From : Sophio Morgoshia <smorgoshia@mes.gov.ge>
To : ia.shekriladze@gasw.org; Anna Phirtskhalashvili <a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge>
Subject : RE: სამოქმედო გეგმის შესაბამისად შესამუშავებელი სამართლებრივი აქტები
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Mikheil Sarjveladze <msarjveladze@justice.gov.ge>; Irina Abuladze <iabuladze@mes.gov.ge>; e.dgebuadze@mes.gov.ge; g.kakauridze@mof.ge; m.giorgobiani@mrdi.gov.ge; g.chiviashvili@tbilisi.gov.ge; irakliturmanidze@gmail.com; Natia Chelidze <n.chelidze@tbilisi.gov.ge>; Irakli Zarkua <irakliz123@yahoo.com>; tsharabidze@nbe.gov.ge; mkldiashvili@nbe.gov.ge; Meri Maghlapheridze <mmaghlapheridze@moh.gov.ge>; eter tskhakaia <etskhakaia@ssa.gov.ge>; nino odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; Irina <irina@fesgeo.ge>; Irina FES Georgien <stiftung@fesgeo.org.ge>; Ketevan Melikadze <kmelikadze@unicef.org>; Ia Shekriladze <iashekriladze@hotmail.com>; Ia Shekriladze <ia.sh@gasw.org>; n.rosebashvili@mrdi.gov.ge; Irma Aladashvili <ialadashvili@moh.gov.ge>; mari tsereteli <maritsereteli91@gmail.com>; sopho kiladze <kiladzesopo41@gmail.com>; koba grialashvili <kobagrialashvli@gmail.com>
Received On : 02.05.2019 08:20

მოგესალმებით ყველას და გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

 

პირველ რიგში ყველას ძალიან დიდი მადლობა ამ უმნიშვნელოვანეს საქმიანობაში აქტიური ჩართულობისა და დახმარებისთვის.

 

რაც შეეხება ქალბატონი იას შეკითხვას, გაცნობებთ, რომ სოციალური მუშაკების სერტიფიცირების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სამინისტროში, რათა უზრუნველყოფილი იყოს კანონით დადგენილი ვადების სრული დაცვა.

 

სერტიფიცირების პროგრამის დაწყებას ვგეგმავთ სავარაუდოდ ივნისის თვიდან და წლის ბოლომდე შესაძლებლობა გვექნება გადამზადდეს 2 ჯგუფი.

 

დამატებით ინფორმაციას პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით მოგაწვდით უახლოეს მომავალში.

 

პატივისცემით,

 

სოფიო მორგოშია

 

კონსულტანტი

 

სკოლამდელი და ზოგადი განათლების

განვითარების დეპარტამენტი

 

საქართველოს განათლების,  მეცნიერების,

კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ქ. თბილისი 0102, დიმიტრი უზნაძის ქ. #52

+995 577 77 40 40

 

 

 

 

From: ia.shekriladze@gasw.org [mailto:ia.shekriladze@gasw.org]
Sent: Wednesday, 1 May, 2019 8:12 PM
To: Anna Phirtskhalashvili
Cc: Tamar Barkalaia ; Mikheil Sarjveladze ; Irina Abuladze ; e.dgebuadze@mes.gov.ge; g.kakauridze@mof.ge; m.giorgobiani@mrdi.gov.ge; g.chiviashvili@tbilisi.gov.ge; irakliturmanidze@gmail.com; Natia Chelidze ; Irakli Zarkua ; tsharabidze@nbe.gov.ge; mkldiashvili@nbe.gov.ge; Meri Maghlapheridze ; eter tskhakaia ; nino odisharia ; Irina ; Irina FES Georgien ; Ketevan Melikadze ; Ia Shekriladze ; Ia Shekriladze ; n.rosebashvili@mrdi.gov.ge; Irma Aladashvili ; Sophio Morgoshia ; mari tsereteli ; sopho kiladze ; koba grialashvili
Subject: Re:
სამოქმედო გეგმის შესაბამისად შესამუშავებელი სამართლებრივი აქტები

 

ძვირფასო ანა,

დიდი მადლობა შემოთავაზებისათვის!

