From : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>
To : Nino Veltauri <nino.velta@gmail.com>
Subject : RE: გერმანიაში სეზონური დასაქმების შესახებ შეტანხმება - ქართული ტექსტი
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Irma Gelashvili <igelashvili@moh.gov.ge>; Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>; Giorgi Bunturi <gbunturi@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Received On : 04.02.2020 08:46

მოგესალმებით!

გმადლობთ მოწოდებული ტექსტისთვის და მოსაზრებებისთვის!

მაქვს რამდენიმე შეკითხვა დაზუსტებისთვის:

1.      გიორგი ბუნტურის ჩასწორება არ მეჩვენება შინაარსობრივი - ის უფრო სტილისტური ხასიათისაა, არა? ან ხომ არ გამომრჩა რამე?

2.      ზოგადად შეთანხმებაში მოყვანილი ტერმინოლოგია (placement - განთავსება თუ დასაქმება თუ სხვა) იყო ფართო მსჯელობის საგანი. მოლაპარაკებებისას განგვიმარტეს, რომ შეთანხმებაში ასახული პროცესი ძირითადად „განთავსებას“ შეეხება.

ZAV-ის დასახელებას რაც შეეხება, თანახმა ვარ გამოვიყენოთ სიტყვა „სერვისები“, „სამსახურების“ ნაცვლად, თუკი ის უფრო ზუსტია და შესატყვისია გერმანულ ენაზე ორგანიზაციის დასახელებასთან.

აქვე მაქვს შეკითხვა მეორე სიტყვასთან დაკავშირებით „განთავსება“ – „დასაქმება“: ZAV-ის გერმანულ დასახელებაში რომელია გამოყენებული - „დასაქმება“? გთხოვთ მითხრათ ZAV-ის გერმანულენოვანი დასახელების ზუსტი თარგმანი.

 

საუკეთესო სურვილებით,

თეა ახვლედიანი

 

From: Nino Veltauri
Sent: Monday, February 3, 2020 6:28 PM
To: Tea Akhvlediani
Cc: Tamar Barkalaia ; Irma Gelashvili ; Lika Klimiashvili ; Giorgi Bunturi ; Natia Khmaladze
Subject: Re:
გერმანიაში სეზონური დასაქმების შესახებ შეტანხმება - ქართული ტექსტი

 

მოგესალმებით,

 

გიგზავნით გერმანიასთან შეთანხმების ტექსტის გასუფთავებულ ვერსიას. მასში ასახულია გიორგი ბუნტურის შენიშვნა პრეამბულის ბოლო აბზაცის შინაარსთან დაკავშირებით. სხვა მხრივ შენიშვნები არ ყოფილა.

მე მაქვს შეკითხვა გერმანული პარტნიორი ორგანიზაციის, ZAV Bonn, დასახელების ქართულ ვერსიასთან დაკავშირებით. ტექსტში გამოყენებულია ორგვარი დასახელება: "საერთაშორისო დასაქმების სამსახურები" და "საერთაშორისო განთავსების სამსახურები".  ეს ორივე დასახელება ტექსტში მონიშნული მაქვს ყვითლად. ამ ორიდან უნდა ავირჩიოთ ერთ-ერთი.  

გარდა ამისა, თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო პარტნიორი ორგანიზაციის ქართულ დასახელებაში მრავლობითში დაწერილ სიტყვაზე "სამსახურები". შეთანხმების ინგლისურ ტექსტში  სამსახურის დასახელებას ჰქვია "International Placement Services", ხოლო გერმანულად "Zentrale Auslandsvermittlung"  და ორივე შემთხვევაში თარგმანი ჩემთვის იქნებოდა "საერთაშორისო დასაქმების სერვისები"/"საერთაშორისო დასაქმების საშუამავლო სერვისები". აქედან გამომდინარე, რადგან უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ვერსიასვფიქრობ აჯობებს დავწეროთ "საერთაშორისო დასაქმების სამსახური" ან "საერთაშორისო დასაქმების სერვისები".

