| From : | Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Subject : | Germany - Agreement with GEO comments - Int.Conference Protocol |
| Cc : | Giorgi Bunturi <gbunturi@moh.gov.ge>; Irma Gelashvili <igelashvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 12.12.2019 13:08 |
| Attachments : |
თამუნა,
შენი მოსაზრებების მოწერა ამ თანდართული დოკუმენტების საბოლოო ვერსიაზე უფრო გაგიადვილდება:
- შეთანხმების ტექსტიდან ამოვიღე ყველა ის გერმანული ცვლილება და კომენტარი, რომლებსაც ვითვალისწინებთ და ვეთანხმებით (რომ დამეტოვებინა ძალიან გადაიტვირთა ტექსტი ცვლილებებით);
- ამდენად, მასში მოცემულია, გერმანელების მიერ გამომგზავნილ ვერსიაში ჩვენი შეტანილი ცვლილებები, წინადადებები და კომენტარები;
- ასევე გიგზავნი ნიურნბერგის შეხვედრის პროტოკოლის პროექტში შეტანილ ცვლილებებს.
გადახედე და მომწერე რა თუ გაქვს რამე დამატებით.
ეს ის ვერსიება, რომელსაც ამ სახით გავუგზავნი გერმანულ მხარეს.
(გიორგი, ირმა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შეთანხმების ცვლილებების ეს საბოლოო ვერსია თქვენ არ გაქვთ - დამატებით შევცვალე და ჩავასწორე რაღაცეები).
ეს კი იმ საკითხთა ჩამონათვალია, რომელზეც გერმანული მხარე ჩვენგან ელოდება ინფორმაციას:
1. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ფუნქციების და მექანიზმების აღწერა;
2. საქართველოში დასაქმების მსურველთა სელექციის მექანიზმი;
3. ასევე შესამუშავებელი იქნება შენგენის ზონაში ნამყოფობის გადამოწმების მექანიზმი (შესაბამისი კითხვარი ან სხვა.)
4. პერსონალური მონაცემების საკითხებზე პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორთან კონსულტაცია (ინფორმაციის გაგზავნის და სხვა შესაბამის საკითხებზე).