From : Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject : FYI
Received On : 22.03.2019 14:38
Attachments :

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
 
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

KA030190767763919

             №

**/***********/**** *             

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების გაფიცვის დროს მეურვეობისა და მზრუნველობის ფუნქციის განხორციელების მიზნით მართვის/მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-6 მუხლის 12 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნტის, 36-ე მუხლის, 49-ე-52-ე მუხლების და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლისა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად,

ვბრძანებ:

 

 

1. მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოს ფუნქციის შეუფერხებლად შესრულების მიზნით დამტკიცდეს:

 

ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო) (შემდეგში - სააგენტო) მართვის/მენეჯმენტის გეგმა (შემდგომში - მენეჯმენტის გეგმა), თანდართული რედაქციით;

ბ) დაევალოს სააგენტოს:

ბ.ა) სააგენტოს სამხარეო ცენტრების, ტერიტორიული ერთეულებისა და მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის თანამშრომლებს სოციალური მუშაკის შესაბამისი ფუნქციის  დაკისრება და მენეჯმენტის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველყოფა;

ბ.ბ) უზრუნველყოს მეურვეობისა და მზრუნველობის ფუნქციის განხორციელებაში ჩართული პირების/დაწესებულებების მენეჯმენტის გეგმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

 

2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

მინისტრი

data:image/jpeg;base64,

დავით სერგეენკო