| From : | Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: Visa Operational Actions |
| Cc : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 21.08.2019 18:42 |
| Attachments : |
გიგზავნით ევროკომისიის მიერ არაოფიციალურად გაზიარებულ დოკუმენტს - operational actions.
გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ ფაილს და მომწეროთ თქვენი შენიშვნები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდგომი ინფორმირების მიზნით.
საუკეთესო სურვილებით,
სოფო ბელქანია
ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232
From: Salome Shapakidze [mailto:sshapakidze@mfa.gov.ge]
Sent: Wednesday, August 21, 2019 6:03 PM
To: aivanishvili@justice.gov.ge; Nugzar Dundua
Cc: Eka Goguadze
Subject: Visa Operational Actions
მეგობრებო მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია, ევროკომისია ( საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში) განიხილავდა თუ რა ფორმით უნდა მიგვეღო უკანონო მიგრაციაზე საპასუხო სამოქმედო გეგმა. როგორც დღეს ევროკომისიამ ბრიუსელში ჩვენს მისიას აცნობა, მათ ვერ მოიფიქრეს მათთვის სასურველი გზა და შესაბამისად, დოკუმენტს აღარ ჰქვია სამოქმედო გეგმა და ჰქვია ოპერატიული ზომები (Operational actions) უკანონო მიგრაციისა და დანაშაულთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საპასუხოდ. ასევე აღსანიშნავია, რომ აღარ მოხდება დოკუმენტის ხელმოწერა.
უახლოეს დღეებში DG HOME-ის გენერალური დირექტორი ოფიციალური წერილით გამოგზავნის დოკუმენტს შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრების სახელზე, რის შემდეგაც შესაძლებლობა გვექნება წერილითვე დავუდასტუროთ დოკუმენტის მიღება. ამ ფორმით ჩაითვლება, რომ ამ ეტაპზე დოკუმენტმა მიიღო საბოლოო სახე, თუმცა ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებით, დოკუმენტი მუდმივად განახლდება და შეიცვლება მხარეთა საჭიროებებიდან გამომდინარე და შეთანხმების საფუძველზე.
დანართის სახით გიგზავნით მისიისთვის კომისიის მიერ არაოფიციალურად გაზიარებულ დოკუმენტს - operational actions. თუ შინაარსობრივად რამე კატეგორიულად მიუღებელია თქვენთვის, გთხოვთ გვაცნობოთ სასწრაფოდ, სანამ წერილს გამოგზავნის ევროპული მხარე. თუმცა თავად თვლიან რომ ჩვენი შენიშვნები გაზიარებულია და დოკუმენტში შინაარსობრივი ცვლილებები არ შესულა.
საუკეთესო სურვილებით,
სალომე