| From : | Tiniko Bolkvadze <tiniko@osgf.ge> |
| To : | tbarkalaia@moh.gov.ge |
| Subject : | OSGF-Meeting Request and Invitation -Housing Policy |
| Cc : | Vako Natsvlishvili <vako@osgf.ge>; Anano Tsintsabadze <anano@osgf.ge> |
| Received On : | 23.04.2019 13:15 |
| Attachments : |
მოგესალმებით ქალბატონო თამილა,
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის სახელით
გწერთ.
შესაძლოა იცით, რამდენიმე წელია, ფონდი უსახლკარობისა და საბინაო
საკითხების კვლევის მიმართულებით მუშაობს. ჩვენი ფონდის ინიციატივით, ღია
მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში თქვენმა უწყებამ საცხოვრისის პოლიტიკის
შემუშავების ვალდებულება აიღო.
2019 წლის მარტიდან თქვენს სამინისტროსთან შეხვედრის ორგანიზებასა და
საცხოვრისის პოლიტიკის შემუშავების პროცესში კოორდინაციას ვცდილობთ; თუმცა,
უშედეგოდ. შესაბამისად, უშუალოდ თქვენთან კომუნიკაცია
გადავწყვიტეთ.
ჩვენ ამჟამად ვმართავთ პროექტს, რომელიც საცხოვრისის შესახებ
პოლიტიკის დოკუმენტების მომზადებას ითვალისწინებს. ჩვენი ექსპერტების მიერ
შემუშავებულმა დოკუმენტებმა, ჩვენი რწმენით, დახმარება უნდა გაუწიოს
გადაწყვეტილების მიმღებთ პოლიტიკის შემუშავების პროცესში.
ამასთან, ამა წლის 7 მაისს ვგეგმავთ საცხოვრისის პოლიტიკის შესახებ
კონფერენციას, რომელსაც სახელმწიფო და მუნიციპალური უწყებები, ადგილობრივი
საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სფეროს მკვლევრები დაესწრებიან. გვინდა, შეხვედრა
გახსნას და მოხსენება წარმოადგინოს ჯანდაცვის მინისტრმა ან მისმა
მოადგილემ.
ჩვენთვის ცნობილია, რომ უკვე შეიქმნა საცხოვრისის პოლიტიკის
დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელმშემწყობი სამთავრობო
კომისია. შესაბამისად, ჩვენი დროული კომუნიკაცია, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია.
ამ საკითხებსა და საცხოვრისის პოლიტიკის შემუშავების პროცესის
შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ შეხვედრას თქვენთვის მისაღებ დროს, ან
მიმდინარე, ან მომდევნო კვირაში.
წინამდებარე წერილთან ერთად გიგზავნით მოსაწვევსა და კონფერენციის
დღის წესრიგის სამუშაო ვერსიას.
დაველოდებით თქვენს გამოხმაურებას.
პატივისცემით,
თინიკო ბოლქვაძე
Tinatin Bolkvadze
Open Society Georgia Foundation
Participatory Democracy Program Manager
Tel: +995 32 225
04 63 (ext.230)
Mob: +995 599 155 066
Fax: +995 32 229 10 52
E-mail: tiniko@osgf.ge