| From : | Nato Chapidze <nchapidze@moh.gov.ge> |
| To : | keti margalitadze <ketevanmargalitadze@gmail.com>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: მიმღები ოჯახების ტრენინგი |
| Cc : | Maya Mgeliashvili <Maya_Mgeliashvili@wvi.org>; eter tskhakaia <etskhakaia@ssa.gov.ge>; ezurebiani@ssa.gov.ge; Valerian Gazdeliani <VGazdeliani@ssa.gov.ge>; Irina Grdzelidze <Irina_Grdzelidze@wvi.org>; lgogodze@ssa.gov.ge |
| Received On : | 04.12.2019 06:32 |
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით ყველა სატრენინგო მოდული, მათ შორის World Vision International“ საქართველოს მიერ წარმოდგენილი, რომელიც შეითანხმა სამინისტრომ რელევანტურია.
პატივისცემით, ნატო ჩაფიძე
From: keti margalitadze [mailto:ketevanmargalitadze@gmail.com]
Sent: 03 December, 2019 19:36
To: Tamar Barkalaia
Cc: Maya Mgeliashvili; eter tskhakaia; ezurebiani@ssa.gov.ge; Nato Chapidze; Valerian Gazdeliani; Irina Grdzelidze; lgogodze@ssa.gov.ge
Subject: Re: მიმღები ოჯახების ტრენინგი
მოგესალმებით,
დიდი მადლობა ყველას გაზიარებული ინფორმაციისთვის, მოგახსენებთ, რომ პროექტით გათვალისწინებულია 500 მიმღები ოჯახების დატრენინგება, არსებული საჭიროებების გათვალისწინებით , მოხდება შემდეგნაირად: პირველ ეტაპზე სპეციალიზირებულ ტრენინგს, რომლის მერეც გაიცემა სერტიფიკატი, გაივლიან ახალი მიმღები ოჯახები (კანდიდატები რომლებმაც ეხლა გამოთქვეს პროგრამაში ჩართვის სურვილი) და შემდგომ უკვე ის მიმღები ოჯახები, რომლებიც ჩართულები არიან პროგრამაში (ყავთ მინდობით აღზრდაში ბავშვი) მაგრამ არ აქვთ სპეციალიზირებული ტრენინგი გავლილი.
ასევე მოგახსენებთ მინდობით აღმზრდელებისთვის სპეციალიზირებული სატრენინგო მოდული შეთანხმებული აქვს „World Vision International“ საქართველოს, აღნიშნული შეთანხმება დასტურდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის 15 თებერვლის 01/9128 წერილით.
ვთხოვ ნატო ჩაფიძეს დამიდასტუროს, რომ აღნიშნული სპეციალიზირებული სატრენინგო მოდული დღესაც ითვლება სასერტიფიკატო მოდულად და რელევანტურია.
პატივისცემით
ქეთი მარგალიტაძე
ორშ, 2 დეკ. 2019, 17:24-ში eter tskhakaia-მა <etskhakaia@ssa.gov.ge> დაწერა:
მოგესალმებით მაია და კოლეგებო,
დიდი მადლობა მოწოდებული ინფორმაციისთვის. გეთანხმებით, რომ გადამზადება ვერ მოესწრება 2020 წლის 1 იანვრამდე და შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ მინდობით აღზრდის პროცედურების შესახებ ბრძანება მინისტრის მიერ არის დამტკიცებული, ჩვენ წერილით მივმართავთ სამინისტროს მინისტრის ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
პატივისცემით,
ეთერ ცხაკაია
მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი
მეურვეობა–მზრუნველობისა და
სოციალური პროგრამების დეპარტამენტი
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
Head of the Guardianship and Care Division
Guardianship/care and Social Programmes Department
LEPL Social Service Agency
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
-----Original Message-----
From: Maya Mgeliashvili <Maya_Mgeliashvili@wvi.org>
To: eter tskhakaia <etskhakaia@ssa.gov.ge>
Cc: keti margalitadze <ketevanmargalitadze@gmail.com>, <ezurebiani@ssa.gov.ge>, Nato Chapidze <nchapidze@moh.gov.ge>, "Valerian Gazdeliani" <VGazdeliani@ssa.gov.ge>, Irina Grdzelidze <Irina_Grdzelidze@wvi.org>, <lgogodze@ssa.gov.ge>, Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Date: Mon, 2 Dec 2019 15:02:05 +0400
Subject: Re: მიმღები ოჯახების ტრენინგი
მოგესალმებით ქალბატონო ეთერ და კოლეგებო,
ევროკავშირის პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია 500 მიმღები მშობლის გადამზადება, ოღონდ როგორც ცნობილია, საუბარი იყო იმ მიმღებ ოჯახებზე, რომელთან გავლილი აქვთ საბაზისო ტრენინგი და მხარდამჭერი მოდულით უნდა მომხდარიყო მათი უნარების გაუმჯობესება. არსებული საჭიროების შესაბამისად, თანახმა ვართ, ეტაპობრივად უზრუნველვყოთ 245 დარეგისტრირებული მიმღები მშობლის გადამზადება საბაზისო მოდულით (4 დღიანი), ხოლო 200 მიმღები მშობლის გადამზადება კი პროექტის შესაბამისად მხარდამჭერი 3 დღიანი მოდულით. 245 მიმღები მშობლის გადამზადებას დაჭირდება 10 სატრენინგო ჯგუფის შექმნა, რაც 40 სატრენინგო დღეს მოიცავს. შესაბამისად, 2020 წლის 1 იანვრამდე მოცემული ვადა ამ გათვლებით ვერ დაკმაყოფილდება.
