| From : | Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | Fw: ხელშეკრულებები |
| Cc : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Received On : | 09.12.2019 11:59 |
ქალბატონო თამარ,
ხელშეკრულებებთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა, ჩეხეთთან და თურქეთთან თანამშრომლობა და კონსულტაციებზე მივწეროთ რომ არ ვართ წინააღმდეგები ხო?
პატივისცემით,
ქ-ნ თამარ, საერთაშორისო ხელშეკრულებების საკითხი მინდოდა შემეთანხმებინა თქვენთან:
ჩეხეთის შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან გვქონდა კონსულტაციები, რათა გაგვეფორმებინა ხელშეკრულება საპენსიო უზრუნველყოფსი სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რამდენიმე წელია მიდის მოლაპარაკებები, ბოლოს ჩეხები ჩამოსულები იყვნენ 2015 წელს, თუმცა ხელშეკრულება
მაინც არ გაფორმდა რამდენიმე პრონციპული საკითხის გამო, მათ შორის შრომის სტაჟის დადასტურება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რასაც ჩვენ ვერ გავაკეთებთ, ასევე ორივე ქვეყანაში პენსიის გაცემა. ახლა, სავარაუდოდ მინისტრი რომ იყო ჩეხეთში იმის შემდეგ კვლავ გააქტიურდნენ
და სურთ მოლაპარაკებების განახლება.
მსგავსი თემაა თურქეთთან მიმართებაში, თუმცა ამ შემთხვევაში ხელშეკრულება გაფორმებულია 1998 წელს და სურთ მისი განახლება, აქაც მსგავსი პრობლემები გვაქვს: შრომის სტაჟის დადასტურება, ორმაგი პენსია და ა.შ. თურქებიც ითხოვენ მოლაპარაკებების განახლებას.
ვთვლი, რომ კონსულტაციების გაგრძელება შეიძლება ორივე შემთხვევაში, თან კონსულტაციების პროცესში ჩავრთავთ ახალ საპენსიო სააგენტოსაც, თუ ხელმძღვანელობას რაიმე პრინციპული წინააღმდეგობრივი პოზიცია არ აქვს.
ორივე შემთხვევაში კონსულტაციების განახლების შესახებ მოგვწერა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.