| From : | Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge> |
| To : | Ketevan Melikadze <kmelikadze@unicef.org>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: E-health and E-social systems at the Ministry |
| Cc : | Tako Ugulava <tugulava@unicef.org> |
| Received On : | 21.02.2019 08:46 |
| Attachments : |
ქეთი მე თბილისში არ ვიქნები, თუმცა ამ შეხვედრაზე სააგენტოდანაც დაგვჭირდება ვინე არა?
From: Ketevan Melikadze [mailto:kmelikadze@unicef.org]
Sent: Wednesday, February 20, 2019 6:05 PM
To: Tamar Barkalaia
Cc: Tako Ugulava
Subject: E-health and E-social systems at the Ministry
თამუნა, ნუცი, მოგესალმებით,
გაწუხებთ ერთ საკითხთან დაკავშირებით, რომლის შესახებ მგონია რომ თქვენც საქმის კურსში ხართ, თუმცა არსებობს პრობლემები, რომლებიც გვინდა რომ გაგაცნოთ და, თუ შესაძლებელია, თქვენი ჩართულობა გთხოვოთ:
მოგეხსენებათ, ევროკავშირ-იუნისეფის პროექტის „ადამიანის უფლებები - ყველასათვის“ ერთერთ მიზანს წარმოადგენს ბავშვის განვითარებისა და დაცვის საინფორმაციო სისტემების გაძლიერება და ამ სისტემების საშუალებით ბავშვის ჯანმრთელობისა და სოციალურ სერვისებს შორის კავშირის უზრუნველყოფა. ამ საკითხს ჩვენგან უძღვება თაკო უგულავა, ჩვენი ჯანდაცვის პროგრამის ხელმძღვანელი.
პროექტის შემუშავების ეტაპზე გადაწყდა, რომ შექმნილიყო 0-დან 6-წლამდე ასაკის ბავშვის ზრდისა და განვითარების ელექტრონული მოდული (ncdc-ის ბაზაზე) იმ იდეით, რომ მას გამოიყენებენ პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალები (ექიმი/ექთანი) ბავშვის ბინაზე თუ კლინიკაში ვიზიტის დროს. მოდულში ჩადებული სკრინინგ ინსტრუმენტების საშუალებით პჯდ პროფესიონალები დროულად გამოავლენენ განვითარების შეფერხებასა თუ განვითარების ხელშემშლელ ფაქტორებს და ბავშვს გადაამისამართებენ სოციალურ პროგრამებში.
იმისათვის, რომ მომხდარიყო ჯანდაცვასა და სოციალურ სისტემებს შორის კავშირის ამუშავება, გადაწყდა, რომ ყველა სოციალური პროგრამა, რომელსაც აფინანსებს სახელმწიფო (სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამას ვგულისხმობ), გადაყვანილი ყოფილიყო ელექტრულ ფორმატში. ამ სისტემის დანერგვა სოციალური მომსახურების სააგენტოში გადაწყდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ამ მომენტისათვის, ვალდებულების მხოლოდ ნაწილია შესრულებული. მხოლოდ რამდენიმე ქვე-პროგრამაა სრულად ამუშავებული. თუმცა, სხვა მოდულები დასრულებულია ტექნიკური თვალსაზრისით და არ ამუშავებულა.
სწორედ ამ საკითხზე გვინდა გთხოვოთ მოკლე შეხვედრა მომდევნო კვირაში (თაკო, მე და თუ საჭიროდ ჩათვლით IT კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც დანერგვაში ეხმარება სააგენტოს). გვინდა მოგიყვეთ რა მდგომარეობაა და თუ შესაძლებელია პროცესის დასრულებისათვის თქვენი დახმარება ვითხოვოთ.
თუ შესაძლებელია ასეთი შეხვედრა მომდევნო კვირაში, მაგალითად სამშაბათს, 26 თებერვალს მოეწოს?
წინასწარ დიდი მადლობა.
საუკეთესო სურვილებით,
ქეთი
Ketevan Melikadze
Social Welfare Officer
United Nations Children's Fund (UNICEF)
9 eristavi str., Vake UN House, IV Floor 0179 Tbilisi, Georgia
phone: +995 322 251129 # 145 fax: +995 322 251236
mobile: +995 593 304809
email: kmelikadze@unicef.org
Skype name: Keti Meli
website: www.unicef.ge