გთხოვთ, დაადასტუროთ რამდენად არის თქვენთვის მისაღები რეგისტირებული მიმღები მშობლების (245 ადამიანი) საბაზისო ტრენინგის დასრულება 2020 წლის 1 აპრილამდე.
პატივისცემით და კეთილი სურვილებით
მაია მგელიაშვილი
From: "eter tskhakaia" <etskhakaia@ssa.gov.ge>
To: "keti margalitadze" <ketevanmargalitadze@gmail.com>, ezurebiani@ssa.gov.ge, "Nato Chapidze" <nchapidze@moh.gov.ge>, "Valerian Gazdeliani" <VGazdeliani@ssa.gov.ge>, "Maya Mgeliashvili" <maya_mgeliashvili@wvi.org>, "Irina Grdzelidze" <Irina_Grdzelidze@wvi.org>, lgogodze@ssa.gov.ge
Cc: "Tamar Barkalaia" <tbarkalaia@moh.gov.ge>
Date: 29.11.2019 16:27
Subject: Re: მიმღები ოჯახების ტრენინგი
მოგესალმებით კოლეგებო,
გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით, მინდობით აღსაზრდელთა და მინდობით აღმზრდელთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებულია 725 მინდობით აღმზრდელი პირი, სადაც განთავსებულნი არიან ბავშვები, მათ შორის, დატრენინგებულია 410 პირი და დასატრენინგებელია 315.
,,მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-72/ნ ბრძანების მუხლი 16 - ის შესაბამისად, 2018 წლის პირველ იანვრამდე, დარეგისტრირებული მინდობით აღმზრდელები კი ითვლებიან რეგისტრირებულად, მაგრამ აღნიშნულმა პირებმა 2020 წლის 1 იანვრამდე, უნდა გაიარონ სავალდებულო მოსამზადებელი კურსი და შესაბამისი სერტიფიკატი წარუდგინონ მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ერთეულს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წლის 1 იანვრამდე სავალდებულო ტრენინგი უნდა გაიაროს 315 მიმღებმა მშობელმა, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები და მათ ოჯახებში არიან ბავშვები განთავსებულები. ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში ისინი უნდა დატრენინგდნენ და საბაზისო და სპეციალიზებული ტრენინგმოდული სამინისტროსთან შეთანხმებულია.
გაცნობებთ, რომ მითითებული 315 მიმღებიდან, გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით, ,,საქართველოს ბავშვებმა“ უნდა გადაამზადონ 70 მიმღები მშობელი, რჩება 245 გადასამზადებელი.
ასევე გასათვალისწინებელია ახალი დასარეგისტრირებელი კანდიდატურების გადამზადება: შემოსულია მოქალაქეების განცხადებები, რომლებსაც სურთ დარეგისტრირება, მაგრამ დღევანდელი კანონმდებლობით, ტრენინგის გარეშე რეგისტრაცია არ ხორციელდება.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიმღები ოჯახების სიები შეგვიძლია მოგაწოდოთ.
ეთერ ცხაკაია
მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი
მეურვეობა–მზრუნველობისა და
სოციალური პროგრამების დეპარტამენტი
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
Head of the Guardianship and Care Division
Guardianship/care and Social Programmes Department
LEPL Social Service Agency
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
-----Original Message-----
From: keti margalitadze <ketevanmargalitadze@gmail.com>
To: ezurebiani@ssa.gov.ge, eter tskhakaia <etskhakaia@ssa.gov.ge>, Nato Chapidze <nchapidze@moh.gov.ge>, Valerian Gazdeliani <VGazdeliani@ssa.gov.ge>, Maya Mgeliashvili <maya_mgeliashvili@wvi.org>, Irina Grdzelidze <Irina_Grdzelidze@wvi.org>, lgogodze@ssa.gov.ge
Cc: Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Date: Wed, 27 Nov 2019 18:55:44 +0400
Subject: მიმღები ოჯახების ტრენინგი
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი „ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემების გაძლიერების ხელშეწყობის“ პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა მიმღები ოჯახებისთვის განთავსების შემდგომი მხარდაჭერის ტრენინგების ჩატარება ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნული აქტივობა გულისხმობს რეგისტრირებული მინდობით აღმზრდელების ცოდნისა და უნარების გაძლიერებას აღნიშნული ალტერნატიული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამდღიანი მხარდამჭერი ტრენინგების ჩატარება მინდობით აღმზრდელებისათვის. ტრენინგებს ჩაატარებენ World Vision საქართველოს მიერ დაკონტრაქტებული შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ტრენერები. საერთო ჯამში, პროექტი გეგმავს გადაამზადოს 500 მიმღები ოჯახი საქართველოს ყველა რეგიონში.
გთხოვთ მომაწოდოთ ინფორმაცია ზემოთაღნიშნული ტრენინგების ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ ან გამიზიაროთ თქვენი შემოთავაზება თუ სხვა ტიპის ტრენინგები მიგაჩნიათ პრიორიტეტულად.
ასევე, მოგმართავთ თხოვნით, მომწეროთ სამდღიანი ტრენინგისთვის შემუშავებული მოდული საჭიროებს თუ არა სამინისტროს მხრიდან დამტკიცებას. საჭიროების შემთხვევაში რა პროცედურა უნდა გაიაროს.
პატივისცემით
ქეთი მარგალიტაძე
--
--
--
--