From : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>
To : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject : RE: დასაქმების სსიპ-ს დებულების დრაფტი
Cc : Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Received On : 30.08.2019 07:42

მოგესალმებით!

ნათია, გმადლობთ მოწოდებული პროექტისთვის.

 

დებულების პროექტის მეორე მუხლის, სააგენტოს ფუნქცია-უფლებამოსილებების ნაწილში, ვფიქრობ უმჯობესია ფუნქციების ჩამონათვალი არ დავიწყოთ შრომითი მიგრაციის მიმართულებით, რადგან მთავრობის პრიორიტეტს ვაჟღერებთ, როგორც: დასაქმების და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გამართვა და ეფექტიანი გატარება, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის დროებითი ლეგალური დასაქმების  შესაძლებლობების შექმნა. ამდენად, სასურველია, მეორე მუხლის პუნქტები „ა-თ“ გადატანილ იქნას „ჟ“-ს შემდეგ.

 

„ე“ პუნქტში თქვენს მიერ მონიშნული ფრაზა სამინისტროს შრომითი მიგრაციის სამმართველოს ფუნქციებს შორის გვიწერია.

 

„ბ“ პუნქტი, საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების ხელშეწყობის შესახებ, ვფიქრობ სასურველია, შრომით მიგრაციასთან ერთად, გავრცელდეს შრომის და დასაქმების უფრო ფართო სფეროზე. ასევე სასურველია ის მოსდევდეს „ჟ“ პუნქტს, შემდეგ კი - ა,გ,დ.....

 

რამდენად დეტალურად უნდა იყოს გაწერილი ამ დოკუმენტში სააგენტოს ფუნქციები მათ შორის შრომითი მიგრაციის კუთხით? პუნქტი „დ“ არის, შრომითი მიგრაციის კუთხით, სააგენტოს ერთ-ერთი უმთავრესი, განზოგადებული ფუნქცია (დეტალური ჩვენ გავწერეთ და საბოლოო ქ-ნ თამილას უნდა ჰქონდეს). თუ დავტოვებთ ამგვარი განზოგადებული სახით, ხოლო დეტალურად სხვა შესაბამის დოკუმენტში გაიწერება, მაშინ, ვფიქრობ სასურველია „დ“ პუნქტში ამოვიღოთ „ხელშეწყობა“ - რადგან სააგენტოს მთავარი დატვირთვა შრომითი მიგრაციის კუთხით, იქნება გაფორმებული ხელშეკრულებებით ამოქმედებული სქემების განხორციელება.

 

აბა დროებით,

თეა ახვლედიანი

 

From: Natia Khmaladze
Sent: Thursday, August 29, 2019 5:11 PM
To: Tamar Barkalaia; Tea Akhvlediani
Cc: Shorena Okropiridze; tikhardziani@gmail.com
Subject:
დასაქმების სსიპ- დებულების დრაფტი

 

მოგესალმებით - თამუნა, ქნ თეა,

 

გიგზავნით დასაქმების სსიპ-ის დებულების პირველად ვერსიას.

 

გთხოვთ განიხილოთ და მოგავწოდოთ თქვენი წინადაებები/შენიშვნები/რეკომენდაციები.

 

 

პატივისცემით,

ნათია ხმალაძე

 


Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge