From : Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>
To : Nino Lagvilava <NLagvilava@sao.ge>; Nino Jinjolava <njinjolava@moh.gov.ge>; Zaza Janashvili <zjanashvili@moh.gov.ge>; Nato Chapidze <nchapidze@moh.gov.ge>; Sopio Barbakadze <sbarbakadze@moh.gov.ge>; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Maia Arabuli <marabuli@moh.gov.ge>; Ia Orkodashvili <iorkodashvili@moh.gov.ge>
Subject : RE: სახელმწიფო აუდიტის სამსახური _ მოსაწოდებელი ინფორმაციის სია
Cc : Giorgi Kapanadze <GKapanadze@sao.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
Received On : 22.08.2019 12:37

მოგესალმებით კიდევ ერთხელ,

 

ჩამოთვლილი პუნქტების მიხედვით შესაბამისი  ინფრომაციის და  მასალის მოწოდებისთვის რა თქმა უნდა დრო დაგვჭირდება იმის გათვალსიწინებით, რომ შვებულებების პერიოდია და ამასთან 2 დელეგაცია გვყავს მომავალი 2 კვირის განმვალობაში.

 

კითხვების და დაზუსტებების შემთხვევაში აუცილებლად მოგმართავთ.

 

საუკეთესო ურვიელით,

 

ნუცი

 

 

 

From: Nino Lagvilava [mailto:NLagvilava@sao.ge]
Sent: Thursday, August 22, 2019 4:18 PM
To: Nino Odisharia
Cc: Giorgi Kapanadze
Subject: სახელმწიფო აუდიტის სამსახური _ მოსაწოდებელი ინფორმაციის სია

 

ქალბატონო ნინო,

 

მადლობას გიხდით დღევანდელი  შეხვედრის ორგანიზებისთვის და როგორც შევთანხმდით, გთხოვთ მოგვაწოდოთ შეხვედრისას განხილულ საკითხებთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია:

 

1.       სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომლებიც ახორციელებენ სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზას, მისამართებისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;

2.       შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის სოციალურ მოდელზე გადასვლის გეგმა (rollout plan) ღონისძიებების, ვადებისა და ბიუჯეტის მითითებით;

3.       აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მიმდინარე სოციალურ მოდელზე გადასვლის პილოტის პროექტის აღწერა ღონისძიებების, ვადებისა და ბიუჯეტის მითითებით;

4.       აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მიმდინარე პილოტში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისა და გადამზადებული სპეციალისტების სია;

5.       შშმ ბავშვებისა და ზრდასრული შშმ პირების შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრისათვის შემუშავებული ინსტრუმენტები;

6.       სპეციალისტების გადასამზადებლად შემუშავებული ტრენინგის მოდული და შესაბამისი მასალები;

7.       შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმასა და ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმაში გაწერილი სოციალურ მოდელზე გადასვლისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების დროში ჩამორჩენის მიზეზი (საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება და მიღება, სოციალური მოდელის პილოტირება და დანერგვის დაწყება და სხვა);

8.       სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის პროექტის მუნიციპალიტეტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაზიარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მიუთითეთ პროექტის მიწოდების თარიღი). ასევე მუნიციპალიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კომენტარები პროექტზე;

9.       შშმ პირების და მათი შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით 2017 წლიდან განხორციელებული კამპანიების/ღონისძიებების ჩამონათვალი. გთხოვთ მიუთითოთ რას მოიცავდა კამპანია/ღონისძიება, მისი დაწყებისა და დასრულების თარიღები და სამიზნე ჯგუფი;

10.   2018 წელსა და 2019 წლის პირველ ნახევარში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები, მიმწოდებლების მიერ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ სამინისტროში წარდგენილ ანგარიშებთან ერთად  შემდეგი ქვეპროგრამებისთვის:

          ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა;

          ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამა;

          შშმ ბავშვთა და პირთა დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის  ქვეპროგრამა;

          განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;

          დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა.

11.   2018 წელს და 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით სამინისტროს იმ ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, რომელთა განხორციელების მიზანს წარმოადგენდა მე-10 კითხვაში ჩამოთვლილი ქვეპროგრამების მიმწოდებლების რაოდენობის ზრდა. მათ შორის ამ მიზნით მუნიციპალიტეტებთან და არსებულ მიმწოდებლებთან გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტებისა და მიმწოდებლების, შეხვედრების თარიღისა და განხილული საკითხების მითითებით;

12.   2018 წელს და 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით რომელ მუნიციპალიტეტებთან აქვს სამინისტროს გაზიარებული ინფორმაცია მომიჯნავე მუნიციპალიტეტებში არსებული ქვეპროგრამების შესახებ. მიუთითეთ ინფორმაციის გაზიარების საშუალება და თარიღი/თარიღები;

13.   მოგვწერეთ რა გათვლებს, კონსულტაციებს ეფუძნება მე-10 კითხვაში ჩამოთვლილი ქვეპროგრამების დაფინანსება და მოგვაწოდეთ დაფინანსების განმსაზღვრელი კალკულაციები.

ასევე, აუდიტის ჯგუფისთვის საინტერესო იქნება ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ხელს შეგვიწყობს შშმ პირთა ხელშეწყობის სისტემის სპეციფიკისა და ფუნქციონირების უკეთ გააზრებაში.

 

მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადების პროცესში განმარტების ან დაზუსტების საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ.

 

მადლობა თანამშრომლობისთვის,

 

 

პატივისცემით,

ნინო ლაგვილავა

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტი

მის:    ქ. თბილისი, 0144, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი N96

ტელ: +995 32 243 84 38 (205)

მობ:  +995 557 15 85 55

ვებ-გვერდი: www.sao.ge

ელ-ფოსტა: nlagvilava@sao.ge