| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge> |
| Subject : | Fwd: კანონქვემდებარე აქტი |
| Received On : | 31.01.2020 19:10 |
მოგესალმებით ქალბატონო თამუნა,
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულია ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც ამა წლის 1 ივნისს შედის ძალაში. კოდექსით გათვალისწინებული მთელი რიგი კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების მიღება. მათ შორის არის "ჯანმრთელობის მაღალი სტანდარტით სარგებლობაზე ბავშვის უფლების განხორციელების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება ბავშვთა დაცვის ერთიანი სისტემის ფარგლებში".
როგორც ჩვენთვის, პარლამენტის ადამიანის აუფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისათვის ცნობილია, თქვენი უწყება ამ სამართლებრივ აქტზე მუშაობს თქვენი ხელმძვანელობით. თუ საჭიროდ ჩათვლით "ბავშვის უფლებათა კოდექსის" იმპლემენტაციაზე მომუშავე ჯგუფის ჩართულობას, გთხოვთ გვაცნობოთ მე და ბატონ პაატა ტურავას.
საუკეთესო სურვილებით
ანა ფირცხალაშვილი
საქართველოს პარლამენტის
ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
ექსპერტი.