| From : | Lela Bakradze <bakradze@unfpa.org> |
| To : | Tamila Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Subject : | Invitation to the Consultation meeting regarding Nairobi Summit on ICPD25 - Accelerating the Promise/24 October 2019 |
| Cc : | Mariam Bandzeladze <bandzeladze@unfpa.org>; Salome Benidze <benidze@unfpa.org>; Salome Kvelidze <kvelidze@unfpa.org> |
| Received On : | 11.10.2019 09:58 |
| Attachments : |
ქალბატონო თამილა, მოგესალმებით,
პირველ რიგში, დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისათვის და შესანიშნავი თანამშრომლობისათვის.
მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ამა წლის 12-14 ნოემბერს, დანიის და კენიის მთავრობების და გაეროს მოსახლეობის ფონდის თანამშრომლობით გაიმართება ნაირობის სამიტი (Nairobi Summit ICPD25 - Accelerating the Promise), რომელიც კაიროს მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) სამოქმედო პროგრამის მიღების 25 წლისთავს ეძღვნება.
მიუხედავად იმისა, რომ ამ რევოლუციური სამოქმედო პროგრამის მიღების შემდეგ, რომელმაც ადამიანი და მისი უფლებები განვითრების ცენტრში დააყენა, თვალნათელია პროგრესი ICPD პრიორიტეტების მიღწევის მიმართულებით, მნიშვნელოვანი გამოწვევები კვლავ რჩება; როგორც უწოდეს, „Unfinished business of Cairo” განაპირობებს, რომ დღეს კვლავ მილიონობით ქალი დგას დედათა სიკვდილობის რისკის ქვეშ; მათ არ მიუწვდებათ ხელი ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდებზე და ამდენად, ვერ ახორციელებენ თავიანთ რეპროდუქციულ უფლებებს დედების და ჩვილების ჯანმრთელობის რისკის ფასად; მილიონობით მოზარდი გოგონა ქორწინდება ბავშვობის ასაკში, ხშირად იძულებით; ყოველი მესამე ქალი არის გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლი; მოსახლეობის დინამიკა, რაც ჩვენს რეგიონში ქვეყნებში მოსახლეობის კლებით და დაბერებით ხასიათდება, დიდი გავლენის მქონეა ქვეყნების პოტენციალზე მიაღწიონ მდგრადი განვითრების მიზნებს... და ეს ჩამონათვალი შეიძლება კიდევ გავაგრძელოთ.
ამიტომ, ნაირობის მაღალი დონის სამიტზე მონაწილეები გეგმავენ კიდევ ერთხელ დაადასტურონ მზადყოფნა შეასრულონ კაიროში აღებული ვალდებულებები, რომლებიც, ასევე, ინტეგრირებულია მდგრადი განვითარების მიზნებში და ამოცანებში (SDGs). ეს ვალდებულებები ჩამოყალიბებული იქნება ნაირობის განცხადების სახით. მისი სამუშაო ვერსია უკვე განთავსებულია ნაირობის სამიტის ვებსაიტზე - https://www.nairobisummiticpd.org/content/icpd25-commitments.
ეროვნულ დელეგაციებს სამიტზე ექნებათ შესაძლებლობა გააზიარონ თავიანთი კონკრეტული სამოქმედო ნაბიჯები (National Commitments) ამ გლობალური ვალდებულებების შესრულებისათვის თავიანთ ქვეყნებში; სამოქმედო სფეროებია: უნივერსალური სქესობრივი და რეპროდუქციული და დედათა ჯანმრთელობა საყოველთაო ჯანდაცვის კონტექსტში; დაფინანსება პრიორიტეტების განხორციელებისათვის; გენდერული ნიშნით ძალადობა და საზიანო პრაქტიკები ქალებისა და გოგონების მიმართ; დემოგრაფიული დინამიკა და მდგრადი განვითრება (აქ შედის ახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები); სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა ჰუმანიტარულ კონტექსტში.
შესაბამის ეროვნულ სტრატეგიებზე და გეგმებზე დაყრდნობით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად მომზადდა საქართველოს სამოქმედო ნაბიჯების ნულოვანი სამუშაო ვერსია, რომელიც თანდართულია თქვენი განხილვისათვის.
ამ წერილის საშუალებით, ნება მომეცით მოგიწვიოთ საკონსულტაციო შეხვედრაზე მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ამ წლის 24 ოქტომბერს, რათა განვიხილოთ ქვეყანაში გადასადგმელი ნაბიჯები გლობალური ვალდებულებების შესრულების დასაჩქარებლად განდერული ნიშნით ძალადობისა და ქალისა და გოგონას მიმართ საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრისათვის. თანდართული გთხოვთ იხილოთ შეხვედრის მასალები.
კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის და ველით თქვენს მობრძანებას.
პატივისცემით,
ლელა ბაქრაძე
Ms. Lela Bakradze Acting Head of Office UNFPA Country Office in Georgia O: + 995 32 225 11 26 (ext 142); M: +995 591174174Skype: lelabakradze; Web: georgia.unfpa.org; Facebook: UNFPA.Georgia; Twitter: UNFPAGeorgia |