თათა!!! დარწმუნებული ვარ წინ უფრო საინტერესო, საქმიანი და წარმატებული მომავალი გექნება. შენ ხარ პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე, მაქსიმალისტი, მუდმივად განვითარებაზე და გამოცდილებაზე ორიენტირებული ახალგაზრდა კადრი. არ გაშინებს გამოწვევები და სიახლეებთან გამკლავება. ჩვენი სამსახური ახალი ცვლილებების მოლოდინშია ნამდვილად და ამ ეტაპზე შენი წასვლა დიდი დანაკლისი იქნება. ამ ყველაფრის მიუხედავად მინდა გისურვო ახალ კარიერულ გზაზე მხოლოდ და მხოლოდ წარმატებები. მე არ გემშვიდობები. ჩვენი გზები აუცილებლად გადაიკვეთება.
პატივისცემით,
ბელა
From: lamara shakulashvili [mailto:shakulashvililamara@gmail.com]
Sent: Friday, October 25, 2019 9:49 AM
To: Tamar Bortsvadze
Cc: tbarkalaia
Subject: Re: გამოსამშვიდობებელი წერილი
თათა, არ დავიწყებ იმის მტკიცებას, როგორ გაფასებ, როგორ მომწონს შენი უშუალობა, სინაზე, სიკეთე, კეთილგანწყობა, მართლა ძალიან მიყვარხარ. რა თქმა უნდა, წარმატებებს გისურვებ შენს კარიერაში, თუმცა გული მწყდება, გამომშვიდობება ყოველთვის მტკენს გულს.
სიკეთით იარე, როგორც აქამდე და კიდევ უფრო უკეთესად!
სიყვარულით და პატივისცემით ლამარა შაყულაშვილი
чт, 24 окт. 2019 г. в 17:28, <tbortsvadze@moh.gov.ge>:
ჩემო ძვირფასო კოლეგებო,
დღეს ჩემი ბოლო სამუშაო დღეა ფონდის მონიტორინგის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე. ხვალიდან ჩემთვის უკვე ახალი კარიერული გზა დაიწყება.
არ მეგონა ასე ძალიან თუ გამიჭირდებოდა გამოსამშვიდობებელი წერილს დაწერა... მიუხედავად იმისა, რომ ერთად წელიწადნახევარზე ცოტა ნაკლები ვიმუშავეთ, სრულიად განსაკუთრებული ადგილი დაიკავეთ ჩემს გულში, ამიტომ, ძალიან მიჭირს თქვენთან გამომშვიდობება.
დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს (მათ, ვინც ამ მეილს მიიღებს და მათ, ვისი მეილებიც უბრალოდ არ მაქვს) ღია, თანამშრომლური დამოკიდებულებისათვის, გვერდში დგომისა და მხარდაჭერისათვის. ჩემთვის დიდი პატივი და განსაკუთრებული გამოცდილება იყო თქვენთან მუშაობა.
ხვალიდან უკვე აზიის განვითარების ბანკის საერთაშორისო კონსულტანტის საქმიანობას შევუდგები სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის რეგიონში ინკლუზიური განვითარების მიმართულებით. მიუხედავად ამისა, ვიცი, რომ ძალიან, ძალიან დამაკლდებით და მომენატრებით.
წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას, განსაკუთრებით ამ მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც ახალი ცვლილებების მოლოდინშია მთელი ფონდი.
ვიტოვებ იმედს, რომ კიდევ მრავალჯერ გვექნება გადაკვეთის შესაძლებლობა.
დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს!
საუკეთესო სურვილებით და დიდი სიყვარულით <3
თათა
თამარ ბორცვაძე
მონიტორინგის, შეფასებისა და პროექტების დიზაინის სამმართველოს უფროსი
სსიპ. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი
ტელ: 596 776 776