| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Subject : | Fwd: საცხოვრისის სტრატეგიის შემუშავება |
| Received On : | 24.10.2019 10:04 |
ქალბატონო თამარ,
მოგესალმებით.
გწერთ საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ, დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამა (USAID GGI), ISET-ის მკვლევარებთან, დარგისა და პოლიტიკის დაგეგმვის ექსპერტებთან - სოსო სალუქვაძე, ლადო ვარდოსანიძე და ნინა სარიშვილი და სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მუშაობს საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებაზე. მიმდინარე ეტაპზე, ISET-მა მოამზადა RIA-ს პრობლემების დეფინიციის ნაწილი, რომელსაც თან ვურთავ მეილს და ხვალ ასევე მივაწვდით სამუშაო ჯგუფის წევრებსაც. შესაბამისად, სამუშაო ჯგუფის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვედრამდე გაეცნონ დოკუმენტს და მოამზადონ შენიშვნები თუ კომენტარები. გვინდა გვთხოვოთ, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გავმართოთ 28 ოქტომბრის კვირაში. შეხვედრისას ასევე ვგეგმავთ განვიხილავთ პრობლემის ალტერნატიული მოგვარების გზები. სამუშაო ჯგუფთან პრობლემების დეფინიციასა და ალტერნატიულ გადაწყვეტილებებზე შეთანხმების შემდეგ, იარსებებს მასალა სტრატეგიის დოკუმენტის შესაქმნელად.
იმედს გამოვთქვამთ, რომ სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი არ იქონიებს გავლენას სტრატეგიის შემუშავების ვადებზე. ჩვენი პროექტის ვადებიდან გამომდინარე, გვინდა მაქსიმალურად გამოვიყენოთ წლის ბოლომდე დარჩენილი დრო და ISET-ისა და ექსპერტების ჩართულობით მოვასწროთ RIA-ს დასრულება და სტრატეგიის პროექტის შემუშავება პოლიტიკის დაგეგმვის ახალი სტანდარტების შესაბამისად.
ამასთან, გვინდა გთხოვოთ, რომ სამინისტროს მხრიდან განისაზღვროს თანამშრომელი, ვინც იმუშავებს სტრატეგიის ტექსტის შემუშავებაზე და კოორდინაციაში იქნება ISET-თან ანგარიშის მომზადების პროცესში (რომ შემდეგ ადვილად მოხდეს RIA- ში მოცემული მონაცემების ტრანსფორმაცია სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ტექსტში) და პოლიტიკის დაგეგმვის ექსპერტთან - ნინა სარიშვილთან, რომ სტრატეგიის დოკუმენტი იყოს პოლიტიკის დაგეგმვის პრინციპებსა და მეთოდოლოგიასთან სრულ შესაბამისობაში.
პატივისცემით,
მარიკა გორგაძე
Marika Gorgadze
Deputy Chief of Party
USAID
Contractor/Tetra Tech ARD
Georgia Good Governance Initiative (GGI)
email: mgorgadze@ggi.ge
mobile: +955 577 725312
Pixel Center, 8th Floor
34 Chavchavadze Avenue
Tbilisi 0179, GEORGIA