგან კომპანიების მხრიდან ნაკლები ინტერესია უშუალოდ თვითონ ჩაერთონ კურსის შედგენაში (მაგრამ ამის გამო ჩვენ გვიჭირს ინვესტორების დარწმუნება), საუბრისას ვიმსჯელეთ, რომ კურსის შექმნაში განათლების სამინისტრომ უნდა აიღოს ინიციატივა და ჩვენ ვთხოვთ კერძო კომპანიებს რომ ჩაერთონ.

 

ამიტომ კიდევ ვთხოვეთ Majorel-ს დახმარება და დირექტორმა საკონტაქტო პირად გამოყო თამუნა სხილაძე, ენის ტრენერი 598 406 911, თუმცა საჭიროების შემთხვევაში სხვებიც იქნებიან ჩართულები. ამჟამად Majorel-ს თავის შიდა რამდენიმე კვირიანი ტრენინგი აქვს, რომლის ფარგლებშიც გერმანულის მცოდნე ადამიანებს ამზადებენ (მემგონი B2-დან C1-ზე), მაგრამ კურსი თუ შეიქმნება ალბათ საჭიროა უფრო დაბალი დონიდან, მაგ A2-დან სწავლება (B2 დონეზე ძალიან ცოტა ადამიანია). Majorel მზადაა კურსის შექმნაში მიიღოს მონაწილეობა და თუ საჭირო გახდა, შეიძლება არსებული VET-ების მასწავლებლებსაც ჩაუტარონ ტრენინგი. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს, შეგვიძლია ველაპარაკოთ რომ მაგალითად თეორიული კურსის მერე სტუდენტებმა პრაქტიკის ნაწილი Majorel-ის ოფისში გაიარონ და საუკეთესოები დატოვონ სამუშაოზე. მე შეიძლება რამეს ვერ ვხვდები ან არასწორად მესმის, ამიტომ იქნებ თქვენც შეეხმიანოთ თამუნა სხილაძეს 598 406 911, იცის რომ შეიძლება დაურეკოთ და მერე ერთიანი ქოლი/შეხვედრა გავაკეთოთ.

 

Majorel საქართველოში ყველაზე დიდი კომპანიაა, რომელიც 300-500 ახალ ადამიანს იყვანს ყოველ წელს, თან მსოფლიოშიც ძალიან ცნობილია და ამიტომ გვინდა მაგათთან ერთად აეწყოს კურსი.

ასევე, ქოლზე ვილაპარაკეთ რომ კარგი იქნებოდა გოეთეს ინსტიტუტიც ჩაერთოს, განსაკუთრებით მასწავლებლების მოძიება/გადამზადების მიმართულებით.

 

იმედია რამე გამოვა :)

 

პატივისცემით,

 

ქრისტი

 

 

Kristine Meparishvili

Head of Investment Department

(995) 322 960 010

(995) 557 705 719

18 Uznadze str. 0102 Tbilisi, Georgia

 

 

 

enterprise.gov.ge

 

 

 

 



CONFIDENTIALITY: Any information and/or attached files contained in this e-mail are unambiguously confidential. It is intended only for the use of the named recipient(s). If you are not the envisaged recipient, immediately notify the sender and please note that it is forbidden to read, use, copy or otherwise disseminate this e-mail.

DISCLAIMER: MINISTRY OF ECONOMY AND SUSTAINABLE DEVELOPMENT OF GEORGIA puts the security of the client at a high priority, but Internet is not fully secure! Despite all the measures taken to minimize the possible risks regarding the internet, the integrity of this communication is not guaranteed nor is the communication itself entirely protected from viruses, interceptions and/or interference.