ვისარგებლებ შემთხვევით და ვიკითხავ (კიდევ ერთხელ), რა მდგომარეობაა სერტიფიცირებასთან დაკავშირებით? ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხი (უკვე დიდი ხანია) პროფესიული თემისთვის და ცოტა გასაკვირია ამ მიმართულებით სიახლეების ნაკლებობა. იმედია, კოლეგები განათლების სამინისტროდან ჩაგვაყენებენ საქმის კურსში.

პატივისცემით,

ია შეყრილაძე

 

 

 

On 2019-04-30 13:53, Anna Phirtskhalashvili wrote:

მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონები,

 

როგორც მოგეხსენებათ,  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა  „სოციალური მუშაობის შესახებ" საქართველოს კანონის" 64-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაამტკიცდა  კანონის სამოქმედო გეგმა.  

 

სამოქმედო გეგმა, უწყებების მიერ შესასრულებელ ღონისძიებებს, ძირითადად 2 ეტაპად ყოფს. 

 

პირველ ეტაპზე - 2021 წლის 1 იანვრამდე, ჩართულ უწყებებს სხვა ღონისძიებებთან, ერთად შესამუშავებელი აქვთ 5 ნორმატიული აქტი: 

 

1. კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, უნდა განისაზღვროს სოციალური მუშაობის ორგანიზაციულ ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის  წესი.

2. კანონის 46-ე  მუხლის შესაბამისად, უნდა დაინერგოს სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესები.

3. კანონის 46 მუხლის და 64-ე მუხლის მე-6 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, პროფესიული მეთოდებითა და ინსტრუმენტებით შესრულებასათვის, აუცილებელია „სოციალური მუშაობის უსაფროების წესისა და პროფესიული, უწყებრივი, სტანდარტების განსაზღვრა".

4. „სოციალური მუშაობის შესახებ" საქართველოს კანონის კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უნდა შემუშავდეს/დადგინდეს მომსახურების მიწოდების სტანდარტის პროფესიული ეთიკის ნორმები.

5. „სოციალური მუშაობის შესახებ" საქართველოს კანონის კანონის 58-ე, 59-ე და მე-60 მუხლის თანახმად უნდა შემუშავდეს/დადგინდეს- სოციალური მუშაკის თვითშეფასებისა და სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობის წესი.

 

სამუშაო ჯგუფებში შეხვედრებისას გაირკვა, რომ ზოგიერთ ჩართულ უწყებას, უკვე აქვს კარგად შემუშავებული და ასევე პრაქტიკაში აპრობირებული აქტები. ამიტომ ჩვენი სურვილია ერთმანეთს გაუზიაროთ აღნიშნული გამოცდილება, და შემუშავებული დოკუმენტები. 

მაგალითად, პრობაციის ეროვნულ სააგანტოს აქვს კარგად აპრობირებული ზედამხედველობის (სუპერვიზიის) სისტემა. სოციალური მომსახურების სააგენტოს კი აქვთ ახალი შემუშავებული სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (ე.წ. სოპ). მართალია, სპეციფიკის გათვალისწინებით ამ აქტების პირდაპირ გადმოტანა არ იქნება რეკომენდირებული, თუმცა თვით მეთოლოგიიისა და მიდგომების გადახედვა ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანია.  

 

ამიტომ, ჩვენი თხოვნაა, რათა დავზოგოთ ჩვენი რესურსი, უწყებებმა ერთმანეთს გაუზიაროთ აღნიშნული გამოცდილება.

 

მართალია, აღნიშნული აქტების ძალაში შესვლის ბოლო ვადა არის 2021 წლის 1 იანვარი. თუმცა, სასურველია რომ თვით ნორმატიულ აქტებზე მუშაობა დასრულდეს უფრო მალე, 2019 წლის ბოლომდე.  

 

დიდი მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის! 

 

საუკეთესო სურვილებით,

 

ანა ფირცხალაშვილი

 

საქართველოს პარლამენტის 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 

ექსპერტი.

 

 

Prof. Dr. Anna Phirtskhalashvili

 

Dean of the School of Public Administration and Politics 
Professor of the School of Law
of Grigol Robakidze University 
Mob.Tel.: (995 571) 12 97 97, 
Website: www.gruni.edu.ge 
David Agmashenebeli Allee, 13 km.

Irina Enukidze 3.
0159 Tbilisi, Georgia