From : Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>
To : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; p.imnadze@ncdc.ge
Subject : RE: რეკომენდაციები
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Marine Baidauri <mbaidauri@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Ketevan Dartsmelia <kdartsmelia@moh.gov.ge>; Maia Mtchedlishvili <mmtchedlishvili@moh.gov.ge>; bperadze1@gmail.com
Received On : 01.06.2020 13:54
Attachments :

ბატონო ამირან,

 

პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს გუნდს პოზიციის გაზიარებისთვის, რომელიც წინა რეკომენდაციებზე გქონდათ.  როგორც მოგეხსენებათ, სხვადასხვა სექტორული მიმართულებით  ვაგრძელებთ  რეკომენდაციების შემუშავებაზე მუშაობას. ამჯერად წარმოგიდგენთ რეკომენდაციებს აეროპორტებისთვის, რკინიგზისთვის, საზღვაო სააგენტოსა და ეროვნული საგამოცდო ცენტრებისთვის.

 

გთხოვთ შეძლებისდაგვარად შემჭიდროებულ ვადებში თქვენს პოზიციას.

 

პატივისცეით

 

ბექა ფერაძე

 

From: Beka Peradze
Sent: 28 May, 2020 14:29
To: Amiran Gamkrelidze
Cc: Tamar Gabunia .ge>; Ekaterine Tikaradze ; Tamar Barkalaia ; Marine Baidauri ; Ekaterine Adamia ; kdartsmelia@moh.gov.ge; Maia Mtchedlishvili ; bperadze1@gmail.com
Subject: რეკომენდაციები

 

მოგესალმებით ბატონო ამირან,

 

გიგზავნით რეკომენდაციების საბოლოო ვერსიას. ერთი არის ძირითადი ბრძანება, სადაც განსაზღვრულია ოთხი კლასი (ძალიან მაღალი, მაღალი, საშუალო და დაბალი)  და ასევე არის 19 დანართი (სპეციფიკის გათვალისწინებით სხვადასხვა სექტორზე).   რეკომენდაციების დიდი ნაწილი მეტწილად გავლილია თქვენი უწყების მიერ, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მინდა გთხოვოთ ახალი რეკომენდაციების გაცნობისთვის - ძირითადი ბრძანების პროექტი და  დანართი N12,13,18,19.

 

ასევე, მსურს ერთი საკითხი დავაზუსტო. საოფისე საქმიანობის დროს, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია ყველა დახურულ სივრცეში ნიღბის გამოყენების ვალდებულება, თუმცა დაბალი რისკის კომპანიებში/ორგანიზაციებში ამის აუცილებლობა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებით არაა.  შეგვიძლია ჩვენ არ დავწეროთ და მთავრობასაც ვთხოვოთ, რომ ამოიღოს. პრაქტიკაში გაძლელდება ამის გამოყენება და სავარაუდოდ უკმაყოფილებასაც გამოიწვევს.  დაბალი რისკის კომპანიებში, უკეთესი იქნება თუ დავტოვებთ ნიღბის გამოყენების აუცილებლობას შეხვედრებზე და იმ შემთხვავში, თუ ვერ ხერხდება შესაბამისი დისტანციის დაცვა.

 

ველი თქვენს კომენტარებს,

 

პატივისცემით,

 

ბექა ფერაძე

 

 

ბექა ფერაძე / Beka Peradze

 

შრომის პირობების  ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,

შრომის, ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის სამინისტრო

მის. 0119 თბილისი. აკ. წერეთლის გამზ. 144

ტელ. +995 (032) 251 00 11 (14 22)

მობ.:   +995 (577) 50 66 50