From : Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject : Fwd: Membership to equal pay coalition (EPIC)
Received On : 15.05.2019 10:47


ქალბატონო თამუნა, 

პირველ რიგში, უნდა გავაგზავნოთ წერილები საგარეოში, იუსტიციაში და ფინანსებში. როგორც კი ჩამოვალ მოვამზადებ.

ლიკა

Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: Ekaterine Meshveliani <emeshveliani@mfa.gov.ge>
Date: May 15, 2019 at 11:42:00 GMT+2
To: Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>
Cc: Giorgi Paniashvili <g.paniashvili@mfa.gov.ge>
Subject: RE: Membership to equal pay coalition (EPIC)

ლიკა გამარჯობა,

 

გავეცანი EPIC-ის ვებ-გვერდს და როგორც აქედან ჩანს კოალიციას საერთაშორისო სამართალსუბიექტურობა არ გააჩნია. შესაბამისად, მასში გაწევრიანება ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" კანონის თანახმად დადგენილი პროცედურის გავლას არ მოითხოვს, მაგრამ მიზანშეწონილია გაწევრიანებასთან დაკავშირებით საგარეოში გამოიგზავნოს წერილი და ასევე ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებში, რათა დადგინდეს მიზანშეწონილობა, კონკრეტულად რა ვალდებულებებს მოიცავს კოალიციაში გაწევრიანება და ხომ არ არის დაკავშირებული რაიმე ფინანსური კონტრიბუციის განხორციელებასთან.

 

კრიტერიუმების ი-მეილის დანართი სამწუხაროდ არ იხსნება.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

ეკა

 

 

 

From: Lika Klimiashvili [mailto:lklimiashvili@moh.gov.ge]
Sent: Wednesday, May 15, 2019 12:18 PM
To: Ekaterine Meshveliani
Subject: Membership to equal pay coalition (EPIC)

 

ეკა, გამარჯობა

 

გვაქვს სურვილი, რომ საქართველო გახდეს EPIC-ის წევრი (equal pay international coalition).  ჩვენ უკვე მივიღეთ ინფორმაცია კრიტერიუმების შესახებ გაეროს ქალთა ორგანიზაციიდან

 

ამ ეტაპზე გვაინტერესებს და მოგმართავთ თხოვნით მოგვაწოდოთ ინფორმაცია თუ  რა შიდა პროცედურებთაან არის დაკავშირებული ზემოაღნიშნულ კოალიციაში გაწევრიანება

 

მადლობა

საუკეთესო სურვილებით,

ლიკა კლიმიაშვილი

 

 

 

Sent from my iPhone


On May 8, 2019, at 13:10, Ekaterine Meshveliani <emeshveliani@mfa.gov.ge> wrote:

ლიკუნა მივიღე. მადლობა დიდი.

 

სს,

 

ეკა

 

From: Lika Klimiashvili [mailto:lklimiashvili@moh.gov.ge]
Sent: Wednesday, May 08, 2019 3:08 PM
To: Ekaterine Meshveliani
Subject: equal pay

 

ეკა, ნახე აბა  და მომწერე რომ მიიღებ.

 

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით საქართველომ აიღო ვალდებულება ეტაპობრივად დაუახლოვოს საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას.

ამ მხრივ აღსანიშნავია ასოცირების შეთანხმების XXX დანართი, რომელიც მოიცავს ისეთ მიმართულებებს როგორიცაა დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები; დისკრიმინაციის აკრძალვა და გენდერული თანასწორობა;  ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე .

 

აღნიშნული დირექტივებიდან 3 დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარედგინა საქართველოს პარლამენტს 2017 წელს და 2019   წლის 19 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები შემდეგ  საკანონმდებლო აქტებში:

 

·         საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

·         საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“;

·         საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

·         საქართველოს კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“;

 

