| From : | Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: Priority Interventions for 2020 |
| Cc : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Received On : | 09.01.2020 13:45 |
| Attachments : |
საღამო მშვიდობის!
გიგზავნით შრომისა და დასაქმების პოლიტიკის სამმართველოს 2020 წლის გეგმას. პირველ საკითხებად მითითებული მაქვს ის აქტივობები, რომლებიც არის ყოველდღიური ე.წ. რუტინული საქმიანობები, რაც კონკრეტულ ვადებთან ხშირ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული, ხოლო შემდეგ მოყვება პირველი კვარტლის და შემდეგ მთელი წლის გეგმა.
აქვე, მსურს გაცნობოთ, რომ სავსებით შესაძლებელია გეგმამ ცვლილებები განიცადოს წლის განმავლობაში, თემის სპეციფიკიდან გამომდინარე.
საუკეთესო სურვილებით,
ლიკა
From: Tamar Gabunia
Sent: 5 January, 2020 10:52
To: giorgi chavchavadze
Cc: Tamar Barkalaia
Subject: Priority Interventions for 2020
დეპარტამენტების და სამმართველოების უფროსებს
ძვირფასო კოლეგებო
მოგესალმებით და კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ახალ 2020 წელს! ამ წერილით მინდა გთხოვთ გამომიგზავნოთ 2020 წელს შესასრულებელი პრიორიტეტული აქტივობების გეგმა თანდართული ფორმატით. გთხოვთ მაქსიმალურად ზუსტად მიუთითოთ 1 კვარტალში შესასრულებელი აქტივობები და ვადები.
ეს ბუნებრივია არ ჩაანაცვლებს იმ გეგმებს, რომელსაც თითოეული თქვენგანი ამზადებს დადგენილი ფორმატით და რომელიც შემდეგ საფუძვლად უდევს საქმიანობის შეფასებას.
გთხოვთ შევსებული მარტიცა დამიბრუნოთ 9 იანვრის დღის ბოლომდე. სამმართველოების უფროსებს ვთხოვ წარმოდგინონ დეპარტამენტის უფროსებთან შეთანხმებული გეგმა კონსოლიდირებული სახით.
სანიმუშოდ არის შევსებული ჯანდაცვის სამმართველოს ნაწილი. გთხოვთ ფორმატში დაამატოთ ახალი სვეტი და ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რასაც მნიშვნელოვნად ჩათვლით, თუკი ამის საჭიროება არსებობს.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister