From : Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject : Fw: დასკვნა
Cc : idolidze2019@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>
Received On : 24.07.2019 08:08
Attachments :

მოგესალმებით ქალბატონო თამუნა!

მოგესალმებით კოლეგებო.

გიგზავნით ჩვენ მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგებს.


აქვე გაცნობებთ, რომ გათავისუფლების შესახებ წინადადების შემთხვევაში, ქვემოთ მოყვანილი ქმედებებია განსახორციელებელი. 


მადლობა



,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის X თავის (დისციპლინური პასუხისმგებლობა) 91-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად,

6. თუ დისციპლინური წარმოების მოსალოდნელი შედეგია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდება, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული ვალდებულია ჩაატაროს ზეპირი მოსმენა დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მონაწილეობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირი უარს აცხადებს ზეპირ მოსმენაში მონაწილეობაზე.

7. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას ზეპირი მოსმენის ჩატარების შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე–112-ე მუხლები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-111-112-ე მუხლები

მუხლი 110. ზეპირი მოსმენა

1. ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.

2. დაინტერესებულ მხარეებს უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 7 დღით ადრე მაინც და მოწვეულ იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად.

3. მოსაწვევში მიეთითება ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება – საქმე განიხილოს და გადაწყვიტოს დაინტერესებული მხარის მონაწილეობის გარეშეც, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. თუ დაინტერესებულ მხარეთა რიცხვი აღემატება 50ს, მაშინ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია  დაინტერესებული მხარეები ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში ცნობის გამოქვეყნების მეშვეობით. ცნობაში უნდა მიეთითოს საკითხი, რომლის თაობაზედაც უნდა მოეწყოს ზეპირი მოსმენა, ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელიც აწყობს მოსმენას, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი, ზეპირი მოსმენის დრო და ადგილი.

5. ზეპირი მოსმენა, როგორც წესი, არ უნდა გრძელდებოდეს ერთ სამუშაო დღეზე მეტს.

 

მუხლი 111. ზეპირი მოსმენის ჩატარების წესი

1. სხდომა ზეპირ მოსმენასთან დაკავშირებით საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია სხდომა დახურულად გამოაცხადოს პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. (25.05.2012. N6327)

2. სხდომას ხსნის და თავმჯდომარეობს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი.

3. ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს, ზემდგომი ორგანოს წარმომადგენელს, დაინტერესებულ მხარეს, განხილვაზე მოწვეულ ექსპერტს, მოწმეს.

4. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.

5. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით.

6. სხდომაზე წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სხდომის თავმჯდომარე. იგი უფლებამოსილია  გააფრთხილოს წესრიგის დამრღვევი პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – გააძევოს დარბაზიდან.

7. სხდომა შეიძლება გაგრძელდეს დარბაზიდან გაძევებული პირის მონაწილეობის გარეშე.

 

მუხლი 112. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი

1. სხდომის დროს იწარმოება ოქმი.

2. სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს:

ა) ადმინისტრაციული წარმოების დასახელება, რომლის თაობაზედაც ეწყობა მოსმენა;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება;

გ) განხილვის დრო და ადგილი;

დ) სხდომის თავმჯდომარის, ზეპირ მოსმენაში მონაწილე დაინტერესებული მხარის, ექსპერტის, მოწმის ვინაობა;

ე) ზეპირი მოსმენის საგანი, წარდგენილი განცხადების მოკლე მიმოხილვა;

ვ) მოწმეთა და ექსპერტთა ჩვენებების მოკლე აღწერა;

ზ) შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგის აღწერა.

3. სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.

4. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაეცნოს ოქმს და ოქმის გაცნობიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები მის თაობაზე, მიუთითოს მასში არასწორი ან არასრული ინფორმაციის არსებობა. თუ ადმინისტრაციული ორგანო ეთანხმება შენიშვნას, ადასტურებს მის სისწორეს, ხოლო თუ არ ეთანხმება, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შენიშვნის უარყოფის შესახებ.



From: Ekaterine Berozashvili
Sent: Wednesday, July 24, 2019 10:14 AM
To: Kakhaber Dzimistarishvili
Subject: დასკვნა
 

ბატონო კახა,

 

გიგზავნით დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით მომზადებულ დასკვას.

 

პატივისცემით,

 

ეკა ბეროზაშვილი