ძვირფასო თამუნა
მოგესალმებით
თურმე მართლაც საოცარი განცდა ყოფილა საკუთარი ხალხისა და მთავრობის
ერთიანობა , რაც ამ ურთულეს პერიოდში აშკარად გამოჩნდა. მინდა რამოდენიმე საკითხზე გავამახვლიო ყურადღება და ამგავარად მივიღოთ მონაწილეობა პროცესის პოზტიურისკენ ცვლილებების მდგრადობოსთვის.
.
1) გლობალური საფრთხის დროს შშმ პირების, მათი ოჯახების ინტერესების დაცვა
საერთაშორისო გაიდლაინები მიუთითებენ რომ მთავრობას უნდა ქონდეს ფორმატი, სადაც შშმ პირთა თემს, თავად მოტივირებულ პირებს საშუალება ექნება საკუთარი მოსაზრებების გაუზიარონ და მიაწოდონ მთავრობას.
დღეს შედგა შეხვედრა შშმ პირთა თემის წარმომადგენლებსა და პრემერთან არსებული ადამიანის უფლებების საბჭოს წარმომადგენელს შორის, შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს წარმომადგენლები, რომელთაც ისაუბრეს მზაობაზე ჩაერთონ მიმდინარე პროცესებში. საუბრის ძირითადი ნაწილი შეეხო სერვისების ტრანსფორმირებას, ოჯახების პირველადი საჭიროებით უზრუნველყოფას , ასევე გაიდლაინების საჭიროებას ადგილზე, სამედიცინო დაწესებულებებში.
2) სერვისების ტრანსფორმირება
ა) მოეწყო ონლაინ შეხვედრები კოლეგებთან. მახარებს რომ კოლეგა ორგანიზაციები სრულ მზაობას გამოთვქამენ სერვისების ონლაინ ტრანსფორმირებისთვის. ცალკეულმა ორგანიზაციებმა მოვამზადეთ და გამოვაგზავნეთ საკუთარი მოსაზრებები, ასევე მომზადებულია ერთიანი მომართვის წერილი ჩვენი საერთი პოზიციის შესახებ რაც უახლოეს დღეებში გამოგეგზავნებათ. თუმცა, ვფიქრობთ რომ მოსამზადებელი იქნება ერთიანი მოდული რისი ფინანსური უზრუნველყოფისთვის მზად არიან დონორები.
ბ) ცალკე კომპონენტად გვინდა გამოვყოთ შინმოვლის სერვისი. ყველა გაიდლაინში წერია რომ ეს სერივის უნდა შნარჩუნდეს პირვანდელი სახით, გამოკითხვამ აჩვენა რომ სერვისი ეშწყვეტამ მშობლების გაღიზიანება გამოიწვია. ისინი კატეგორიულად ითხოვენ სერვისის გაგრძელებას. თანდართულ ფაილში გაწვდით ჩვენს მოსაზრებას
3)
,,შშმ ბავშვთა მშობლების გადაუდებელი დახმარების ქსელი პანდემიის დროს“.
გვაქვს ინიციატივა, რაც უკვე გავიზიარეთ კოლეგებს - შევქმნათ მთელი ქვეყნის მასშტაბით შშმ ბავშვთა მშობლების საინიციატივო ჯგუფები (სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების ბაზაზე, მოხალისეობრივ საწყისებზე), ჩამოვაყალიბოთ ,,შშმ ბავშვთა მშობლების გადაუდებელი დახმარების ქსელი პანდემიის დროს“. რომელიც დაეხმარება მთავრობას ეპიდემიის სამართავად და იზრუნებს შშმ პირთა, მათი ოჯახების ფსოქოლოგიურ მდგრადობაზე ამ ურთულეს პერიოდში. ეს უკვე აპრობირებული პრაქტიკაა ჩინეთში, უჰანში, ასევე რიგ
ვევროპულ ქვეყნებში, რაც წარმატებულად მუშაობს განსაკუთრებით რაიონებში, სადაც რესურსი და გამოცდილებაც ამ მიმართულენით ცოტაა. ქსელი დაამყარებს კომუნიკაციას მუნიციპალიტეტბთან,
ჯანდაცვის სისტემასთან.
გთხოვთ ამ ყველა საკითხის განსახილველად მოვაწყოთ ონლაინ გასაუბრება დეტალებზე შესათანხმებლად.
პატივისცემით,
გუნა
პ.ს. კიდევ ერთი საკითხი, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროსთან იმისათვის, რომ გამოეყოთ ჩვენთვის შენობა სერვისის განსახორცილებლად. დღეს, როცა ასე სჭირდება სახელმწიფოს კვალიფიციური კადრები და სოციალური სერვისები მზად ვართ განვახორციელოთ დღის ცენტრის სერვისი ზრდასრულთათვის , ვისაც ღრმა შეზღუდვა აქვს, 2013 წლიდან განიხილება საკითხი. ძლივს იპოვეს ჩვენთვის უკვე მესამედ შენობა ამ დროს ჩვენდა გასაოცრად ჯანდაცვა აჩერებს საკითხის განხილვას, გთხოვთ, თქვენ უშუალოდ ჩაერთოთ საკითხის განხილვაში ( წერილი თან ერთვის)
ქალბატონო გუნა მოგესალმებით,
თქვენთან გამოგზავნილი წერილი უკან მობრუნდა ვერ მოხდა ადგილზე ჩაბარება ამიტომ გიგზავნით ელექტრონულად.
პატივისცემით,
თათია გვილავა
პოლიტიკის დეპარტამენტის სოციალური დაცვის პოლიტიკის
სამმართველოს უფროსი სპეციალისტი