From : Tamar Sabedashvili <tamar.sabedashvili@unwomen.org>
To : tbarkalaia@moh.gov.ge
Subject : Fwd: თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტი
Received On : 01.02.2019 09:54
Attachments :




Begin forwarded message:

From: "Tamar  Sabedashvili" <tamar.sabedashvili@unwomen.org>
Date: 25 January 2019 at 16:27:27 GMT+4
To: "tbarkalaia@moh.gov.ge" <tbarkalaia@moh.gov.ge>
Cc: Nani Bendeliani <nani.bendeliani@unwomen.org>
Subject: თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტი

ძვირფასო თამილა, იმედია შენსკენ ყველაფერი კარგადაა! მოგმართავ თანამშრომლობის და დახმარების თხოვნით:

 

გაეროს ქალთა ორგანიზაციას პროექტის  „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში (პროექტი დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს  და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (2018-2021)) აქვს სურვილი და მზაობა თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის სერვისი შესთავაზოს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს.

 

თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის მეთოდოლოგია შემუშავებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ  და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს  გენდერული თანასწორობის პრინციპების ინტეგრირებას ორგანიზაციულ დონეზე უწყების შიდა თუ გარე პოლიტიკაში, პროგრამებსა და სტრუქტურულ ერთეულებში.

 

გენდერული აუდიტის პირველი ნაწილი ითვალისწინებს სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის  ანალიზს, რის საფუძველზეც მოხდება ინფორმაციისა და მონაცემების დამუშავება. ხოლო შემდეგ ეტაპზე მოხდება ინდივიდუალური ინტერვიუების ჩატარება ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული სამსახურების თანამშრომლებთან. საბოლოოდ, აუდიტის ფასილიტატორები (3 დამოუკიდებელი კონსულტანტი) ჩაატარებს სამუშაო შეხვედრას წინასწარი შედეგებისა და რეკომენდაციების გაცნობის მიზნით უწყების ხელმძღვანელობასთან. აღსანიშნავია, რომ აუდიტი არის ნებაყოფილობითი სავარჯიშო და მისი შედეგები და რეკომენდაციები კონფიდენციალურია და მხოლოდ უწყების შიდა მოხმარებისთვისაა განკუთვნილი. თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის ფასილიტატორები არიან ადგილობრივი კონსულტანტები, რომლებიც სერთიფიცირებულები არიან ILO-ს და UN Women-ის მიერ.

 

მადლობლები ვიქნებით თუ მოგვეცემა შეხვედრის შესაძლებლობა თქვენთან ერთად ან თუ პირდაპირ გადაგვამისამართებთ სააგენტოს ხელმძღვანელობასთან მათთან, რომ კარგად გავაცნოთ მეთოდოლოგია და ის სარგებელი რასაც უწყება ამგვარი აუდიტის გავლით მიიღებს.

 

 

ძალიან დიდი მადლობა წინასწარ,

 

კეთილი სურვილებით და პატივისცემით,

თამარა

 

 

 

თამარ საბედაშვილი
საქართველოში წარმომადგენლის მოადგილე
გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი
კავსაძის ქუჩა 3, ოფისი 11, თბილისი 0179
ტელ: +995 32 222 08 70 (ext.104)
ელ-ფოსტა: tamar.sabedashvili@unwomen.org