From : Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject : Fw: პოზიცია - შშმ პირთა უფლებების შესახებ პაკეტზე
Received On : 27.01.2020 14:03

დასკვნა I. ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტის: 1. მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედდვით, ,,შესაძლებლობათა შეზღუდვა“ განმარტებულია, როგორც ,,სხვადასხვა ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსომოტორული დარღვევის მქონე პირებისათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების, პიროვნული განვითარებისა და თვითრეალიზების სხვებთან თანაბარი შესაძლებლობის არქონა, რაც განპირობებულია ფიზიკური გარემოს, საზოგადოების დამოკიდებულების და სხვა ფაქტორების ერთობლიობით;“. ვფიქრობთ, აღნიშნული ტერმინი კიდევ ერთხელ არის გასაანალიზებელი მისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან შესაბამისობის კუთხით, რათა უფრო ზუსტად იქნეს განსაზღვრული მოცემული ტერმინის შინაარსი. გათვალისწინებულია 2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 8. ჯანმრთელობის დაცვა სახელმწიფო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს მათთვის ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე სხვებთან თანაბარ ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს: ა) ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებზე ხელმისაწვდომობას; ბ) სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელებას; გ) შესაბამისი სტანდარტებისა და მეთოდების დანერგვის ხელშეწყობას, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კონკრეტული სერვისით სარგებლობას შესაძლებელს ხდის; დ) პრევენციული, ადრეული დიაგნოსტიკისა და სამკურნალო-სარეაბილიტაციო სერვისების მიწოდებას, რაც ხელს უწყობს შესაძლებლობის შეზღუდვის მინიმუმამდე დაყვანას.“ არ არის გათვალისწინებული - მუხლში კვლავ რჩება, რომ სახელმწიფო შშმ პირებისთვის სამედიცინო სერვისებს უზრუნველყოფს ,,საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“ და ასევე, რჩება ,,შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზების იდენტიფიკაცია“. 3. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 14. სოციალური დაცვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“ გათვალისწინებულია 4. 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ფარგლებში: ა) ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონების, ქალებისა და ბავშვებისთვის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ფარგლებში სერვისების მიწოდებას, მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით; ბ) შეიმუშავებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მომსახურების/დახმარების მიმწოდებელი სამედიცინო პერსონალისთვის პროფესიულ სტანდარტებს; გ) კომპეტენციის შესაბამისად, ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური სათემო სერვისების განვითარებას; დ) შრომით ბაზარზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებისა და კარიერული ზრდის ხელშეწყობის მიზნით, შეიმუშავებს პოლიტიკას, ახორციელებს შესაბამის პროგრამებს და უზრუნველყოფს სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა: დ.ა) პროფესიულ კონსულტირებას, შესაბამისი პროფილის განსაზღვრასა და კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებულ მომსახურებას; დ.ბ) პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაში მონაწილეობას; დ.გ) სამუშაო ადგილის მოძიებას ან/და სამუშაო ადგილის შენარჩუნებას დამოუკიდებლად ან მხარდაჭერით; დ.დ) კვალიფიკაციის გათვალისწინებით, ღია შრომით ბაზარზე მათ ინტეგრაციას.“ არ არის გათვალისწინებული - მე-8 მუხლში კვლავ რჩება, რომ სახელმწიფო შშმ პირებისთვის სამედიცინო სერვისებს უზრუნველყოფს ,,საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“. 5. 25-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები, კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობენ დასაქმების სფეროში ისეთი პოლიტიკისა და პროგრამების შექმნას, რომლებიც მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თვითდასაქმებისა და საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობისაკენ.“ არ არის გათვალისიწინებული - სიტყვები ,,კომპეტენციის ფარგლებში“ არ არის დამატებული. II. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის: 1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს, რამდენადაც პუნქტში მოცემულ შინაარსს სრულად ითვალისწინებენ მოქმედი მე-4 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები. გათვალისწინებულია 2. პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდნენ შემდეგი რედაქციით: ,,3. მე-16 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი: „ლ1) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამედიცინო სერვისით სარგებლობის უზრუნველყოფისათვის შესაბამისი სტანდარტების და მეთოდების დანერგვისათვის ხელის შეწყობა;“; არ არის გათვალისწინებული - მუხლში კვლავ რჩება, რომ სახელმწიფო შშმ პირებისთვის სამედიცინო სერვისებს უზრუნველყოფს ,,საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“. 4. კანონის 53-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: 4. სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის უზრუნველყოფენ თანაბარ ხელმისაწვდომობას აღნიშნულ დაწესებულებებზე.“ გათვალისწინებულია 3. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. 135-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 135 სახელმწიფო უზრუნველყოფს შესაბამისი სამედიცინო დახმარების გათვალისწინებას მზრუნველობამოკლებულ, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა, სპეციალიზებულ დაწესებულებებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“. არ არის გათვალისწინებული. Sincerely, Shorena Okropiridze Ministry of IDPs from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia Head of the Legal Drafting Division 144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119 Tel: 77 282881 Mail: shorenao@moh.gov.ge