დირექტივების მოთხოვნები ითვალისწინებდა პირთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვის გაუმჯობესებას  და ვრცელდება მათ შორის შრომით ურთიერთობებზე (მათ შორის: შერჩევის კრიტერიუმებსა და დაქირავების პირობებზე, ასევე კარიერული წინსვლის ხელმისაწვდომობაზე, პროფესიული ორიენტაციის, კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ყველა ფორმის ხელმისაწვდომობაზე, დასაქმებისა და შრომის, შრომითი ურთიერთობების შეწყვეტისა და შრომის ანაზღაურების პირობებზე, დასაქმებულთა ან დამსაქმებელთა ორგანიზაციის წევრობაზე და საქმიანობაზე, ან ისეთი ორგანიზაციის წევრობაზე და საქმიანობაზე, რომელთა წევრებიც განსაზღვრულ პროფესიულ ჯგუფს განეკუთვნებიან, ასეთი ორგანიზაციებიდან მიღებული სარგებლის ჩათვლით),  სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის პირობებზე, განათლებაზე, საქონლისა და მომსახურების მიწოდებაზე (მათ შორის: სოციალურ დაცვაზე, სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალურ შეღავათებზე, ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე, განათლების ხელმისაწვდომობაზე).

 

განხორციელებული ცვლილებების მიხედვით :

·         განისაზღვრა დამსაქმებლის ვალდებულება დაიცვას პირთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი არამარტო შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობებში, არამედ წინასახელშეკრულებო ურთიერთობებშიც, რაც გულისხმობს ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და გასაუბრების ეტაპზე დისკრიმინაციის დაუშვებლობას რაიმე ნიშნით.

·         იკრძალება პირისთვის მითითების მიცემა, განახორციელოს მესამე პირის მიმართ დისკრიმინაცია.

·         იკრძალება  დასაქმებულისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და/ან რაიმე სახის უარყოფითი მოპყრობა და მასზე ზემოქმედება იმის გამო, რომ მან დისკრიმინაციისაგან დასაცავად განცხადებით ან საჩივრით მიმართა შესაბამის ორგანოს ან ითანამშრომლა ასეთ ორგანოსთან.

·         განისაზღვრა დამსაქმებლის, ასევე საჯარო დაწესებულების ვალდებულება მიიღოს ზომები სამუშაო ადგილზე პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის ასახოს დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები შრომის შინაგანაწესში, კოლექტიურ ხელშეკრულებებსა და სხვ. დოკუმენტებში და უზრუნველყოს მათი შესრულება.

·         განისაზღვრა, რომ დაზღვევის მომსახურების მიწოდებისას სქესის, როგორც რისკფაქტორის, ისევე როგორც ორსულობის/დედობის ფაქტორის გამოყენებამ, არ უნდა გამოიწვიოს განსხვავება დაზღვევის პრემიებისა და სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობების განსაზღვრისას.

·         დაზუსტდა შევიწროებისა და სექსუალური შევიწროების ცნებები არსებულ კანონმდებლობაში; ასევე აღნიშნული ტერმინების განმარტებები დაემატა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის არმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონს და სხვ.

 

რაც შეეხება თანაბარი შრომისთვის თანაბარ ანაზღაურებას, სექსუალურ შევიწროვებას და მათთან დაკავშირებულ საკითხებს, ამჟამად დამუშავების პროცესშია საკანონმდებლო ცვლილებები 2006/54/EC დირექტივის შესაბამისად. გამომდინარე იქიდან, რომ ზემოთხსნებული დირექტივები შინაარსობრივად ერთმანეთთან დაკავშირებულია ან/და ერთმანეთს სრულჰყოფს, მათი როგორც შინაარსობრივი, ისე საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 2018 წელს მომზადებული კანონპროექტები საქართველოს პარლამენტს წარედგინება 2017 წელს წარდგენილი პროექტების მიღების შემდგომ (2019 წელს).

 

 

პატივისცემით   |   Respectfully

 

ლიკა  კლიმიაშვილი | Lika Klimiashvili

 

შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური პარტნიორობის სამმართველოს უფროსი | Head of the Labour Relations and Social Partnership Division at the Labour and Employment Policy Department

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia 

 

აკ. წერეთლის გამზ. 144; თბილისი 0119; საქართველო | 144 Ak. Tsereteli Ave.; Tbilisi, 0119; Georgia

 

ოფისი:| Office: +995 (0322) 251 00 11 (1507)

მობ: |     Cell: +995 (595) 97 77 44

ელ. ფოსტა:| E-mail: lklimiashvili@moh.gov.ge

                                            www.moh.gov.ge