| From : | Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: demande de réunion avec le Conseiller des Affaires Economiques auprès de l'Ambassade de Géorgie |
| Cc : | Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge> |
| Received On : | 07.10.2019 06:48 |
| Attachments : |
ძვირფასო კოლეგებო, მოგესალმებით!
თქვენი კომპეტენციის გათვალისწინებით, გიგზავნით ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას იმ შემთხვევისთვის, თუ არ გაქვთ მიღებული (შესაძლოა შემოსულია დეს-ით და თქვენ უკვე საქმის კურსში იყოთ). სასურველია ფრანგებს ვაცნობოთ ჩვენი პოზიცია, შემოთავაზებული მიმართულებებით მათთან თანამშრომლობის თაობაზე და ქართული მხარის მზაობაზე, საქართველოში ოქტომბრის ბოლოს მათ ვიზიტთან დაკავშირებით.
წარმატებული კვირის ხალისიან დასაწყისს გისურვებთ ამ ორშაბათსJ
პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით,
თეა
მოგესალმებით და გიგზავნით საფრანგეთში ცნობილი საერთაშორისო კომპანიის AXA Life &Health Reinsurance ს წარმომადგენლებთან საერთაშორისო განვითარების დირექტორთან ბნ ფრანსუა ფილიპთან და რეგიონული თანამშრომლობის პროექტების მენეჯერთან ქნ ელენა კონზუროვა-გრაფთან შეხვედრის მოკლე ინფორმაციას და მათ მიერ მოწოდებულ პრეზენტაციას.
ჩვენი შეხვედრა შედგა საელჩოში კომპანიის წარმომადგენლების თხოვნით, რომელსაც წინ უძღოდა დავოსის ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ მინისტრის ბნი მამუკა ბახტაძისა და კომპანიის გენერალური დირექტორის ბნი ტომას ბუბელის შეხვედრა, რომლის ფარგლებში მათ უსაუბრიათ საქართველოს მთავრობისა და კომპანიის შესაძლო თანამშრომლობაზე სოციალური უზრუნველყოფისა და საყოველთაო დაზღვევის სისტემის სფეროში რეფორმის ფარგლებში. მათ ასევე აღნიშნეს, რომ კონსულტაციები გაიარეს საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან, რომელიც ნაწილობრივ უკვე ჩართულია სოციალური უზრუნველყოფის რიგ პროექტებში.
იმისათვის, რომ უკეთ გამოიკვეთოს მათთან თანამშრომლობის ინტერესი და სავარაუდო კონტურები, ისინი თავადვე გვთავაზობენ, რომ ოქტომბრის მეორე ნახევარში პირველი ვიზიტით ჩამოვიდნენ საქართველოში და შეხვდნენ სოციალური სფეროს რეფორმის სამუშაო ჯგუფის კოორდინატორებს, უკეთ გაიაზრონ საქართველოს საჭიროებები, სახელმწიფოს ხედვა და სტრატეგია, მოლოდინები, რაც მათ დაეხმარებათ საქართველოს რეალობაზე მორგებული, თანამშრომლობის ოპტიმალური სტრატეგია შესთავაზონ, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამონაწილეობას სოციალური სისტემის გამართული ფუნქციონირებისა და მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის ეფექტური სისტემის ჩამოსაყალიბებლად.
საქართველოს მხრიდან ამ წინადადებაზე და კომპანიასთან თანამშრომლობის ინტერესის შემთხვევაში, საელჩო და პირადად მე თქვენს განკარგულებაში გვიგულეთ, რომ მაქსიმალურად ვიმუშავებთ,. რომ აღნიშნული ვიზიტი იყოს შინაარსიანი და შედეგიანი საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით.
პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით
გოჩა ჯავახიშვილი
დესპანი