From : Lela Bakradze <bakradze@unfpa.org>
To : Tamila Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject : Healthy Ageing Centres/Study Visit to BiH, week of 13-16 May
Cc : Anna Tskitishvili <tskitishvili@unfpa.org>
Received On : 26.03.2019 14:09

თამუნა, მოგესალმებით,

 

უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თვენი დროისათვის და შეხვედრისათვის თქვენს კოლეგებთან ერთად, სადაც შესაძლებლობა მოგვეცა  დეტალურად განგვეხილა დაბერების პოლიტიკისა და შესაბამისი ეროვნული სამოქმედო გეგმის დღევანდელი მდგომარეობა და სამომავლო ნაბიჯები.

 

როგორც ვიცით,  თქვენი უწყებიდან უკვე გაიგზავნა წერილები დაბერების სამოქმედო გეგმის ყველა განმახორციელებელ უწყებაში, სადაც მოთხოვნილია ანგარიშგება  დაბერების საკითხზე სამოქმედო გეგმის მიხედვით ჩატარებულ საქმიანობებსა და მიღწეულ შედეგებზე. ვიმედოვნებთ, რომ საბოლო ანგარიში მოგვცემს საშუალებას ნათლად დავინახოთ განხორციელების სტატუსი და ასევე  დავსახოთ კონკრეტული ნაბიჯები გეგმის შემდეგი ფაზის შემუშავებისათვის.

 

ამავე შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რომ ამჟამად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან (რამდენიმე პილოტური მუნიციპალიტეტთან), რათა ხელი შევუწყოთ ხანდაზმულებისთვის მუნიციპალური მომსახურების განვითარებაში (ჯანსაღი დაბერების ცენტრები). აქვე აღვნიშნეთ, რომ გვაქვს სურვილი დავეხმაროთ ადგილობრივ ხელისუფლებას გამოცდილი და წარმატებული ბოსნიური მოდელის მორგებასა და გადმოღებაში.  

 

ნება მომეცით გაცნობოთ, რომ ბოსნიაში დაგეგმილი სასწავლო ვიზიტის მზადება აქტიურ ფაზაში შედის. ვიზიტი ქ. სარაევოში დაგეგმილია 13-16 მაისის კვირაში. მაქვს პატივი, მოგიწვიოთ ამ სასწავლო ვიზიტში მონაწილეობის მისაღებად, რადგან სამინისტროს ჩართულობა და მხარდაჭერა ასეთი სოციალური პროექტისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია.

 

მადლობელი ვიქნებით, თუ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ამ საკითხებთან დაკავშირებით.

 

დიდ მადლობას გიხდით გულისხმიერებისა და თანამშრომლობისათვის და ველით თქვენს გამოხმაურებას.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

ლელა


Ms. Lela Bakradze

Assistant Representative

UNFPA Country Office in Georgia

O+ 995 32 225 11 26 (ext 142) 
M+995 591174174
Skype: lelabakradze

Webgeorgia.unfpa.org  
FacebookUNFPA.Georgia   
Twitter:  UNFPAGeorgia