| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Rusudan Chkhubianishvili <rusudan.chkhubianishvili@caritas.cz> |
| Subject : | RE: აუტიზმის მქონე პირთა მომსახურების სტანდარტის საბოლოო ვერსია განსახილველად |
| Cc : | Nino Jinjolava <njinjolava@moh.gov.ge>; Nana Kalmakhelidze <nkalmakhelidze@moh.gov.ge>; magdametrev@yahoo.com; Maia Gabunia <mayagabunia@gmail.com>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Received On : | 02.02.2020 16:54 |
| Attachments : |
ძვირფასო რუსუდან
დიდი მადლობა სტანდარტების გაზიარებისთვის! განვიხილავთ და დაგიბრუნდებით მომდევნო ნაბიჯების თაობაზე.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
From: Rusudan Chkhubianishvili [mailto:rusudan.chkhubianishvili@caritas.cz]
Sent: 29 January, 2020 15:47
To: Tamar Gabunia
Cc: Nino Jinjolava
Subject: აუტიზმის მქონე პირთა მომსახურების სტანდარტის საბოლოო ვერსია განსახილველად
მოგესალმებით, ქალბატონო თამარ,
გიგზავნით აუტიზმის მქონე პირთა მომსახურების სტანდარტს თავისი დანართებით. ეს დოკუმენტი შეიქმნა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის "საქართველოში აუტიზმის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება" ფარგლებში. პროექტის დონორია ჩეხეთის განვითარების სააგენტო.
ზემოაღნიშნული პროექტის პრიორიტეტები განისაზღვრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2018 წელს. პროექტის კონცეფცია ოფიციალურად გაეგზავნა ჩეხეთის მთავრობას. კერძოდ სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტმა აუტიზმის მქონე პირთა მომსახურების სტანდარტის შემუშავებაში მხარდაჭერა სთხოვა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ახალი პროექტის ფარგლებში.
სამუშაო ჯგუფმა სტანდარტზე მუშაობა დაიწყო 2019 წლის ივლისიდან. სამუშაო ჯგუფი იყო მულტიდისციპლინური. შედგებოდა 11 პროფესიონალისგან, რომლებიც წარმოადგენენ ადრეული ჩარევის კოალიციას, აუტიზმის კოალიციას, საქართველოს ქცევის გამოყენებითი ანალიზის ასოციაციას, ენისა და მეტყველების პროფესიულ ასოციაციას, ოკუპაციური თერაპიის ასოციაციას. ჯგუფში იყვნენ ფსიქიატრები და აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები. შესაბამისად, სტანდარტი წარმოადგენს სფეროს ბევრი პროფესიონალის ნააზრევს და კონსოლიდირებულ პროდუქტს.
სტანდარტის შუალედური ვერსია უკვე გამოეგზავნა სამინისტროს წინა წლის სექტემბერში. სტანდარტის განხილვას ესწრებოდნენ ქალაქ თელავში ქალბატონი ნანა კალმახელიძე და ქალბატონი ნინო ჯინჯოლავა.
სამუშაო ჯგუფი მზად არის შეხვდეს სამინისტროს მას შემდეგ, რაც თქვენს მიერ მოხდება სტანდარტის დოკუმენტის განხილვა.
გარდა ამისა, ამავე პროექტის ფარგლებში ასევე იქმნება მოზარდი და ზრდასრული ასაკის აუტიზმის სპექტრის მქონე პირების სერვისის სტანდარტიც, რომელსაც გაგიზიარებთ სულ მალე თქვენი ნებართვით.
ველოდებით სამინისტროს გამოხმაურებას ამ მეტად მნიშვნელოვან დოკუმენტთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
რუსუდან
Rusudan Chkhubianishvili, MD, MPH
Projects Manager
Caritas Czech Republic in Georgia
Humanitarian Aid and Development Cooperation
8 Kartozia St., Bldg.IV, Ent.1., Apt. 24, Tbilisi 0177
Cell: +995 593 68 86 09
E-mail: rusudan.chkhubianishvili@caritas.cz