From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
Subject : RE: მთავრობის კანონშემოქმედებითი გეგმა - საშემოდგომო სესია
Cc : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Received On : 30.08.2019 11:03

შორენა დიდი მადლობა! კანონშემოქმედებითი გეგმა მისაღებია. პატივისცემით, თამარ გაბუნია მინისტრის მოადგილე Sincerely, Tamar Gabunia, MD, MPH Deputy Minister -----Original Message----- From: Shorena Okropiridze Sent: 30 August, 2019 12:11 To: Zaza Bokhua ; Tamar Barkalaia ; Tamar Gabunia ; Mariam Darakhvelidze Cc: Natia Khmaladze Subject: მთავრობის კანონშემოქმედებითი გეგმა - საშემოდგომო სესია მოგესალმებით, გვინდა გაცნობოთ, რომ ელ. მთავრობის პროგრამაში ატვითულია მთავრობის კანონშემოქმედიებითი გეგმა (34139) - „საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმის საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე“ პროექტი, თანდართულ გეგმასთან ერთად. პროექტით, მტკიცდება საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საშემოდგომო სესიისთვის წარსადგენი საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა, ჩვენს ნაწილში გეგმა შეიცავს ორ კანონპროექტს: - „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, ცვლილების მიზანია - ექთნების რეგულირება - ლიცენზია/სერტიფიცირება/რეგისტრაცია; - ,,დასაქმების შესახებ“ ახალი კანონი, კანონპროექტი განსაზღვრავს დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებებს, არადისკრიმინაციული ანაზღაურების, უმუშევრობის პრევენციის პირობებს, უმუშევრობის პირობებში სოციალური დაცვის უფლებას და ა.შ. თუმცა, სხვა უწყებების მიერ წარმოდგენილ ნაწილშიც მოცემულია სამინისტროს ვალდებულებები: 1. ეკონომიკა გეგმავს ცვლილებებს „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“კანონებში, რომლის მიზანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის განსაზღვრა კურორტის და საკურორტე ადგილის სანიტარიული დაცვის ზონების ფარგლებში ბუნებრივი სამკურნალო რესურსებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საქმიანობის საკონტროლებლად და ჩასატარებელი სანიტარიულ-გამაჯანსაღებელი, განახლებითი, აღდგენითი და სხვა ღონისძიებების შემუშავებისა და კოორდინაციის განხორციელებისას. ამასთან, საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს სანიტარიული დაცვის ზონების შედგენა მოხდეს, შესაბამისი ორგანოს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ბუნებრივი სამკურნალო რესურსის თვისებების შენარჩუნებისა და მათი დაბინძურების, გაფუჭებისა და გამოფიტვისაგან დაცვის მიზნით. 2. იუსტიცია გეგმავს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის შესახებ“ ახალი კანონის ინიცირებას; გთხოვთ, დაგვიდასტუროთ გეგმის ამ სახით მისაღებობა.