| From : | Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge> |
| To : | Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge> |
| Subject : | Fw: შეხვედრა სახელმწიფოს სამომავლო ვალდებულებების შესახებ |
| Cc : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Received On : | 23.09.2019 10:22 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში იმართება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის აღმასრულებელი კომიტეტის (UNHCR ExCom) შეხვედრა, რომელიც წელს მოქალაქეობის
არმქონეობის საკითხს ეძღვნება.
აღნიშნულ შეხვედრაზე გაეროს წევრი ქვეყნები წარადგენენ სახელმწიფოს მიღწევებს მოქალაქეობის არმქონეობის სფეროში და გააკეთებენ განცხადებებს ქვეყნის მიერ სამომავლოდ
აღებული ვალდებულებების შესახებ.
სამხრეთ კავკასიაში UNHCR-ის ოფისმა წარმოადგინა სარეკომენდაციო დოკუმენტი, რომელშიც შემოთავაზებულია საქართველოს მიერ მოქალაქეობის არმქონეობის სფეროში განსახორციელებელი
აქტივობები. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შესახებ ვალდებულების აღება შემოთავაზებულია UNHCR ExCom-ის შეხვედრაზე.
UNHCR ExCom-ის შეხვედრაზე სამომავლო ვალდებულებებზე სამსჯელოდ, შესაბამისი უწყებების მონაწილეობით, დაგეგმილია
შეხვედრა მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, 12:00 საათზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან. შეხვედრა გაიმართება თბილისის იუსტიციის სახლში, მე-3 სართულზე.
აღნიშნული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი შეეხება მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებლების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, კერძოდ, ამ პირებზე ჯანდაცვისა
და სოციალური დახმარების უფლებების გავრცელებას (იხ. თანდართული დოკუმენტის Commitment 2). მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებლებზე აღნიშნული უფლების გავრცელების შესაძლებლობის განხილვის მიზნით, თქვენი დასწრება აღნიშნულ შეხვედრაზე მნიშვნელოვანია.
დანართად გიგზავნით UNHCR-ის სარეკომენდაციო დოკუმენტს საქართველოს მიერ ასაღები ვალდებულებების შესახებ და სტატისტიკურ ინფორმაციას მოქალაქეობის არმქონე პირის
სტატუსის მაძიებლებისა და რეგისტრირებული პირების შესახებ.
გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა 24 სექტემბრის 18:00 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ია ბიგანიშვილს, ტელეფონის ნომერზე - 577 61 44 96.
პატივისცემით,
დიანა ბადალოვა
თავმჯდომარის თანაშემწე
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

საქართველო, თბილისი, 0154
სანაპიროს ქ. 2
Email:
d.badalova@sda.gov.ge
Tel.:
+995
577 61 55 70
Web.:
www.sda.gov.ge
წინამდებარე ელექტრონულ შეტყობინებაში მოცემული ინფორმაცია და მისი დანართ(ებ)ი გამიზნულია მხოლოდ კონკრეტული
ადრესატ(ებ)ისთვის და შეიძლება შეიცავდეს კონფიდენციალურ ინფორმაციას.
თუ თქვენ არ წარმოადგენთ შეტყობინების ადრესატს, გთხოვთ: დაუყოვნებლივ აცნობოთ აღნიშნული გამომგზავნს და დაუბრუნოთ ელექტრონული შეტყობინება; არ გაამჟღავნოთ და არ გაავრცელოთ შეტყობინებისა და მისი დანართ(ებ)ის შინაარსი; არ გადაიღოთ მათი ასლები და არ განახორციელოთ
მასზე დაყრდნობით სხვადასხვა ქმედება; წაშალეთ აღნიშნული შეტყობინება და მისი დანართ(ებ)ი თქვენი სისტემიდან.
The information contained in this e-mail and its attachment(s) is intended for specific
addressee(s) only, and may be confidential.
If you are not the intended addressee of the e-mail, please: immediately notify the sender and return the electronic message; do not disclose, distribute the content of the e-mail
and its attachment(s); do not copy or otherwise use this message; delete the e-mail and its attachment(s); from your system.