From : Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>
To : Teona Vardzelashvili <TVardzelashvili@moh.gov.ge>
Subject : RE: 7 ოქტომბერს მინისტრის და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის შეხვედრისთვის მოსამზადებელი
Cc : Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>
Received On : 03.10.2019 07:40

თეონა,

 

გავიარე ეს თემა ქალბატონ თამუნა ბარკალაიასთან და იგი თვითონ გაივლის ამ თემებს მინისტრთან, რადგან ვფიქრობთ, რომ მინისტრთან უნდა შეათანხმოს რამდენიმე საკითხი.

 

დიდი მადლობა

 

 

ნუცი

 

From: Teona Vardzelashvili
Sent: Wednesday, October 2, 2019 6:01 PM
To: Mariam Darakhvelidze ; Nino Odisharia ; Paata Jorjoliani ; Beka Peradze
Cc: Tamar Gabunia ; Mariana Mkurnali
Subject: 7 ოქტომბერს მინისტრის და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის შეხვედრისთვის მოსამზადებელი

 

მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ 7 ოქტომბერს დაგეგმილია მინისტრის და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის ბ-ნ სებასტიან მოლინეუსის შეხვედრა. განსახილველი საკითხები მოიცავს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით მსოფლიო ბანკის მიერ შეთავაზებულ ერთობლივი პროექტების განხილვას და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების იდენთიფიცირებას.

შესაბამისად, გთხოვთ, 4 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე მოგვაწოდოთ ინფორმაცია ქართულ ენაზე მსოფლიო ბანკთან მიმდინარე თანამშრომლობის შესახებ და წინადადებები/საკითხები მომავალი თანამშრომლობის შესახებ.

დანართის სახით ინფორმაციისთვის გიგზავნით მსოფლიო ბანკის წერილს ბოლო შეხვედრის დროს შეთანხმებული თანამშრომლობის საკითხების შესახებ.

 

პატივისცემით,

თეონა ვარძელაშვილი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

144 აკ. წერეთლის გამზირი, 0159, თბილისი, საქართველო

ტელ.:  +995 32510038 (ext:0821)

+995 599040811