| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Irma Kitiashvili <ikitiashvili@moh.gov.ge>; Beka Pataraia <bpataraia@moh.gov.ge>; MShavshishvili@ssa.gov.ge |
| Subject : | RE: შეხვედრა შშმ - პირის მომვლელთან დაკავშირებით |
| Cc : | Elza Telia <etelia@moh.gov.ge> |
| Received On : | 13.08.2019 10:55 |
მადლობა ნათია! ვადასტურებ დასწრებას.
From: Natia Khmaladze
Sent: 13 August, 2019 14:53
To: Tamar Barkalaia
Cc: Elza Telia
Subject:
Importance: High
მოგესალმებით კოლეგებო,
როგორც თქვენთვის ცნობილია აღნიშნული საკითხის მართვა თავის დროზე მივანდეთ სოფლის ექიმს. თუმცა აღსრულების ბიურო ითხოვს გადაწყვეტილების რეალურ აღსრულებას.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, ხვალ,, 14 აგვისტოს - 14:00 საათზე, ქ-ნ თამუნა ბარკალაიას ვიკრიბებით საკითხზე სამსჯელოდ. შეხვედრა გაიმართება, ქ-ნ თამუნას სამუშაო ოთახში. გთხოვთ დაესწროთ.
შეგახსენებთ პრობლემის არსს:
ფაქტები: უზნაესი სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განჩინებით, შევიდა კანონიერ ძალაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც გიორგი გ-ს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის ( 1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც მომვლელი ან დამხმარე სჭირდებათ, სოციალური მომსახურების ორგანოები უნიშნავენ სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებას ბინაზე ან სტაციონარულ დაწესებულებეში. 2. სახელმწიფო ხელს უწყობს სოციალური დახმარების სტაციონარული დაწესებულებების ქსელის განვითარებას იმ კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, რომლებსაც ესაჭიროებათ მომვლელი. შესაბამისად)
სააგენტომ სამინისტროსთან შეთანხმებით, ნებაყოფლობით განახორციელა საჩხერის მუნიციპალიტეტში, „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტის ფარგლებში, განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლის - სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების“ მიერ.
აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ–აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოთხოვნილი იქნა გადაწყვეტილების რეალური აღსრულება, ვინაიდან სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა მხარის სასარჩელო მოთხოვნა გიორგი გ.-სთვის სამედიცინო მომვლელის დანიშვნის ფარგლებში და არა სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტის მიხედვით
პრობლემის ძირითადი არსი:
არ არსებობს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის (შინ მომსახურება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარების სტაციონარული დაწესებულებანი 1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც მომვლელი ან დამხმარე სჭირდებათ, სოციალური მომსახურების ორგანოები უნიშნავენ სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებას ბინაზე ან სტაციონარულ დაწესებულებეში. 2. სახელმწიფო ხელს უწყობს სოციალური დახმარების სტაციონარული დაწესებულებების ქსელის განვითარებას იმ კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, რომლებსაც ესაჭიროებათ მომვლელი. შესაბამისად) შესაბამისად, მის საფუძველზე გამოცემული მარეგულირებელი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც განმარტავდა თუ რას გულიხმობს ასეთი სახის სერვისი და ვის ეკუთვნის მისი მიღება.
პატივისცემით,
ნათია
Sincerely,
Natia Khmaladze
Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge