მადლობა გიორგი, გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს.
პატივისცემით,
ნინო ცაციაშვილი
მინისტრის მოადგილე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ტელ: +995 32 241 21 21
ელ-ფოსტა: ntsatsiashvili@mia.gov.ge
მის: საქართველო, ქ. თბილისი, 0114 გულუას ქ .N10
From: Giorgi Sakhokia
Sent: Tuesday, March 24, 2020 6:54 PM
To: bmaisuradze@mes.gov.ge; lkharatishvili@gmail.com; shgogoladze@mes.gov.ge; tkitiashvili@mes.gov.ge; nmitskevich@mes.gov.ge; edgebuadze@mes.gov.ge; George.khanishvili@mepa.gov.ge; Iuri.Nozadze@mepa.gov.ge; khatia.tsilosani@mepa.gov.ge; nino.tandilashvili@mepa.gov.ge; solomon.pavliashvili@mepa.gov.ge; emikabadze@moesd.gov.ge; asaghirashvili@moesd.gov.ge; garveladze@moesd.gov.ge; nenukidze@moesd.gov.ge; dtvalabeishvili@moesd.gov.ge; inadareishvili@moesd.gov.ge; lchikovani@mod.gov.ge; rbregadze@mod.gov.ge; dsujashvili@mod.gov.ge; jburchuladze@mod.gov.ge; msarjveladze@justice.gov.ge; glordkipanidze@justice.gov.ge; gpataridze@justice.gov.ge; atabatadze@justice.gov.ge; irakli.karseladze@georoad.ge; v.makharoblishvili@mfa.gov.ge; kh.totladze@mfa.gov.ge; a.khvtisiashvili@mfa.gov.ge; ldarsalia@mfa.gov.ge; mninua@mfa.gov.ge; ts.kavlashvili@mof.ge; lasha.khutsishvili@mof.ge; z.dznelashvili@mof.ge; n.gagua@mof.ge; giorgi.kakauridze@mof.ge; m.dundua@mof.ge; k.sabanadze@mia.gov.ge; vbortsvadze@mia.gov.ge; njavakhadze@mia.gov.ge; gbutkhuzi@mia.gov.ge; i.tchelidze@mia.gov.ge; ntsatsiashvili@mia.gov.ge; tgabunia@moh.gov.ge; gtsotskolauri@moh.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; takhvlediani@moh.gov.ge; L.gigauri@smr.gov.ge; Ana Buchukuri
Cc: Donor Coordination Unit
Subject:
კოლეგებო მოგესალმებით,
მოგმართავთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც კრიზისულ სიტუაციაში დონორებთან კოორდინაციას, ჩვენი საჭიროებების სწორად განსაზღვრას და მათი დახმარების შესაბამისად დაგეგმვას ეხება.
კარგად მოგეხსენებათ, რომ მთავრობის #238 დადგენილებით განსაზღვრულია მთავრობის ადმინისტრაციის უფლებამოსილება დონორთა მოძიებისა და მათი მხარდაჭერის ეფექტიანი კოორდინაციის შესახებ. ამ პროცესში ჩვენ სისტემურად ვაგროვებთ და ვაანალიზებთ მონაცემებს საგარეო დახმარების თაობაზე, მუდმივ კონტაქტზე ვართ დონორებთან და შედეგად, თქვენი ჩართულობით, ვადგენთ სამომავლო გეგმას და პრიორიტეტებს.
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ადმინისტრაცია გაზრდილი დატვირთვით მუშაობს ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენი ხელშეწყობა, რომ კოორდინაცია არ გართულდეს, დუბლირებები არ წარმოიშვას და მთავრობას ჰქონდეს ერთიანი სურათი, რომელი დონორი რომელ სფეროს უწევს დახმარებას.
შესაბამისად, ჩვენი თხოვნაა, ცენტრალური აპარატის, ასევე სსიპ-ებისა და სხვა საქვეუწყებო დაწესებულებების წარმომადგენლებმა დონორებთან ელექტრონული ფორმით მიმართვის შემთხვევაში, მიმოწერაში გაითვალისწინონ (cc) ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის სამმართველო (dcu@gov.ge), ხოლო ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკების შედეგის შესახებ აცნობონ ამავე სამმართველოს მოკლე ანგარიშის სახით. ანგარიში უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ამგვარად, ჩვენ უზრუნველვყოფთ მობილიზებული დახმარების აღრიცხვას და სწორად მორგებას საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში წარმოშობილ საჭიროებებზე.
მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ჩამოაყალიბა 4 ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება. ესენია:
გთხოვთ, დონორებთან მოლაპარაკების პროცესში გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული 4 პრიორიტეტი, რათა დონორთა დახმარება მიზნობრივად მოხმარდეს არსებულ გამოწვევებს.
ასევე გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია სასწრაფოდ გაავრცელოთ თქვენს უწყებებსა და ქვემდებარე სსიპ-ებში.
პატივისცემით,
გიორგი სახოკია