From : Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>
To : tmodebadze@ssa.gov.ge; vgazdeliani@ssa.gov.ge; eter tskhakaia <etskhakaia@ssa.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; tbarkalaya@gmail.com
Subject : RE: გლდანის მდგომარეობა
Cc : Nato Chapidze <nchapidze@moh.gov.ge>; mkhachidze@ssa.gov.ge; gepitashvili@ssa.gov.ge
Received On : 12.03.2019 12:54

თამაზ,

 

დიდი მადლობა ესეთი ჩქარი რეაგირებისთვის.

 

კოლეგებო, ბატონი თამაზი და ქალბატონი თამუნა რომ ძალიან ხშირად არ ჩავრთოთ დეტალებში და არ დავტვირთოთ, გთხოვთ შევიკრიბოთ პარასაკევს დილას 11 საათზე, შევიმუშაოთ გეგმა და შევთავაზოთ შემდეგ მათ.

 

ძალიან დიდი მადლობა

 

 

ნუცი

 

From: Nino Odisharia
Sent: Tuesday, March 12, 2019 3:52 PM
To: tmodebadze@ssa.gov.ge; vgazdeliani@ssa.gov.ge; 'eter tskhakaia' ; Tamar Barkalaia ; 'tbarkalaya@gmail.com'
Cc: Nato Chapidze ; 'mkhachidze@ssa.gov.ge'
Subject: გლდანის მდგომარეობა
Importance: High

 

კოლეგებო,

 

მინდა მოგახსენოთ გლდანის მდგომარეობის შესახებ.

 

ჩემი თანამშრომელი იყო დღეს გლდანში სადაც შევთანხმდით, რომ შეძლებისდაგვარად დავეხმარებით გლდანს და სააგენტოდან და ჩვენგან წავიდოდა ყოველ დღე ერთი ადამიანი (მე მხოლოდ ერთი მყავს ამ ეტაპზე გამოცდილებით) და ახალბედა თანამშრომლებს დაეხმარება დალაგებაში.

 

მინდა გითხრათ რომ ახალი თანამშრომლები საკმაოდ მოტივირებულიები არიან თუმცა 2 ახალი აყვანილი ორშაბათიდან უკვე აღარ იქნება (ერთი სხვა სამსახურში მიდის და მეორე კახეთში გადაყვანას ელოდება) და 19 სოციალური მუშაკიდან ორშაბათიდან მხოლოდ 6-ი მოქმედი რჩება (2 დეკრეტშია, ერთი შვებულებაშია და შვებულებიდან მიდის).

ასევე გვესაჭიროება უფროსი სოციალური მუშაკი, რომელიც ჯერ არ არის, დღეს ვერ ნახა ჩემმა თანანშრომელმა ის ვინც მოიაზრება ამ პოზიციაზე, რადგან მთელი დრე საპროცესოზე იყო.

 

სასწრაფოდ მოსაგვარებელია დანიშვნები და ასევე ალბათ შტატგარეები იქნება ასაყვანი ( 4-5 სანამ ახალი კონკურსი გამოცხადდება) ეხლა თუ ეს კრიზისი არ მოვაგვარეთ რაღაც ჩავარდება (უარესი არ მინდა ვიფიქრო), რა თქმა უნდა უკეთესი მოგვარების გზებიც ალბათ არსებობს და მე ამ ეტაპზე ვერ ვფიქრობ.  მგონია რომ ასევე რომელიმე ცენტრს თბილისში (მაგ ძველი თბილისი) როტაცია რომ გააკეთონ და თითო კვირით 2 სოციალური მუშაკი მიამაგროთ რომ დახმაროს გადაუდებელ და არა განგრძობად საქმეებზე. ასევე მაქანა ძალიან ესაჭიროებათ რომ მოასწრონ ვიზიტები.

 

ასევე ამ ეტაპზე არ არის არავინ ვინც ადმინისტრაციულ საქმეებში მიეხმარება (ბაზებში შეყვანა, რეესტრების წარმოება ა.შ.) რაც გამოიწვევს ბენეფიციარების პროგრამებში გვიან ჩართვას და მათ უკმაყოფილებას.

 

გთხოვთ დროულად მივიღოთ ზომები რომ თავიდან ავიცილოთ ისედაც უკვე კრიზისული მდგომარეობა.

 

მიგულეთ თქვენს განკარგულებაში, კარგი იქნება შევიკრიბოთ და სასწრაფოდ დავსახოთ პრობელმის გადაჭრის გზები.

 

 

ძალიან დიდი მადლობა

 

 

ნუცი