From : Nato Chapidze <nchapidze@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject : RE: მოწვევა 17 ივნისის ღონისძიებაზე
Received On : 14.06.2019 12:47

მადლობა

 

From: Tamar Barkalaia
Sent: 14 June, 2019 16:24
To: Nato Chapidze
Subject: Re:
მოწვევა 17 ივნისის ღონისძიებაზე

 

კი ნატო. სააგენტოსაც და პიარსაც უთხარი და ჩაერთონ.

Sent from my iPhone


On Jun 14, 2019, at 3:12 PM, Nato Chapidze <nchapidze@moh.gov.ge> wrote:

ქალბატონო თამუნა,

 

ეს გამომიგზავნეს ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით, ლონდა თოლორაიამაც დამირეკა 17 ივნისს გახსნის შემდეგ დავრჩეთ და გავიაროთ რა ფორმით ჩაერთვება სამინისტრო ამ კამპანიაშიო. როგორც გავარკვიე სააგენტო არ არის ჩართული და მე მგონი უნდა იყოს, პიარიდანაც კარგი იქნება თუ იქნებიან. გთხოვთ, მომწეროთ  სააგენტო უნდა ჩაეროს თუ არა, ასევე, უთხრა თუ არა ჩვენს პიარს, თუ უკვე იციან. მადლობა.

 

პატივისცემით, ნატო ჩაფიძე

 

From: Protocol [mailto:protocol@mia.gov.ge]
Sent: 13 June, 2019 13:22
To: Nato Chapidze
Subject:
მოწვევა 17 ივნისის ღონისძიებაზე

 

 

     მოგესალმებით,

 

მოგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა და აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებული დანაშაულების პრევენცია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს საინფორმაციო კამპანიას: ნუ წაართმევ ბავშვობას“, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადრეულ ასაკში ქორწინების მავნე შედეგებისა და ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების შესახებ.

 

აღნიშნული საინფორმაციო კამპანია 18 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს სხვადასხვა თემატურ ღონისძიებებსკამპანია ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამისგენდერული თანასწორობისათვისფარგლებში.

 

2019 წლის 17 ივნისს გაიმართება აღნიშნული კამპანიის გახსნითი ღონისძიება, სადაც მოწვეულნი იქნებიან რელევანტური უწყებები მინისტრის მოადგილეების დონეზე, სახალხო დამცველის მოადგილე და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პატივი გვაქვს მოგიწვიოთ აღნიშნულ ღონისძიებაზე, რომელიც 2019 წლის 17 ივნისს 10:00 საათზე სასტუმრორუმსის“  ეზოში გაიმართება.

 

თქვენი, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორის დასწრება და ჩართულობა აღნიშნულ კამპანიასა და შეხვედრაში უაღრესად მნიშვნელოვანია და ვიმედოვნებთ, რომ შეძლებთ მონაწილეობას.

 

გიგზავნით შეხვედრის დღის წესრიგს.

 

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრება.

 

 

 

 

პატივისცემით,

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია

 

ტელ: +995 32 2411167

ელფოსტა: protocol@mia.gov.ge

ვებ-გვერდი: www.police.ge

 

მის: საქართველო, .თბილისი, 0114,  .გულუას . N10