| From : | Natalia Jaliashvili <njaliashvili@gov.ge> |
| To : | tbarkalaia@moh.gov.ge; giorgi.kakauridze@mof.gov.ge; m.giorgobiani@mrdi.gov.ge; emikabadze@moesd.gov.ge |
| Subject : | High level meeting on Care Economy |
| Cc : | Mariam Jajanidze <mjajanidze@gov.ge> |
| Received On : | 21.05.2019 10:19 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გწერთ გენდერული თანასწორობისთვის ერთობლივი პროექტის ფარგლებში (UNDP-ს კომპონენტი) შემოთავაზებულ ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ზრუნვის ეკონომიკის (Care Economy)პოლიტიკის დონეზე განსაზღვრას.
დღეს-დღეობით უკვე იზრდება იმ ქვეყანათა, რიცხვი, რომელნიც ზრუნვის ეკონომიკაში საჯარო ინვესტიციების განხორციელებით მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ საკუთარ ეკონომიკურ მდგომარეობას, ამცირებენ სიღარიბეს ყველაზე მარგინალიზირებულ ჯგუფებში და ზრდიან მშპ-ს. შესაბამისად,
გვინდა ეს მიდგომა საქართველოში მოვსინჯოთ.
ვიდრე ორგანიზაცია კონკრეტულ კვლევებს დაგეგმავს, გვსურს რომ ერთი შეხვედრა დავაორგანიზოთ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, სადაც უფრო დეტალურად მოხდება ზრუნვის ეკონომიკის იდეის პრეზენტაცია და გამოჩნდება თუ რამდენად არის სახელმწიფო უწყებების მხრიდან დაინტერესება.
მხოლოდ ამის შემდგომ, თანამშრომლობით დაიგეგმება კონკრეტული მიმართულებები.
იმისთვის, რომ შეხვედრა იყოს ინფორმაციული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული, გაეროს განვითარების პროგრამამ ჩამოიყვანა ექსპერტი ამ მიმართულებით იპეკ ილკარაკანი (Ipek Ilkkaracan). დაინტერესების შემთხვევაში, ექსპერტის შესახებ მოკლე ინფორმაციას გიგზავნით დანართის სახით.
ჩვენი გადმოსახედიდან, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან და ექსპერტთან შეხვედრაში მნიშვნელოვანია რომ მონაწილეობა მიიღოთ თავდაპირველად ეკონომიკის, ფინანსთა, რეგიონალური განვითარებისა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა. შემდგომში რა თქმა უნდა შესაძლებელი
იქნება საჭიროებისამებრ გაფართოვდეს ჩართული სახელმწიფო უწყებების რიცხვი.
შეხვედრისთვის შემოთავაზებულია 23 მაისი 13:00 საათი, შეხვედრის ადგილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
გთხოვთ, გვაცნობოთ, შემოთავაზებული დრო რამდენად მისაღებია თქვენთვის და შეძლებთ თუ არა დასწრებას.
წინასწარ დიდი მადლობა დაინტერესებისთვის,
პატივისცემით,
ნატალია ჯალიაშვილი