 

ტექსტს ასევე აკლია ქართული და გერმანული პარტნიორი ორგანიზაციების ლოგოები.

 

პატივისცემით

ნინო ველთაური 

 

On Fri, Jan 31, 2020 at 2:11 PM Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge> wrote:

მოგესალმებით!

გერმანიასთან შეთანხმების ტექსტთან დაკავშირებით მოგმართავთ:

-        შეთანხმების ხელმოწერა (ქართულ და გერმანულ ენებზე) იგეგმება 6 თებერვალს (დრო ზუსტდება);

-        მივიღე ირმა გელაშვილის შესწორებები ქართულ ტექსტზე (მადლობა ირმა!), რომელიც გავიარე ნინო ველთაურთან ერთად (დიდი ნაწილი გაზიარებულია, დამატებულია შემდგომი შესწორებები).

-        ამდენად, ტექსტი არ არის საბოლოო - მას შემდეგ რაც საბოლოოდ შევთანხმდებით ქართულ ფორმულირებებზე, საჭიროა სუფთა ვერსიის ყურადღებით წაკითხვა და ყველა დეტალის გასწორება/გაწმენდა (ასოები, სივრცეები და ა.შ.) ტექსტის ხელმოწერის მიზნით ამოსაბეჭდად გასამზადებლად.

გიგზავნით, შესაბამისად, ჩემი, ირმა გელაშვილის და ნინო ველთაურის მოსაზრებების ამსახველ ტექსტს.

გთხოვთ, კიდევ ერთხელ გადახედოთ და მომწეროთ თუ რამეა, რის შემდგომ ჩასწორებასაც მიიჩნევდით სასურველად/მიზანშეწონილად.

 

მადლობა თანამშრომლობისთვის,

თეა ახვლედიანი

 

From: Tea Akhvlediani
Sent: Thursday, January 23, 2020 4:26 PM
To: Tamar Barkalaia moh.gov.ge>
Cc: Giorgi Bunturi <gbunturi@moh.gov.ge>; Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>; Irma Gelashvili <igelashvili@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; 'nino.velta@gmail.com' <nino.velta@gmail.com>
Subject: გერმანიაში სეზონური დასაქმების შესახებ შეტანხმება - ქართული ტექსტი
Importance: High

 

თამუნა,

როგორც ვისაუბრეთ, გიტოვებ გერმანიაში სეზონური დასაქმების შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების ქართულ ტექსტს, მომავალ კვირას ჩემი არყოფნის დროს, გერმანული მხარის მზაობის და საჭიროებისამებრ შემთხვევაში ხელმოსაწერად გამოყენების მიზნით.

 

ხაზზე ვარ გერმანულ მხარესთან - როგორც კი მომწერენ პასუხს თავად რა ეტაპზე არიან და როდის შეძლებენ ხელმოწერას - შეგატყობინებ.

მანამდე, როგორც ნათია ხმალაძეს ვესაუბრე პროცედურულად გასაკეთებელი აღარაფერია. ერთდაერთი, გთხოვ კიდევ ერთხელ გადახედო შესწორებებს - როგორც გითხარი, რამდენიმე ადგილას ტერმინები მივუსადაგე ქართული ენის სპეციფიკას და გამოსახატ აზრსJ შესაძლოა გქონდეთ უკეთესო ვერსია (?) ვიმუშავე ძალიან შემჭიდროვებულ დროში, ამდენად შესაძლოა წერტილ-მძიმე, ან ასოც იყოს შესასწორებელი, თუმცა ამ მხრივაც შევეცადე to do my best… უბრალოდ ვეღარ ვასწრებ გადაკითხვას...

 

გიგზავნი თრექ-ჩეინჯებიან ვერსიას და სუფთა ვერსიას. ასევე გიგზავნი ხელმოწერილ ტექსტს ინგლისურ ენაზე - რაც საბოლოო ტექსტს წარმოადგენსJ რომ შეადარო ქართულ თარგმანს.

 

აბა დროებით!

თეა