From : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; nino.velta@gmail.com; Irma Gelashvili <igelashvili@moh.gov.ge>; Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>; Giorgi Bunturi <gbunturi@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Subject : RE: გერმანიაში სეზონური დასაქმების შესახებ შეტანხმება - ქართული ტექსტი
Received On : 31.01.2020 10:10
Attachments :

მოგესალმებით!

გერმანიასთან შეთანხმების ტექსტთან დაკავშირებით მოგმართავთ:

-        შეთანხმების ხელმოწერა (ქართულ და გერმანულ ენებზე) იგეგმება 6 თებერვალს (დრო ზუსტდება);

-        მივიღე ირმა გელაშვილის შესწორებები ქართულ ტექსტზე (მადლობა ირმა!), რომელიც გავიარე ნინო ველთაურთან ერთად (დიდი ნაწილი გაზიარებულია, დამატებულია შემდგომი შესწორებები).

-        ამდენად, ტექსტი არ არის საბოლოო - მას შემდეგ რაც საბოლოოდ შევთანხმდებით ქართულ ფორმულირებებზე, საჭიროა სუფთა ვერსიის ყურადღებით წაკითხვა და ყველა დეტალის გასწორება/გაწმენდა (ასოები, სივრცეები და ა.შ.) ტექსტის ხელმოწერის მიზნით ამოსაბეჭდად გასამზადებლად.

გიგზავნით, შესაბამისად, ჩემი, ირმა გელაშვილის და ნინო ველთაურის მოსაზრებების ამსახველ ტექსტს.

გთხოვთ, კიდევ ერთხელ გადახედოთ და მომწეროთ თუ რამეა, რის შემდგომ ჩასწორებასაც მიიჩნევდით სასურველად/მიზანშეწონილად.

 

მადლობა თანამშრომლობისთვის,

თეა ახვლედიანი

 

From: Tea Akhvlediani
Sent: Thursday, January 23, 2020 4:26 PM
To: Tamar Barkalaia moh.gov.ge>
Cc: Giorgi Bunturi ; Lika Klimiashvili ; Irma Gelashvili ; Natia Khmaladze ; 'nino.velta@gmail.com'
Subject: გერმანიაში სეზონური დასაქმების შესახებ შეტანხმება - ქართული ტექსტი
Importance: High

 

თამუნა,

როგორც ვისაუბრეთ, გიტოვებ გერმანიაში სეზონური დასაქმების შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების ქართულ ტექსტს, მომავალ კვირას ჩემი არყოფნის დროს, გერმანული მხარის მზაობის და საჭიროებისამებრ შემთხვევაში ხელმოსაწერად გამოყენების მიზნით.

 

ხაზზე ვარ გერმანულ მხარესთან - როგორც კი მომწერენ პასუხს თავად რა ეტაპზე არიან და როდის შეძლებენ ხელმოწერას - შეგატყობინებ.

მანამდე, როგორც ნათია ხმალაძეს ვესაუბრე პროცედურულად გასაკეთებელი აღარაფერია. ერთდაერთი, გთხოვ კიდევ ერთხელ გადახედო შესწორებებს - როგორც გითხარი, რამდენიმე ადგილას ტერმინები მივუსადაგე ქართული ენის სპეციფიკას და გამოსახატ აზრსJ შესაძლოა გქონდეთ უკეთესო ვერსია (?) ვიმუშავე ძალიან შემჭიდროვებულ დროში, ამდენად შესაძლოა წერტილ-მძიმე, ან ასოც იყოს შესასწორებელი, თუმცა ამ მხრივაც შევეცადე to do my best… უბრალოდ ვეღარ ვასწრებ გადაკითხვას...

 

გიგზავნი თრექ-ჩეინჯებიან ვერსიას და სუფთა ვერსიას. ასევე გიგზავნი ხელმოწერილ ტექსტს ინგლისურ ენაზე - რაც საბოლოო ტექსტს წარმოადგენსJ რომ შეადარო ქართულ თარგმანს.

 

აბა დროებით!

თეა