| From : | Tamar Khulordava <tkhulordava@parliament.ge> |
| To : | Vakhtang Makharoblishvili <v.makharoblishvili@mfa.gov.ge>; glordkipanidze@justice.gov.ge; njavakhadze@mia.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge |
| Subject : | RE: visa free |
| Received On : | 18.03.2019 17:29 |
| Attachments : |
მოგესალმებით კოლეგებო,
როგორც იცით, პარლამენტში ინიცირებულია და მიმდინარე კვირაში განიხილება კანონპროექტების პაკეტი უკანონო მიგრაციის კრიმინალიზაციის მიზნით. გიგზავნით პროექტებს ინგლისურ ენაზე
განმარტებით ბარათებთან ერთად. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გარკვეული (მხოლოდ ტექნიკური) ცვლილებები პროექტში ჯერ კიდევ შევა მეორე მოსმენის დასრულებამდე, მათ სორის მთავრობის შენიშვნების გათვალისწინებით.
თამარ ხულორდავა
From: Vakhtang Makharoblishvili [mailto:v.makharoblishvili@mfa.gov.ge]
Sent: Monday, March 18, 2019 8:34 PM
To: Tamar Khulordava
Subject: visa free
მეგობრებო,
როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის გამო, ევროკავშირი და წევრი ქვეყნები ელიან დამატებით ზომებს/ღონისძიებებს მზარდი დინამიკის
შესაჩერებლად. წევრი-ქვეყნები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ 1 მარტს გამართულ ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგარეო საქმეთა სამინისტრო აპირებს საინფორმაციო დოკუმენტის
(non-paper)
მომზადებას,
რომელშიც დეტალურად იქნება ასახული საქართველოს მიერ დაგეგმილი დამატებითი ღონისძიებები, კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად.
Non-paper
მიეწოდება ევროკავშირს და წევრ-სახელმწიფოებს (როგორც მოგეხსენებათ, მსგავსი დოკუმენტი შარშან დარიგდა წევრ-სახელმწიფოებში, რომლებმაც დადებითად შეაფასეს ქართული მხარის ძალისხმევა).
Non-paper-ის მომზადების მიზნით, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შეძლებისდაგვარად დეტალური ინფორმაცია (შესაძლებლობის
შემთხვევაში ინგლისურ ენაზე) იმ ღონისძიებების შესახებ, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს თქვენი უწყება ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის საპასუხოდ. აქვე გიგზავნით 1 მარტს გამართული სხდომის ოქმის პროექტიდან ამონარიდს, რომელიც
ეხება უვიზო მიმოსვლის საკითხს (ოქმი ჯერჯერობით ხელმოწერილი არ არის).
საუკეთსო სურვილებით,
ვატო.