From : Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>
To : Eka Sharadze <esharadze@moh.gov.ge>
Subject : RE: რეფერირების წესის შესახებ დადგენილების პროექტი
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Received On : 17.12.2019 13:58
Attachments :

ეკა, ქ-ნ თამუნა ბარკალაიასთან გავიარეთ გადმოგზავნილი დოკუმენტი.

გვაქვს მთელი რიგი შენიშვნები:

გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტის მიერ მიღებულია ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც სრულიად ახალ სტანდარტს ადგენს, მათ შორის ამ კუთხითაც, საჭიროა დოკუმენტი გააზრებული იქნას ამ ჭრილში და გათვალისწინებული იქნას თუნდაც იდენტიფიცირების ნაწილში მუნიციპალიტეტებისთვის კოდექსით დადგენილი ვალდებულებები.

ამასთან, განხორციელებულია მთელი რიგი ორგანიზაციული ცვლილებები და სამინისტრო არ არის მზად 2020 წლის 1 იანვრიდან ჰქონდეს ნახევრად დახურული სააღმზრდელო დაწესებულება, მით უფრო, რომ არ არის მომზადებული შესაბამისი სტანდარტი, არ არსებობს შესაბამისი საბიუჯეტო რესურსი, გადამზადებული პერსონალი და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით არც იგეგმება სამტრედიის სკოლის დახურვა.

გარდა ამისა, დამაბნეველია სახელწოდება, რადგან თითქმის ანალოგიურია მთავრობის N437 დადგენილების სათაური, რომელიც ასევე ბავშვთა დაცვის რეფერირებას ეხება.

ამდენად,  წარმოდგენილი დოკუმენტი საჭიროებს დამატებით კონსულტაციებს, მათ შორის ხელმძღვანელობის დონეზე და ასევე, ვფიქრობთ დოკუმენტი განხილულ უნდა იქნას ბავშვთა კეთილდღეობის საბჭოს და შესაბამისი კომიტეტების ფარგლებში.

დამატებითი კომენტარები მოცემულია  დოკუმენტში.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

 

Tatia Gvaramadze

 

Head of Social Protection Policy Division

Policy Department

Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia

 

Tel: 2510037 (0512)

         577222805

E-mail: tgvaramadze@moh.gov.ge

               tatiagvaramadze@gmail.com

 

 

 

From: Eka Sharadze
Sent: Tuesday, December 17, 2019 10:17 AM
To: Tea Gvaramadze
Subject: Fw: რეფერირების წესის შესახებ დადგენილების პროექტი

 

 


From: Pelagia Makhauri <pmakhauri@justice.gov.ge>
Sent: Monday, December 16, 2019 7:06 PM
To: Eka Sharadze; schantadze@hotmail.com
Cc: Lado Javakhishvili; Khatia Rekhviashvili
Subject:
რეფერირების წესის შესახებ დადგენილების პროექტი

 

სოფიო, ეკა მოგესალმებით

 

ზურაბ სანიკიძე იყო თქვენთან კონტაქტზე არასრულწლოვანთა რეფერირების წესის შესახებ დადგენილებასთან დაკავშირებით. აღნიშნული დადგენილება 1 იანვრამდე უნდა დამტკიცდეს აუცილებლად. ვინაიდან დადგენილება მოიცავს ისეთ საკითხებსრომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს განათლების სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობებზეგიგზავნით ამ ეტაპზე არსებულ ვერსიას. გთხოვთ თქვენი კომენტარები/შენიშვნები მოგვაწოდოთ რაც შეიძლება მოკლე ვადაში (მაქსიმუმ ხვალ დღის ბოლომდე), რომ ასახვა შევძლოთ

 

 

გთხოვთ ასევე დამიდასტუროთ მეილის მიღება

 

პატივისცემით

 

პელაგია

 

ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო